ბოსნიის ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 9:
|შედეგი= [[დეიტონის შეთანხმება]].
ბოსნიის ფედერალიზაცია.
|ტერიტორია=
|მხარე1= [[ფაილი:Flag_of_Bosnia_and_Herzegovina_Flag of Bosnia and Herzegovina (1992-1998).svg|24px]] [[ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა]]

* [[ფაილი:Logo_of_the_Army_of_the_Republic_of_Bosnia_and_HerzegovinaLogo of the Army of the Republic of Bosnia and Herzegovina.svg|24px]] [[ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია]]

* [[ფაილი:Flag_of_JihadFlag of Jihad.svg|24px]] [[ელ-მუჯაჰიდი]]

* [[ფაილი:HOS_flagHOS flag.svg|24px]] [[ხორვატთა თავდაცვის ძალები]]
|მხარე2= [[ფაილი:Flag_of_CroatiaFlag of Croatia.svg|24px]] [[ხორვატია]]

* [[ფაილი:Seal_of_Armed_Forces_of_CroatiaSeal of Armed Forces of Croatia.png|20px]] [[ხორვატიის შეიარაღებული ძალები|ხორვატიის არმია]]

[[ფაილი:Flag_of_the_Croatian_Republic_of_HerzegFlag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg|24px]] [[ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა]]

* [[ფაილი:Flag of Croatian Defence Council.svg|24px]] [[ხორვატთა თავდაცვის ვეჩე]]
|მხარე3= [[ფაილი:Flag_of_Serbia_and_MontenegroFlag of Serbia and Montenegro.svg|24px]] [[სერბეთი და ჩერნოგორია|იფრ]]

* [[ფაილი:Logo_of_the_JNALogo of the JNA.svg|20px]] [[იუგოსლავიის სახალხო არმია]]

* [[ფაილი:SPP_SrbDobGardaSPP SrbDobGarda.jpg|20px]] [[სერბ მოხალისეთა გვარდია]]

* [[ფაილი:White_eaglesWhite eagles.svg|20px]] [[თეთრი არწივები]]

[[ფაილი:Flag_of_Republika_SrpskaFlag of Republika Srpska.svg|24px]] [[სერბთა_რესპუბლიკა_სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია_და_ჰერცეგოვინაბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკა]]

* [[ფაილი:Oznaka_pripadnosti_vojsci_Republike_SrpskeOznaka pripadnosti vojsci Republike Srpske.svg|24px]] [[სერბთა რესპუბლიკის არმია]]

[[ფაილი:Flag_of_the_Republic_of_Western_Bosnia_Flag of the Republic of Western Bosnia (1995).svg|24px]] [[დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია|დასავლეთ ბოსნია]]
|მეთაური1= [[ფაილი:Flag_of_Bosnia_and_Herzegovina_Flag of Bosnia and Herzegovina (1992-1998).svg|24px]] [[ალია იზეთბეგოვიჩი]]
[[ფაილი:Logo_of_the_Army_of_the_Republic_of_Bosnia_and_HerzegovinaLogo of the Army of the Republic of Bosnia and Herzegovina.svg|20px]] [[სეფერ ხალილოვიჩი]]
[[ფაილი:Logo_of_the_Army_of_the_Republic_of_Bosnia_and_HerzegovinaLogo of the Army of the Republic of Bosnia and Herzegovina.svg|20px]] [[რასიმ დელიჩი]]
[[ფაილი:Flag_of_JihadFlag of Jihad.svg|24px]] [[ანვარ შა'ბანი]]
[[ფაილი:Flag_of_JihadFlag of Jihad.svg|24px]] [[აბუ 'აბდულ–'აზიზი]]
[[ფაილი:Logo_of_the_Army_of_the_Republic_of_Bosnia_and_HerzegovinaLogo of the Army of the Republic of Bosnia and Herzegovina.svg|20px]] [[იოვან დივაკი]]
[[ფაილი:HOS_flagHOS flag.svg|24px]] [[ბლაჟ კრალევიჩი]]
|მეთაური2= [[ფაილი:Flag_of_CroatiaFlag of Croatia.svg|24px]] [[ფრანიო ტუჯმანი]]
[[ფაილი:Seal_of_Armed_Forces_of_CroatiaSeal of Armed Forces of Croatia.png|20px]] [[გოიკო შუშაკი]]
[[ფაილი:Flag_of_the_Croatian_Republic_of_HerzegFlag of the Croatian Republic of Herzeg-Bosnia.svg|24px]] [[მათე ბობანი]]
[[ფაილი:Flag of Croatian Defence Council.svg|24px]] [[მილივოი პეტკოვიჩი]]
[[ფაილი:Flag of Croatian Defence Council.svg|24px]] [[სლობოდან პრალაკი]]
|მეთაური3= [[ფაილი:Flag_of_Serbia_and_MontenegroFlag of Serbia and Montenegro.svg|24px]] [[სლობოდან მილოშევიჩი]]
[[ფაილი:Logo_of_the_JNALogo of the JNA.svg|20px]] [[ჟივოტა პანიჩი]]
[[ფაილი:SPP_SrbDobGardaSPP SrbDobGarda.jpg|20px]] [[ჟელკო რაჟნატოვიჩი]]
[[ფაილი:White_eaglesWhite eagles.svg|20px]] [[ვოისლავ შეშელი]]
[[ფაილი:Flag_of_Republika_SrpskaFlag of Republika Srpska.svg|24px]] [[რადოვან კარაჯიჩი]]
[[ფაილი:Oznaka_pripadnosti_vojsci_Republike_SrpskeOznaka pripadnosti vojsci Republike Srpske.svg|24px]] [[რადკო მლადიჩი]]
[[ფაილი:Flag_of_the_Republic_of_Western_Bosnia_Flag of the Republic of Western Bosnia (1995).svg|24px]] [[ფიქრეთ აბდიჩი]]
|ძალა1= 100–110 ათასი მებრძოლი
40 [[ტანკი]]
30 [[ჯავშანმანქანა]]<ref>http://books.google.ca/books?id=oFXdiS25N78C pp. 130 </ref>
|ძალა2= 50–60 ათასი მებრძოლი
75 ტანკი
200 ჯავშანმანქანა
200 [[ქვემეხი]]<ref>http://books.google.ge/books?id=FTw3lEqi2-oC pp. 450</ref>
|ძალა3= 50–80 ათასი მებრძოლი
300 ტანკი
400 ჯავშანმანქანა
800 ქვემეხი <ref>http://books.google.ca/books?id=Y7mwpWxqXIUC pp. 21</ref>
ხაზი 46:
პირველი მსოფლიო ომისა და ავსტრია–უნგრეთის დაშლის შემდეგ, მისი სამხრეთ სლავური მიწებიდან იქმნება [[სლოვენების, ხორვატების და სერბების სახელმწიფო]], რომელიც 1918 წლის [[1 დეკემბერი|1 დეკემბერს]] უერთდება სერბეთს და ქმნის სლოვენების, ხორვატებისა და სერბების სამეფოს. ბოსნიელი მუსლიმები ქმნიან იუგოსლავიის მუსლიმთა ორგანიზაციას ({{lang-bs|Jugoslovenska Muslimanska Organizacija}}), რომელიც იბრძვის ბოსნიის ავტონომიისთვის.

იუგოსლავიის ოკუპაციის შემდეგ ბოსნია [[ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო]]ს ნაწილი ხდება. [[უსტაშები]]ს რეჟიმის ანტი–სერბულ კამპანიას მოჰყვა სერბებს შორის ჩეტნიკური მოძრაობების გაჩენა, რომლებიც საპასუხოდ ყველა არასერბს სდევნიდნენ, მათ შორის ბოსნიელებსაც. ამ მიზეზის გამო მრავალი ბოსნიელი (რომლებსაც უსტაშები ხორვატ მუსლიმებად თვლიდნენ) უერთდება უსტაშების ფორმირებებს და მონაწილეობს სერბების დევნაში, თუმცა ბოსნიელთა სასულიერო წრეები უარყოფითად ეკიდებიან ამ საქმეს. [[1941]] წლის [[14 აგვისტო]]ს ბოსნიელ მუსლიმ სწავლულთა ორგანიზაცია "ალ–ჰიდაია" ({{lang-bs|El-Hidaje}}) იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც ისინი მოუწოდებენ მუსლიმებს არ მიიღონ მონაწილეობა სერბების, იუდეველებისა და ბოშების დევნასა და ხოცვაში. ამ გადაწყვეტილებას იღებენ მუსლიმთა სასულიერო საბჭოები ქალაქებში: [[პრიედორი]] ([[1941]] წლის [[23 სექტემბერი|23 სექტემბერს]]), [[სარაევო]] ([[1941]] წლის [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]]), [[მოსტარი]] ([[1941]] წლის [[21 ოქტომბერი|21 ოქტომბერს]]), [[ბანია-ლუკა|ბანია ლუკა]] ([[1941]] წლის [[12 ნოემბერი|12 ნოემბერს]]), [[ბიელინა]] ([[1941]] წლის [[2 დეკემბერი|2 დეკემბერს]]), [[ტუზლა]] ([[1941]] წლის [[11 დეკემბერი|11 დეკემბერს]]) და [[ზენიცა]] ([[1942]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]]).<ref>{{cite web|url=http://www.rijaset.ba/index.php?option=com_content&view=article&id=1190:ulema-u-odbrani-rivota-i-vjeka-&catid=206:za-rivot-i-vjeka&Itemid=148|title=Ulema u odbrani života i čovjeka|archiveurl=http://www.webcitation.org/62av7xorA|archivedate=2011–10–21}}</ref> მიუხედავად უსტაშების რეჟიმის მცდელობისა, ეიძულებინათ ამ გადაწყვეტილების მიმღებნი უარეყოთ ის და ამისთვის ორჯერ გაგზავნეს სპეციალური წარმომადგენლები (იოზო დუმანჯიჩი და მოგვიანებით ჯაფერ–ბეგ კულენოვიჩი, ხორვატიის მუსლიმი ვიცე–პრეზიდენტი), ბოსნიელებმა ეს გადაწყვეტილება არ უარყვეს.<ref>http://www.scribd.com/doc/47323922/Muhamed-Hadzijahic-Muslimanske-rezolucije-1941 pp. 241</ref>

[[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს მრავალი ბოსნიელი იბრძოდა კომუნისტი პარტიზანების მხარდამხარ, მათ შორის ჯემალ ბიედიჩი, ჰამდია პოზდერაცი, ბრანკო მიკულიჩი, რეუფ სელმანაღიჩი და სხვ. [[ტიტო]]ს კომუნისტური მმართველობის პერიოდში სწორედ მათ შემოიტანეს [[კულტურული მუსლიმი]]ს ცნება და [[1971]] წლის [[იუგოსლავიის კონსტიტუცია]]ში შემადგენელ ერებს შორის გაჩნდა [[მუსლიმი (ეროვნება)|მუსლიმი]]. იმჟამინდელი ბოსნიის პრეზიდენტის, ჰამდია პოზდერაცის თქმით: ''მათ უარი გვითხრეს ბოსნიელობაზე, მაგრამ შემოგვთავაზეს ვიყოთ მუსლიმები. ეს არ არის სწორი ტერმინი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.''

