სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 113:
[[კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]
 
სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია 2015 წელს
 
საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძ. პროფ. დ. ბერიკაშვილი) 2015 წელს სამშვილდის ნაქალაქარის შიდა ციხის არქეოლოგიური კვლევები დაიწყო. შიდა ციხე-ციტადელი მდ. ხრამისა და მდ. ჭივჭავს შორის ამოზრდილ კონცხის ყველაზე შევიწროვებულ ადგილზეა გამართული და სამეფო უბანს დასავლეთიდან ამაგრებს. არქეოლოგიური თვალსაზრისით იგი ნაქალაქარის ერთერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ უბანს წარმოადგენს. გათხრები წარიმართა გვიანშუასაუკუნეების პერიოდის აბანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და შედეგად გამოვლინდა საკმაოდ მძლავრი კედლები, რომლებიც მიმართულია სამხრეთდან ჩრდილოეთისაკენ. ამავე დროს დადგინდა, რომ ეს კედლები მოგვიანებით სათავსოების გამართვის დროს გამოუყენებიათ და ტერიტორია მათ შორის ქვის კვადრებითა და ფილაქნებით მოულაგებიათ. სავარაუდოდ, ეს ინტენსიური მშენებლობა-გადაკეთებები ციხის ცხოვრების ფინალური პერიოდის მოვლენაა და დაკავშირებული უნდა იყოს აბდულა ბეგის მიერ სამშვილდის ციხეში ჩატარებულ სამშენებლო საქმიანობასთან. აღსანიშნავია, რომ გათხრების შედეგად გამოვლენილი გვიანშუასაუკუნეების სათავსო-ნაგებობები განვითარებული შუასაუკუნეების მასალების შემცველ ფენებშია გამართული. ეს მოვლენა იმით უნდა აიხსნა, რომ მშენებლობის დროს ,,ციხე დაუხვეტავთ“ რის შედეგადაც აქ გვიანდელი ფენები განადგურებულია. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ თითქმის მიწის ზედაპირზევე გვხვდება განვითარებული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი მოჭიქული ჭურჭლის ის ფრაგმენტები, რომელთა მსგავსიც კარაგდ არის ცნობილი სინქრონულ ძეგლებზე (დმანისი, რუსთავი, გუდარეხი, თბილისი და სხვ.). გარდა ადგილობრივი ნაწარმისა გათხრების შედეგად გამოვლინდა იმპორტული კერამიკა, ობსიდიანისა და კაჟის ანატკეცები, მინისა და ლითონის არტეფაქტები და დიდი რაოდენობით ოსტეოლოგიური მასალა. მოპოვებული მასალა კამერალური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ექსპონირებულია საქართველოს უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციაზე და მისი ნახვა ყველა დაინტერესებული პირისათვის თავისუფალია.
 
ლიტ.
სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2015 წლის სამეცნიერო ანგარიში. საქართველოს უნივერსიტეტი. თბ. 2015. დ. ბერიკაშვილი, თ. გაბუნია, დ. ოდილავაძე, ს. ცირამუა, მ. ბუხსიანიძე, ირ. ივანიშვილი, ვ. ლომიძე
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან