გენადი I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 13 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q463201
No edit summary
ხაზი 1:
'''წმინდა გენადი I''' - [[კონსტანტინოპოლის პატრიარქები|კონსტანტინოპოლელი პატრიარქი]], [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]] ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[31 აგვისტო]], ახალი სტილით - [[13 სექტემბერი]]. [[კონსტანტინოპოლი]]ს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა [[458]] წელს, წმიდა კეთილმსახური მეფის, [[ლეონ I (ბიზანტია)|ლეონ დიდის]] (457-474) მეფობაში. ცნობებს მისი ცხოვრების შესახებ ვხვდებით წიგნში „ლიმონარი“, სადაც ჩართულია სალამის (ალექსანდრიის მახლობლად) სავანის ბერების, ღირსი მამების, სოფრონისა და იოანეს მონათხრობები. ის ბერები პატრიარქ გენადის დროს კონსტანტინოპოლის ეკლესიის ღვთისმსახურები იყვნენ. მღვდელმთავარი გენადი გამოირჩეოდა სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმიდითა და თავშეკავებით.
 
ეკლესიაში წარმოქმნილი უკანონო ქმედებებისა და ცრუსწავლებების აღსაკვეთად წმიდა გენადიმ მოიწვია ადგილობრივი კრება, რომელზეც დაგმეს ევტიქის ერესი და აკრძალეს სიმონია (ხელთდასხმა საზღაურის საფასურად). მღვდელმთავარი ზრუნავდა იმაზე, რომ პირები, რომელთაც სასულიერო ხარისხის მიღება სურდათ, ღრმად ყოფილიყვნენ ჩახედული წმიდა წერილში.