==იუგოსლავიის დაშლა==
ხაზი 53:
იუგოსლავიის დაშლის პროცესის დასაწყისში, როცა ნაციონალისტური ძალები გააქტიურდნენ და მოახერხეს არჩევნებში გამარჯვებაც, ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა – [[დემოკრატიული მოქმედების პარტია]] ({{lang-bs|Stranka demokratske akcije; SDA}}), რომელსაც ბოსნიელი ალია იზეთბეგოვიჩი ედგა სათავეში, [[სერბთა დემოკრატიული პარტია]] ({{lang-sr|Српска демократска Странка; СДС}}) რომლის ლიდერი იყო რადოვან კარაჯიჩი და [[ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება]] ({{lang-hr|Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH}}), სტეპან კლუიჩით სათავეში. სამივე მათგანი ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი სერბეთი იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, რასაც მხარს უჭერდა ხორვატიის პრეზიდენტი ტუჯმანიც.
მასსა და მილოშევიჩს შორის [[1991]] წლის [[25 მარტი|25 მარტს]] კარაჯორჯევოს ნაკრძალში მომხდარი შეხვედრის დროს ისინი შეთანხმდნენ იუგოსლავიის გაყოფაის გეგმაზე. ამ გეგმის თანახმად, სერბეთისა და ხორვატიის საზღვრები გადაიხედებოდა ეთნიკური საზღვრების გასწვრივ იმგვარად, რომ სერბებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები ხორვატიაში სერბეთის შემადგენლობაში შევიდოდა, ხოლო ხორვატია მიიღებდა ბოსნიას მდინარე [[ნერეტვა]]მდე, სადაც ძირითადად ხორვატები ცხოვრობდნენ. დანარჩენი ბოსნია სერბეთის კუთვნილება გახდებოდა. ზუსტი დეტალები უცნობია, რადგან ხრვოიე შარინიჩის, იმჟამად პრეზიდენტ ტუჯმანის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტები დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ განმარტოებით.<ref>http://www.icty.org/x/cases/slobodan_milosevic/trans/en/040122ED.htm</ref>

დაპირისპირება ხორვატებსა და სერბებს შორის მწვავდებოდა და მალე [[ომი ხორვატიის დამოუკიდებლობისათვის|ხორვატიის ომმა]] იფეთქა, რაც ბოსნიასაც გადაედო. [[1991]] წლის [[20 სექტემბერი|20 სექტემბერს]] [[იუგოსლავიის სახალხო არმია]]მ [[ვუკოვარი]]ს ფრონტზე დამატებითი ძალები გადაისროლა ჩრდილო–აღმოსავლეთ ბოსნიის გავლით. ადგილობრივმა ბოსნიელებმა და ხორვატებმა ბარიკადები აღმართეს და კოლონა, რომელიც 60 ტანკისგან შედგებოდა, შეაჩერეს. ძალის გამოყენებით კოლონამ მაინც შეძლო გავლა მეორე დღეს. ხუთი დღის შემდეგ არმიის არტილერიამ დაბომბა ხორვატული სოფელი რავნო აღმოსავლეთ ბოსნიაში, რომელიც აყოვნებდა [[დუბროვნიკი]]სკენ მიმავალ სამხედრო ნაწილებს.<ref>http://books.google.com/books?id=FTw3lEqi2-oC</ref>

[[1991]] წლის [[25 სექტემბერი|25 სექტემბერს]] [[გაეროს უშიშროების საბჭო]] იღებს 731–ე რეზოლუციას, რომელიც აწესებს იარაღის ემბარგოს [[იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა|იუგოსლავიის]] შემადგენელი რესპუბლიკების მიმართ. <ref>http://www.refworld.org/cgi-bin/texis/vtx/rwmain?docid=3b00f16f1c</ref>

[[1991]] ბოლოს სერბი დეპუტატები ტოვებენ ბოსნიის პარლამენტს და [[1992]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] აცხადებენ [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკას]]. მათი განცხადებით, ბოსნიელ სერბთა უმცირესობაში ყოფნა მეორე მსოფლიო ომის დროს უსტაშების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგი იყო, ხოლო ისინი ამგვარი გენოციდის გამეორებას არ დაუშვებდნენ.
სერბთა პოზიციის დასაძლევად იზეთბეგოვიჩმა ბოსნიაში დანიშნა საყოველთაო რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ. რეფერენდუმი [[1992]] წლის [[29 თებერვალი|29 თებერვალსა]] და [[1 მარტი|1 მარტს]] ჩატარდა. სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს, მაგრამ რეფერენდუმზე ბოსნიის მოსახლეობის 64% გამოცხადდა, მათმა 93%–მა კი ხმა მისცა ბოსნიის დამოუკიდებლობას.<ref>http://csce.gov/index.cfm?FuseAction=UserGroups.Home&ContentRecord_id=250&ContentType=G&ContentRecordType=G&UserGroup_id=5&Subaction=ByDate</ref>
[[1992]] წლის [[3 მარტს]] გამოცხადდა ბოსნიის დამოუკიდებლობა. იზეთბეგოვიჩმა მოითხოვა გაეროს ჯარების შეყვანა ქვეყანაში, რადგან მის ხელთ აღმოჩნდა მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული ტერიტორიული თავდაცვის ძალები, რომლებსაც იუგოსლავიაზე საგარეო აგრესიის დროს პარტიზანული ბრძოლა უნდა ეწარმოებინათ, ხოლო [[იუგოსლავიის სახალხო არმია|იუგოსლავიის სახალხო არმიის]] მთავარი შტაბი ბელგრადში იმყოფებოდა. მათ ბოსნიაში მყოფი სამხედრო ნაწილები ბოსნიელი სერბებით შეავსეს, ამგვარად ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკამ მიიღო სამხედრო უპირატესობა როგორც ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიასა და ტერიტორიული თავდაცვის ძალებზე, ასევე ხორვატთა ადგილობრივ ფორმირებებზე. იარაღის ემბარგო, რომელიც ბოსნიას დაუწესდა, რეალურად სწორედ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიას აზარალებდა, რადგან სერბები და ხორვატები ახერხებდნენ იარაღის შემოტანას თავისი მხარდამჭერი ქვეყნებიდან – სერბეთიდან და ხორვატიიდან.

