იოსები (იაკობის ძე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რამოდენიმე → რამდენიმე
ხაზი 24:
გავიდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და დადგა შიმშილობა. მოსავლიან წლებში იოსებმა იმდენი პური შეაგროვა, რომ შესაძლებელი შეიქნა სხვა ქვეყნებშიაც გაეყიდა. შიმშილობა ქანაანის ქვეყანაშიაც ჩამოვარდა. იაკობმა გაიგო ეგვიპტეში პური იყიდებაო და გაგზავნა შვილები. მისვლისთანავე ისინი იოსებს წარუდგინეს, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსულები. იოსებმა მაშინვე იცნო თავისი ძმები, ძმებმა კი ვერ იცნეს იგი. იოსებს უნდოდა გაეგო, რამდენად შეიცვალნენ მისი ძმები და მკაცრად დაუწყო მათ ლაპარაკი. „თქვენ მზვერავები უნდა იყოთ, როგორც გეტყობათ, თქვენ პურის საყიდლად კი არ მოსულხართ, გინდათ დაზვეროთ ჩვენი ქვეყანა, მერე მოხვიდეთ, აიკლოთ და თვითონ დაესახლოთ“. „ჩვენ მზვერავები არა ვართ, — მოახსენეს ძმებმა, — ჩვენ ერთი კაცის შვილები ვართ, თორმეტი ვიყავით, ერთი აღარა გვყავს, ერთიც შინ დარჩა მამასთან და ათნი აქ მოვედით პურის საყიდლად, და თერთმეტმა კაცმა რანაირად უნდა შევძლოთ ამოდენა ქვეყნის დაპყრობა?“ „თქვენ თუ მართალს ამბობთ, ერთი ძმა მძევლად დამიტოვეთ და მეორედ რომ მოხვალთ, უმცროსი ძმაც მომიყვანეთ“, — უთხრა მრისხანედ იოსებმა. ძმებმა ერთი მეორეში დაიწყეს ლაპარაკი თავის ენაზე, ღმერთი გვსჯის იოსების გაყიდვისთვისო. იოსები მიხვდა, რასაც ლაპარაკობდნენ, მიხვდა, რომ ძმებს შეუნანებიათ ცოდვა, ვეღარ მოითმინა, გავიდა მეორე ოთახში და დიდხანს ტიროდა. შემდეგ გამოვიდა და ძმების სურვილის წინააღმდეგ, ერთი ძმა, სვიმონი, მძევლად დაიტოვა, მოსამსახურეებს კი უბრძანა პურის საყიდლად მოტანილი ფული შეუმჩნევლად ტომრებში ჩაეყარათ და უკან გაეტანებინათ.
 
ძმებმა მიიტანეს პური შინ და ყველაფერი უამბეს მამას. იაკობი შეწუხდა, მეტადრე მაშინ, როცა პურის საყიდლად წაღებული ფული ისევ უკან მოტანილი ნახა; ეგონა სვიმონი გაყიდესო, ამიტომაც უმცროსი შვილის, ბენიამენის, გაგზავნაზე უარს ამბობდა. მაგრამ, როცა პური შემოელიათ, იაკობი იძულებული შეიქმნა ბენიამენიც გაეტანებინა. იოსებმა სიხარულით მიიღო ძმები და დიდი ნადიმი გაუმართა მათ. კიდევ რამოდენიმერამდენიმე გამოცდის შემდეგ, რამაც ძმები ძალიან შეაწუხა, იოსებმა განუცხადა თავის თავი ძმებს და უთხრა თქვენი ძმა იოსები ვარო, ძმებს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ თანაც შეეშინდათ, — ვაი თუ იოსებმა შური იძიოს და დაგვხოცოსო. იოსებმა ანუგეშა ისინი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი გაყიდვა უთუოდ ღვთის განგებით მოხდა, რომ თქვენ შიმშილით არ დახოცილიყავით, წადით, უთხარით მამაჩემს ეგვიპტეში გადმოსახლდეს, რადგან მოუსავლიანობა კიდევ დიდხანს გასტანსო“. ძმები სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მამას სასიხარულო ამბავი მოუტანეს. იაკობმაც დიდად გაიხარა, ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა და ეგვიპტეში გადასახლდა. ღმერთმა მიიღო იაკობის მსხვერპლი და აღუთქვა: „შენი შთამომავლობა ისევ ქანაანის ქვეყანაში დაბრუნდება და მისგან წარმოსდგება მაცხოვარიო“. იაკობი ეგვიპტეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან აკურთხა თავისი შვილები და ერთ მათგანს, იუდას, უთხრა: „შენი ტომისაგან არ შეწყდება წარმოშობა მეფეებისა და წინამძღვრებისა, სანამ არ მოვა აღთქმული, რომელიც არს მოლოდება წარმართთა“, ანუ მაცხოვარი, რომელსაც წარმართნიც მოელიანო.
 
==ლიტერატურა==