არჩილ სულაკაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
212.72.128.67-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Henry McClean-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
'''არჩილ სამსონის ძე სულაკაური''' (დ. [[15 თებერვალი]], [[1927]], [[თბილისი]] — გ. [[26 აგვისტო]], [[1997]], თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია [[შოთა რუსთაველის პრემია|შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა]] (1971) და „[[საპატიო ნიშნის ორდენი|საპატიო ნიშნის]]“ ორდენით.
 
არჩილ სულაკაურმა 1951 წელს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა [[ნაკადული (გამომცემლობა)|"ნაკადულის"]] დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ „[[მნათობი (ჟურნალი)|მნათობის]]“ მთავარი რედაქტორი.
 
== შემოქმედება ==
პოეტის პირველი ლექსები [[1946]] წელს "ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), "საგზალი“ (1959), "ოთხივე მხრიდან“ (1975), "სიჩუმე“ (1978), "ლექსები“ (1980). პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957), „[[ბიჭი და ძაღლი]]“ (1966), „ოქროს თევზი“ (1966), „[[სალამურას თავგადასავალი]]“ (1969; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია,1971წ), „ლუკა“ (1972), „თეთრი ცხენი“ (1984), კრებულები „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975) და სხვა.
 
1973 წლიდან იყო გამომცემლობა „[[ნაკადული (გამომცემლობა)|ნაკადულის]]“ დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალ [[მნათობი (ჟურნალი)|„მნათობის“]] მთავარი რედაქტორი. 1971 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
 
არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Nplg ბიოგრაფია|00000723}}
{{Geocinema სცენარისტი|99|არჩილ სულაკაური}}
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
{{DEFAULTSORT:სულაკაური, არჩილ}}
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
Line 5 ⟶ 21:
[[კატეგორია:დაბადებული 1927]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1997]]
მას ასევე დაწერილი აქვს ლექსი ჩემი და შენი ერთად ყოფნა...
ჩემი და შენი
ერთად ყოფნა გარდუვალია
შენ ხარ,
რადგანაც მე ვარსებობ...
ანდა - პირიქით....
ამ მაღალ ღამეს
ციკლოპივით ერთი თვალი აქვს.
მის შუქზე ბრწყინავს და
სიმივით წივის ბილიკი.
ჩვენ ერთმანეთის გარდუხდელი
ძველი ვალი გვაქვს.
ჩვენ ერთმანეთი
ჯერ ვერაფრით შემოვირიგეთ.....
და მაინც:
ჩვენი ერთად ყოფნა
გარდუვალია
მე ვარ,
რადგანაც შენ არსებობ
ანდა - პირიქით......
სალამრას თავგადასავალი:
ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მზეთუნახავთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს - ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც... წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი - არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ - და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე. მეგობრისათვის თავდადებული სალამურას, ციცინათელების კეთილი და სევდიანი მწყემსი ბაიას, ცრუმზეთუნახავი ფრინტასა და სასაცილო უფლისწულის, ქონდარუხის გაცნობაში წიგნის მხიარული ილუსტრაციები დაგეხმარება. პატარა ბიჭუნას დიდი თავგადასავალი შენი და შენი მეგობრების საყვარელი წიგნი გახდება - ის ხომ შენი მშობლების უსაყვარლესი წიგნი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი შენხელები იყვნენ. ილუსტრირებული გამოცემა.