ალავერდი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ (Script) File renamed: File:ალავერდი (მონასტერი) II.jpg → File:ალავერდი (მონასტერი) - Alaverdi Theotokos, Georgia.jpg [[commons:COM:FR#reasons|File renamin... |
|||
ხაზი 11:
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას ([[ალექსანდრე I (კახეთის მეფე)|ალექსანდრე]] კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს [[გუმბათის ყელი]] მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. [[1742]] მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო [[თამარ|დედოფალმა თამარმა]] (1750) და დაამთავრა [[ერეკლე II|ერეკლე II-მ]]. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ ([[1966]]) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
== არქიტექტურა ==
|