ნატო ვაჩნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34:
ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი წლის ნახევრის. დედამ შვილები წაიყვანა [[კახეთი|კახეთში]], სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალებში დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ [[ფხოველი|ფხოველში]]. ეკატერინემ მალე ააშენა [[გურჯაანი|გურჯაანში]] ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.
 
ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში. მისი ერთ-ერთი და [[კირა ანდრონიკაშვილი]] აგრეთვე მსახიობი იყო.
 
კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი – თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს. იგი [[1919]] წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა „პრომეთეი“-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი. [[1939]] წ. მერაბი ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნატო_ვაჩნაძე“-დან