ეთნიკური დაძაბულობა იმატებდა. [[1992]] წლის [[25 მარტი|25]]–[[26 მარტი|26 მარტს]] სიეკოვაცში, ხორვატიის საზღვართან მოკლეს 12 სერბი სამოქალაქო პირი, თუმცა მათი მიზანმიმართული დახოცვა არ დადასტურდა, თვითმხილველების (მათ შორის სერბების) განცხადებით, ისინი სროლაში მოყვნენ, ან იარაღს ატარებდნენ. <ref name="hw-1993">{{cite book| last = Nizich| first = Ivana| page = 45| title = War crimes in Bosnia-Hercegovina| year = 1993| isbn = 1-56432-083-9}}</ref>

[[1992]] წლის [[1 აპრილი|1 აპრილს]] [[სერბ მოხალისეთა გვარდია]]მ იუგოსლავიის არმიის დახმარებით დაიკავა ქალაქი ბიელინა სერბეთის საზღვართან, რომლის მცხოვრებთა 59% სერბები იყვნენ, 31% ბოსნიელები, ხოლო 10% სხვა ეროვნების. მოხალისეთა გვარდიის წევრებმა დაიწყეს არასერბებისა და იმ სერბების ხოცვა, რომლებსაც ისინი არასანდოდ მიიჩნევდნენ ან ცდილობდნენ არასერბების შეფარებას<ref>{{cite book | last = Weitz | first = Eric D. | year = 2003 | title = A Century of Genocide: Utopias of Race and Nation | publisher = Princeton University Press | location = Princeton | isbn = 978-0-691-00913-1 | url=http://books.google.com/books?id=af3gJaNj3ZEC&printsec=frontcover | ref = harv }}</ref>. მკვლელობები ორი დღე გრძელდებოდა, მოკლულთა ზუსტი რიცხვი უცნობია<ref name="hrw1">http://www.hrw.org/reports/2000/bosnia/BOSN005.pdf</ref>, თუმცა [[საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე|ჰააგის ტრიბუნალის]] მონაცემებით, უტყუარად დადგენილი იქნა 48 სამოქალაქო პირის მკვლელობა, მათ შორის 45 არასერბისა <ref>http://www.icty.org/x/cases/krajisnik/tjug/en/kra-jud060927e.pdf</ref>. ქალაქის [[მეჩეთი|მეჩეთებზე]] სერბული დროშები აღმართეს. [[3 აპრილი|3 აპრილს]] ბოსნიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია ბიელინას. მათ დასახვედრად ქალაქის ქუჩები გვამებისგან გაიწმინდა, თუმცა სერბ მოხალისეთა გვარდიის ლიდერმა, ჟელკო რაჟნატოვიჩმა ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს სერბ წევრს, ბილანა პლავშიჩს უარი უთხრა გაეყვანა თავისი მებრძოლები ბიელინიდან. რაჟნატოვიჩის თქმით, მისი მებრძოლები სერბ ერს ახალი [[იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკი|იასენოვაცისგან]] იცავდნენ. პლავშიჩმა მას "ნამდვილი სერბი, რომლისნაირებიც ბევრი გვჭირდება ... სერბი ერის გმირი." უწოდა, სახალხოდ გადაეხვია და აკოცა.<ref>http://news.bbc.co.uk/2/hi/1108604.stm</ref> სამთავრობო დელეგაციამ ქალაქი სრულად ვერ დაათვალიერა, ისინი წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით ატარეს ქალაქში, ხოლო მათი წასვლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა – არასერბებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე. ვინც თანხმდებოდა, საშუალებას აძლევდნენ ქალაქიდან გასულიყო. ქალაქის შვიდივე მეჩეთი დანაღმეს და ააფეთქეს.<ref name="hrw1" />

[[3 აპრილი]]დან [[11 აპრილი|11 აპრილამდე]] ბოსნიის ხორვატულ ქალაქ [[კუპრესი|კუპრესთან]] მიმდინარეობდა ბრძოლა ბოსნიელ ხორვატ მებრძოლებსა და იუგოსლავიის არმიას (ბოსნიელ სერბთა მხარდაჭერით) შორის. ბოსნიელ ხორვატებს სურდათ დახმარებოდნენ თავის თანამემამულეებს, რომლებიც [[სერბთა რესპუბლიკა კრაინა|კნინის კრაინაში]] სერბ სეპარატისტებს ებრძოდნენ და მოეხდინათ მათი ბლოკირება. ბრძოლა იუგოსლავიის არმიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბრძოლას ორივე მხრიდან 200–ზე მეტი ადამიანი შეეწირა.<ref>http://books.google.ge/books?id=FTw3lEqi2-oC pp. 382</ref>
==ომის დასაწყისი==
ომის პირველ მსხვერპლად სერბები [[1992]] წლის [[1 მარტი|1 მარტს]] სარაევოს ბაშჩარშიას უბანში სერბთა ქორწილზე თავდასხმისას მოკლულ ნეფის მამას, ნიკოლა გარდოვიჩს მიიჩნევენ<ref>http://books.google.ge/books?id=ACvJHam2_-oC pp. 291</ref>, ხოლო ბოსნიელები და ხორვატები სუადა დილბეროვიჩსა და ოლგა სუჩიჩს, სარაევოელ დემონსტრანტებს, რომლებიც [[1992]] წლის [[5 აპრილი]]ს სამშვიდობო დემონსტრაციაზე მოკლეს სერბმა სნაიპერებმა სერბთა დემოკრატიული პარტიის შტაბბინის (რომელიც დღევანდელ სასტუმრო Hotel Holiday Sarajevo–ის შენობაში მდებარეობდა) წინ.<ref>http://books.google.ge/books?id=ACvJHam2_-oC pp. 284</ref>

