ხევსურები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎კაცის ტალავერი: რამოდენიმე → რამდენიმე
No edit summary
ხაზი 3:
 
ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.
 
ძველ ქართულ მატიანეში [[ხევსურეთი]] და [[ფშავი]] ერთად იხსენიება „[[ფხოვი]]ს“ სახელწოდებით, თვით [[ფშავლები]] და [[ხევსურები]] კი „[[ფხოველები|ფხოველებად]]“ იწოდებიან. ამას მოწმობს გეოგრაფ [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] ცნობაც. იგი [[ჰერეთი|ჰერეთ]]-[[კახეთი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის აღწერაში ამბობს:
 
{{ციტატა|...არამედ აწ უწოდებენ ფშავ ხევსურსა, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, გვ. 127</ref>.}}
 
შემდეგ ვახუშტი ამასვე იმეორებს ფშავის აღწერაშიც:
 
{{ციტატა|არამედ ძველად ამ ორთა ხეობათა (ფშავ-ხევსურეთს) ფხოელნი და აწ უწოდებენ ესრეთ<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, გვ. 140</ref>.}}
 
აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის მოსაზღვრე [[ქისტები]] ხევსურებს დღესაც „ფხია“-ს ან „ფხჲე“-ს<ref>А. Шанидзе, „Отчет о летней командировке 1913 г. в Душетский и Тионетский уезды Тиф. Губ. для изучения Груз. говоров“.</ref> უწოდებენ, რაც იგივე ფხოელს ნიშნავს<ref>Н. Я. Марр, „Кавказския племенныя названия и месныя паралели“. Петроград, 1922, ст. 4-5</ref>. რომ ისტორიული ფხოეთის ქვეშ ფშავ-ხევსურეთი იგულისხმება, ეს მისი ისტორიულ-გეოგრაფიული აღწერიდანაც ჩანს:
 
{{ციტატა|გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთაზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა<ref>ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, II, ტფილისი, 1914 წ., გვ. 301</ref>.}}
 
საისტორიო წყაროების მიხედვით „ფხოვის“ სახელწოდებით ჩვენ გვაქვს მოცემული ფშავ-ხევსურეთი, რომელიც გეოგრაფიულად და კულტურულ-ისტორიულად, როგორც დღეს, წინათაც ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. ამიტომ ისტროიული წარსული და თავგადასავალი ამ ორი კუთხისა ერთგვარია.
 
==ისტორიული წყაროები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევსურები“-დან