ხევსურები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
ფეხებზე იცვამენ საქალამნე თათს (წინდას) და ნაჭრელ პაჭიჭს, რომელსაც ბოლოზე შემოვლებული აქვს წვრილი გრეხილი '''''შილიფა'''''. წინდაზე ქალამანს იცვამენ, სასტუმროდ კი '''''ამოკერებულ თათს'''''. ხევსურული ამოკერებული თათი მსხვილი ნაქსოვია და ფერადი სახეებით დაშიბული. ამოკერებული თათი ჯერ წყალში ლბება, შემდეგ მას საფართზე, გაჭიმავენ და ისე აშრობენ. თათს ძირში ტყავს გამოაკერებენ და წვერს მძივ-ღილებით შეუმკობენ.
 
==ქალის თავსაბურავი==
ხევსურის ქალები ის ვინც თმებს მოკლედ შეჭრილს ატარებს იხურავენ '''''სათაურას'''''. ხევსურული სათაურა ქართულ ჩიხტს ემსგავსება, ის ბამბის ნაჭრისაგან იკერება და შემდეგ მატყლით იტენება. სათაურა მრგვალია და მას საკუდურით თავზე მჭიდროდ იდგამენ. სატაურას შუბლი გეომეტრიული სახეებითაა ნაკერი და მძივებით დახიდული. ამ სათაურაზე გათხოვილი ქალები მანდელს იხვევენ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხევსურები“-დან