[[File:Karaman%27s_House's House.jpg|thumb|300px|ერთ–ერთი სახლი [[ფოჩა]]ში, სადაც სერბული ფორმირებები ტყვე ქალებს აუპატიურებდნენ]]
[[1992]] წლის [[6 აპრილი|6 აპრილს]] ბოსნიელმა სერბებმა, რომელთა ხელშიც აღმოჩნდა იუგოსლავიის სახალხო არმიის საჭურველი და საბრძოლო მასალა, დაიწყეს თანდათანობითი დაკავება იმ რეგიონების, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. ქალაქის ოკუპაციის შემდეგ ადგილობრივი არასერბი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბოსნიელების ბედი შემდეგნაირი იყო: სერბული არმია, პოლიცია, მოხალისეთა ფორმირებები და ადგილობრივი სერბებიც კი ძარცვავდნენ მათ, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ქონებაზე და დაეტოვებინას ის მხარე, უარის შემთხვევაში კლავდნენ ან გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ქალებსა და კაცებს აცალკევებდნენ, ქალები და გოგონები დატყვევებული იყვნენ საშინელ პირობებში ყოფილ სტადიონებზე, სამრეწველო შენობებში ან არმიის ბარაკებში, სადაც მათ ყველანაირად ამცირებდნენ, მათ შორის მრავალჯერ აუპატიურებდნენ. არსებობდა დატყვევების ადგილები, სადაც მსურველი სერბი ჯარისკაცი ან პოლიციელი მიდიოდა, არჩევდა გოგონებს და შემდეგ "თამაშობდა" მათთან.<ref>http://www.icty.org/x/cases/kunarac/acjug/en/kun-aj020612e.pdf</ref> <ref>http://www.icty.org/x/cases/stankovic/cis/en/cis_jankovic_stankovic_en.pdf</ref>

მიუხედავად დიდი მატერიალურ–ტექნიკური უპირატესობისა, სერბებმა სარაევოს აღება ვერ შეძლეს, ქალაქის ბრძოლებში მსუბუქად შეიარაღებულმა დამცველებმა შეძლეს ჯავშანტექნიკის შეკავება, რაშიც არა მხოლოდ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია, არამედ ადგილობრივი კრიმინალებიც მონაწილეობდნენ მაგ: იუკას მგლები ({{lang-bs|Jukini vukovi}}, კრიმინალურ ავტორიტეტ იუსუფ პრაზინას დაჯგუფება, რომელიც მოგვიანებით რესპუბლიკის მთავრობაზე განაწყენდა, ხორვატების მხარეს გადავიდა და ბოსნიელ ტყვეთა ბანაკებს ზედამხედველობდა)<ref>http://www.srpska-mreza.com/Bosnia/UN-SpecialForces.html</ref>, ასევე მუშან ტოპალოვიჩის, რამიზ დელალიჩის, ისმეთ ბაირამოვიჩის ბანდები. სერბებმა დაიკავეს სარაევოს გარშემო მაღლობები, სადაც განალაგეს არტილერია და ბომბავდნენ ქალაქს. [[სარაევოს ალყა]]მ ომის დასაწყისიდან დასასრულამდე გასტანა, ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, [[1996]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] სერბების მიერ კონტროლირებადი [[გრბავიცა]]ს უბნიდან ტრამვაის რეაქტიული ჭურვი ესროლეს, რამაც ერთი მგზავრის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 19 დაიჭრა.<ref>http://www.nytimes.com/1996/01/10/world/sarajevo-grenade-leaves-one-dead-and-19-wounded.html</ref>

===ეთნიკური წმენდები აღმოსავლეთ ბოსნიაში===
აღმოსავლეთ ბოსნია, სადაც ბოსნიელების დასახლებები ხელს უშლიდა ჰომოგენური დიდი სერბეთის ჩამოყალიბებას, ეთნიკური წმენდების პირველი მიზანი გახდა. ბოსნიელთა წმენდის კამპანია დაიწყო [[ვიშეგრადი_ვიშეგრადი (ბოსნია_და_ჰერცეგოვინაბოსნია და ჰერცეგოვინა)|ვიშეგრადი]]ს, [[ზვორნიკი]]ს, [[ფოჩა]]ს რაიონებში. დაშინების მიზნით კლავდნენ რამდენიმე ბოსნიელს, შემდეგ კი დანარჩენებს აიძულებდნენ ქონება დაეთმოთ, შემდეგ კი საპატიმრო და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ, სადაც მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა გრძელდებოდა. მოკლულთა რიცხვი ათასებს აღწევდა.<ref>http://www.nytimes.com/1996/03/25/world/from-one-serbian-militia-chief-a-trail-of-plunder-and-slaughter.html?pagewanted=all&src=pm</ref> <ref>http://edition.cnn.com/2010/WORLD/europe/08/12/bosnia.bodies.found/index.html?iref=allsearch</ref> იგივე ხდებოდა დასავლეთ ბოსნიაში, პრიედორის რაიონში,<ref>http://usatoday30.usatoday.com/news/nation/2008-01-18-3032725234_x.htm</ref> სადაც ფუნქციონირებდა საკონცენტრაციო ბანაკები, მათ შორის ომარსკასთან, <ref>http://www.theguardian.com/world/2001/nov/03/warcrimes.balkans</ref> ტერნოპოლესთან <ref>http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/4834938.stm</ref> და სხვა.

