არაგვის საერისთავო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
არაგვის საერისთავოს ბარში სოფლის მეურნეობის დარგებიდან წამყვანი იყო მარცვლეული კულტურები და [[მებაღეობა]], [[მევენახეობა]], მთაში (ანანურიდან დარიალამდე) კი - [[მეცხოველეობა]], განსაკუთრებით [[მეცხვარეობა]] (უდუმო, კუდიანი ცხვარი). შინამრეწველობის დარგებიდან განვითარებული იყო ყველის კეთება, შალის ქსოვა, ტყაპუჭის დამზადება და სხვა. ვაჭრობა-მრეწველობა სუსტად იყო განვითარებული. მცირე სავაჭრო-სახელოსნო ცენტრები იყო [[დუშეთი]], [[ანანური]], [[ჟინვანი]]. არაგვის საერისთავოზე გადიოდა საქართველოს ჩრდილოეთ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა (მერმინდელი [[საქართველოს სამხედრო გზა]]).
 
არაგვის საერისთავო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მუდამ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, განსაკუთრებით გაძლიერდა XVII საუკუნეში, როდესაც [[ნუგზარ არაგვის ერისთავი|ნუგზარ]], [[ზურაბ არაგვის ერისთავი|ზურაბ]] და [[ზაალ არაგვის ერისთავი|ზაალ ერისთავები]] თავგამოდებით იბრძოდნენ, ერთი მხრით, სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და, მეორე მხრით, ფშავხევსურეთისა და ერწო-თიანეთის დასაპყრობლად და დასაბეგრავად. ჯერ ზურაბმა (XVII საუკუნის 20-იან წლებში) და შემდეგ ზაალმა (50-იან წლებში) დროებით დაიპყრეს კიდეც ერწო-თიანეთი. ამ ბრძოლებმა დიდი მსხვერპლი შეიწირა ორივე მხრიდან, მაგრამ საბოლოოდ ერისთავები მაინც ვერ ეწივნენ საწადელს. 1743 წელს აჯანყებულმა არაგველებმა ([[არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყება]]) მოკლეს [[ბეჟან არაგვის ერისთავი]] და არაგვის საერისთავო კახეთის მეფეს [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ს]] გადასცეს. მან არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] ვაჟს, ვახტანგ ბატონიშვილს, საუფლიწულოდ მისცა. ბატონიშვილის სახელით არაგვის საერისთავოს [[ჯიმშერ ჩოლოყაშვილი]] განაგებდა (1743-1756). ერისთავის გადარჩენილი შვილები ცოტა უფრო გვიან ერეკლე II-მ კახეთში გადაასახლა და იქ მისცა მცირე მამული. ვახტანგ ბატონიშვილის გარდაცვალების (1756) შემდეგ არაგვის საერისთავო ლევან ბატონიშვილის, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების (1781) შემდეგ კი ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილის საუფლისწულო იყო. [[1803]] წელს ვახტანგი რუსეთში გადაასახლეს. არაგვის საერისთავო კი [[ანანურის მაზრა|ანანურის მაზრის]] უფროსს დაუქვემდებარეს.
 
== არაგვის ერისთავები XVI-XVIII სს ==