[[1992]] წლის ნოემბერში ბოსნიელებმა დაატყვევეს სერბთა რესპუბლიკის არმიის მოხალისე ბორისლავ ჰერაკი, სარაევოელი სერბი. მათ თვითონ აღიარა თავისი დანაშაულები ბოსნიელების წინააღმდეგ, რის შედეგადაც მას ბრალი წაუყენეს 32 მკვლელობასა და 16 გაუპატიურებაში. მისი აღიარების ვიდეოჩანაწერი, სათაურით "ურჩხულის აღსარება" ({{lang-bs|Ispovijest monstruma}}) გადაიცა ბოსნიის ტელევიზიით. ჰერაკის შემთხვევა იყო პირველი, როდესაც ბოსნიაში სამხედრო დანაშაულის ბრალი იქნა წაყენებული.<ref>http://www.nytimes.com/1992/11/27/world/a-killer-s-tale-a-special-report-a-serbian-fighter-s-path-of-brutality.html</ref>
===ბოსნიელებისა და ხორვატების დაპირისპირება===
ხორვატები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – როგორც ხორვატიაში, ისე ბოსნიაში სერბები მათ სჯაბნიდნენ როგორც ცოცხალი ძალით, ისე შეიარაღების რიცხოვნებითა და ხარისხით. ამიტომ მათმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კარაჯორჯევოს შეთანხმების თანახმად ემოქმედათ. უპირველეს ყოვლისა, ხორვატიის მთავრობის ზეწოლის ქვეშ ხორვატთა დემოკრატიული გაერთიანების ლიდერობიდან გადააყენეს სტეპან კლუიჩი და მის ნაცვლად აირჩიეს მათე ბობანი. [[1992]] წლის [[6 მაისი|6 მაისს]] სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი რადოვან კარაჯიჩი და ბობანი ხვდებიან ერთმანეთს [[გრაცი|გრაცში]], სადაც თანხმდებიან გაიყონ ბოსნია და ჰერცეგოვინა. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.<ref>http://tech.mit.edu/V112/N26/yugoslavia.26w.html</ref> შეხვედრაზე ბობანმა განაცხადა: სერბები ჩვენი ძმები არიან [[ქრისტე]]ში, ხოლო მუსლიმები კი – არაფერი! გარდა იმისა რომ ასწლეულების განმავლობაში აუპატიურებდნენ ჩვენს დედებსა და დებს! კარაჯიჩმა კვერი დაუკრა მას და განაცხადა: ხორვატებსა და სერბებს გასაყოფი არაფერი აქვთ, 1918 წლამდე ჩვენ არასდროს გვქონია კონფლიქტი. როდესაც ჩვენი ტერიტორიების გამიჯვნა მოხდება, ჩვენ აღარასდროს გვექნება კონფლიქტი. <ref>https://books.google.ge/books?id=wXooH0vZVd4C pp. 45</ref>

შეთანხმებამ ორად გაყო ბოსნიის ხორვატები – ნაწილი მხარს უჭერდა ბოსნიის ერთობას, ხოლო ნაწილი ემხრობოდა გრაცის შეთანხმებას. ბოსნიის ერთობის მომხრეთა ლიდერები: ბლაჟ კრალევიჩი, სტეპან კლუიჩი, ტომისლავ დრეტარი ბობანმა მიზანში ამოიღო. [[1992]] წლის [[9 აგვისტო]]ს მისმა მომხრეებმა მოლაპარაკების საფარქვეშ მოიწვიეს ბლაჟ კრალევიჩი და გზაში მოკლეს, მისი ორგანიზაცია ხორვატთა თავდაცვის ძალები დაიშალა, მისი მეომრების ნაწილი ბოსნიის არმიას შეუერთდა, ნაწილი კი – ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს<ref>http://www.hsp1861.hr/vijesti/201129erra.htm</ref>. დრეტარი რამდენიმე მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და შეუერთდა ბოსნიელების ბიჰაჩის გარნიზონს. კლუიჩი სარაევოში იმყოფებოდა და მასზე თავდასხმის ორგანიზება ბობანის ხალხმა ვერ მოახერხა. <ref>{{cite book |last1=Klip |first1=André |authorlink1= |last2=Sluiter |first2=Göran |authorlink2= |title=Annotated leading cases of international criminal tribunals |year=2001 |publisher=Hart Publishing |location= |isbn=90-5095-375-1 |page=348}}</ref>

ხორვატები თანდატანობით გადავიდნენ იგივე ტაქტიკაზე, რაზეც სერბები. [[1992]] წლის ოქტომბერში ხორვატები თავს დაესხნენ ქალაქ [[პროზორი|პროზორს]], გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და აიძულეს ბოსნიელები დაეტოვებინათ იგი.
===ოპერაცია ვრბას '92===
ხაზი 77:
[[1993]] წლის [[7 იანვარი|7 იანვარს]] ალყაში მოქცეულ ქალაქ [[სრებრენიცა|სრებრენიცის]] გარნიზონის ნაწილებმა [[ნასერ ორიჩი]]ს მეთაურობით იერიში მიიტანეს სერბულ სოფლებზე კრავიცაზე, იეჟესტიჩზე და შილკოვიჩიზე, ალყის გარღვევისა რესპუბლიკის არმიის ნაწილებამდე გზის გახსნის მიზნით. თავდასხმისას დაიღუპა 45 სერბი. ჰააგის ტრიბუნალის და [[Human Rights Watch]] მტკიცებით, მოკლულთა შორის 35 სამხედრო და 10 სამოქალაქო პირი იქნა იდენტიფიცირებული.<ref>http://www.hrw.org/en/news/2006/07/11/orics-two-years</ref> სერბების მტკიცებით 49 მოკლულიდან ყველა სამოქალაქო პირი იყო, რომლებიც [[შობა|სადღესასწაულო წირვიდან]] ბრუნდებოდნენ.<ref>http://www.b92.net/info/vesti/index.php?yyyy=2013&mm=01&dd=06&nav_category=64&nav_id=675116</ref>
===ჰაკია ტურაილიჩის მკვლელობა===
[[1993]] წლის [[8 იანვარი|8 იანვარს]] სერბთა რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცებმა სარაევოს აეროპორტთან მოკლეს ჰაკია ტურაილიჩი, ბოსნიის პრემიერ–მინისტრის მოადგილე. ტურაილიჩი აეროპორტში [[თურქეთი|თურქულ]] ჰუმანიტარულ ტვირთს უნდა დახვედროდა, ხოლო აეროპორტამდე გადაადგილების უსაფრთხოებას გაეროს სამშვიდობოები უზრუნველყოფდნენ. გაეროს კოლონა სერბებმა შეაჩერეს, საათნახევრიანი საუბრის შემდეგ ფრანგმა მშვიდობისმყოფელებმა სერბებს გაუღეს ჯავშანმანქანის კარები. ერთ–ერთმა სერბმა მაშინვე ავტომატით მოკლა ტურაილიჩი, რომელსაც 7 ტყვია მოხვდა. ფრანგებმა თავდამსხმელებს ცეცხლი არ გაუხსნეს, არც რაიმე ზომები მიუღიათ მკვლელის დასაკავებლად. ხოლო სროლის ადგილას მისულ ბრიტანელებს სთხოვეს უკან დაბრუნებულიყვნენ. <ref name="google2">{{cite book|title="Complicity with Evil": The United Nations in the Age of Modern Genocide|author=LeBor, A.|date=2006|publisher=Yale University Press|isbn=9780300111712|url=http://books.google.co.uk/books?id=fySibOaurVsC}}</ref>
===ლაშვას ხეობა===
[[File:Vitez_massacreVitez massacre.jpg|thumb|300px|ვიტეზში ხორვატების მიერ მოკლულ ბოსნიელთა დასაფლავება]]
ცენტრალურ ბოსნიაში ხორვატებმა სცადეს [[ნოვი ტრავნიკი]]სა და [[გორნი ვაკუფი]]ს აღება, თუმცა ბოსნიელთა წინააღმდეგობის დაძლევა ვერ შეძლეს. ეს ორივე ქალაქი მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რადგან [[ჰერცეგ–ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა|მათი სეპარატისტული წარმონაქმნის]] ორ ძირითად ნაწილს – ლაშვის ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის მდებარეობდა.

[[1993]] [[10 იანვარი|10 იანვარს]] ხორვატთა ძალების ადგილობრივმა ლიდერმა, ლუკა შეკერიამ მოითხოვა პოლკოვნიკ ტიხომირ ბლაშკიჩისა და ჰერცეგ–ბოსნიის პრემიერ–მინისტრ დარიო კორდიჩისგან [[ნაღმმტყორცნი]]ს ჭურვები, ხოლო მეორე დღეს ხორვატები შეეცადნენ ბოსნიის რესპუბლიკის არმიის შტაბის აფეთქებას გორნი ვაკუფში. წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქალაქში ატყდა სროლები, ხოლო ღამით ქალაქი ხორვატთა არტილერიამ და ნაღმმტყორცნებმა დაბომბეს. <ref name="kor_cer">http://www.icty.org/x/cases/kordic_cerkez/tjug/en/kor-tj010226e.pdf</ref>
ხორვატების განცხადებით, გორნი ვაკუფში თავს აფარებდნენ [[ელ–მუჯაჰიდი]]ს რაზმის მეომრები, მაგრამ გაეროს სამშვიდობო ძალების ბრიტანულმა ბატალიონმა, რომელიც გორნი ვაკუფში იყო განლაგებული, უარყო იქ მუჯაჰიდების ყოფნა. ხორვატებმა ბოსნიის არმიას მოსთხოვეს იარაღის დაყრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქის მიწასთან გასწორებით დაიმუქრნენ. ბოსნიის არმიამ მოთხოვნა უარყო და ხორვატებმა საარტილერიო დაბომბვის შემდეგ რამდენჯერმერამდენიმეჯერ სცადეს ქალაქი აღება, მაგრამ წარუმატებლად. მათ დაიკავეს გორნი ვაკუფის გარშემო მყოფი ბოსნიელების სოფლები – ბისტრიცა, უზრიჩე, დუშა, ჟდრიმცი, ჰრასნიცა. ამ სოფლებში მათ დახოცეს ბოსნიელები, გადარჩენილები ზოგი დაატყვევეს და ტყვეთა ბანაკებში გადაიყვანეს, ზოგი კი აიძულეს დაეტოვებინათ საცხოვრებლები.<ref name="kor_cer" />
[[1993]] წლის [[13 აპრილი|13 აპრილს]] ელ–მუჯაჰიდის მეომრებმა, რომლებიც ზენიცასთან ახლოს იყვნენ განლაგებული, ტყვეებში გადაცვლის მიზნით მოიტაცეს რამდენიმე ხორვატი ოფიცერი – თავდაცვის ვეჩეს ბრიგადის მეთაურის მოადგილე სამ თანხმლებ ოფიცერთან ერთად, ხოლო [[15 აპრილი|15 აპრილს]] ვეჩეს სამხედრო პოლიციის უფროსი ჟივკო ტოტიჩი.<ref name="totic">http://www.sense-agency.com/icty/a-professional-kidnapping.29.html?news_id=8456</ref>

[[file:Bombed_mosque_in_AhmiciBombed mosque in Ahmici.jpg|thumb|left|200px|აჰმიჩის მეჩეთი აფეთქების შემდეგ.]]
ხორვატებმა შეტევა განაახლეს, დაიკავეს მდინარე ლაშვას ხეობაში მდებარე ბოსნიელთა სოფლები და ქალაქები: [[ბუსოვაჩა]], აჰმიჩი, კრუშჩიცა, ლონჩარი, მერდანი, პუტიში და სხვები. წმენდის მეთოდიკა სერბების ანალოგიური იყო – დასახლების დაკავების შემდეგ რამდენიმე ბოსნიელს კლავდნენ, დანარჩენებს კი აძევებდნენ და ატყვევებდნენ,<ref>{{Wayback|http://www.haverford.edu/relg/sells/indictments/kordic1.html|ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part I|date=20090109205109}}</ref> <ref>{{Wayback|http://www.haverford.edu/relg/sells/indictments/Kordic2.html|ICTY: Initial indictment for the ethnic cleansing of the Lasva Valley area - Part II|date=20090225200519}}</ref> დატყვევებულები გადაჰყავდათ ჯერ ადგილობრივ ბანაკებში კაონიკთან და ვიტეზთან, შემდეგ კი დიდ ბანაკებში ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე, როგორებიც იყო ჰელიოდრომი, დრეტელი, ჩელებიჩი, გაბელა და სხვა. მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა აქაც ხდებოდა, თუმცა უფრო მცირე მასშტაბებში. ხეობის წმენდის კულმინაცია იყო აჰმიჩის ხოცვა–ჟლეტა [[1993]] წლის [[16 აპრილი|16 აპრილს]]. აჰმიჩის 1178 მცხოვრებიდან 509 იყო ბოსნიელი, 592 ხორვატი, 30 სერბი და 47 სხვა ეროვნების. [[16 აპრილი|16 აპრილს]] გამთენიისას ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ იერიში მიიტანა სოფელზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და მომზადებული, რადგან ხორვატი ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია ბრძოლის დაწყებამდე მოხდა. სოფლის აღების შემდეგ მოკლეს 120 ბოსნიელი, მათ შორის 32 ქალი და 11 ბავშვი. <ref name="kor_cer" /> ხორვატებმა გადაწვეს ბოსნიელთა სახლები და ააფეთქეს მეჩეთი<ref name="blas">http://www.icty.org/x/cases/blaskic/acjug/en/bla-aj040729e.pdf</ref> დარიო კორდიჩმა უარყო აჰმიჩის ხოცვაში მისი ჯარისკაცების მონაწილეობა და განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცები კარგი ქრისტიანები იყვნენ და ამგვარ რამეს არ იკადრებდნენ.<ref>https://books.google.ge/books?id=NlRD4yaHrEYC pp. 396</ref> თუმცა მოგვიანებით ხორვატიის პრეზიდენტმა [[სტიპე მესიჩი|სტეპან მესიჩმა]] ჰააგის ტრიბუნალს გადასცა ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მის წინამორბედს, ფრანიო ტუჯმანს, სურდა მოეწყო აჰმიჩის მსგავსი შეტევა, რომელსაც ლაშვას ხეობის ბოსნიელებში შიში უნდა დაეთესა და ეიძულებინა ისინი დაეტოვებინათ ლაშვას ხეობა, ხოლო მოგვიანებით იგი მონაწილეობდა ამ და სხვა დანაშაულების მიჩქმალვაში.<ref>http://www.independent.co.uk/news/world/europe/secret-recordings-link-dead-dictator-to-bosnia-crimes-635184.html</ref> <ref>http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/bosnia/1343702/Tudjman-tapes-reveal-plans-to-divide-Bosnia-and-hide-war-crimes.html</ref>

===ჰერცეგოვინა===
იგივე პერიოდში ხორვატიის თავდაცვის ვეჩე სამხრეთიდან აქტიურად უტევდა იაბლანიცას, რომელიც ასევე დიდი ბოსნიური ქალაქი იყო ლაშვას ხეობასა და ჰერცეგოვინას შორის. არტილერიის დახმარებით მათ მოახერხეს დაეკავებინათ სოფლები სოვიცი და დოლიანი, თუმცა თავად იაბლანიცაზე შეტევა ვეღარ მოახერხეს.
===გაეროს უსაფრთხო ზონები===
[[1993]] წლის [[6 მაისი|6 მაისს]] გაერომ მიიღო რეზოლუცია 836, რომლის თანახმადაც განისაზღვრა უსაფრთხო ზონები ბოსნიაში. ასეთ ზონებად განისაზღვრა ტერიტორია ქალაქების – სარაევოს, [[სრებრენიცა]]ს, [[გორაჟდე]]ს, [[ჟეპა]]ს, [[ტუზლა]]სა და [[ბიჰაჩი]]ს გარშემო. <ref>http://www.refworld.org/cgi-bin/texis/vtx/rwmain?docid=3b00f15330</ref> აქ შეფარებულ ლტოლვილთა დასაცავად გაეროს სამშვიდობო ძალებს შეიარაღებული მეთოდების გამოყენების ნება დაერთოთ [[1993]] წლის [[6 ივნისი|6 ივნისს]].
===მოსტარი===
[[1993]] წლის [[9 მაისი|9 მაისს]] ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ ალყაში მოაქცია მოსტარის აღმოსავლეთ უბანი, სადაც ბოსნიური უმრავლესობა ცხოვრობდა. დაიწყო ქალაქის ამ ნაწილის დაბომბვა არტილერიით. მოსტარისკენ მიმავალი ყველა გზა გადაიკეტა ვეჩეს ძალების მიერ, გაეროს სამშვიდობო ძალებს აეკრძალათ მოსტარში შესვლა. ხორვატებმა მოსტარის რადიოს საშუალებით გამოაცხადეს, რომ ყოველ ბოსნიელს სახლზე თეთრი დროშა გამოეფინა დანებების ნიშნად.<ref>http://www.icty.org/x/cases/naletilic_martinovic/cis/en/cis_naletilic_martinovic_en.pdf</ref>

[[ფაილი:Stari_Most_temporary_cable_bridge_1997Stari Most temporary cable bridge 1997.jpg|thumb|200px|ბოგირი ხორვატების მიერ [[მოსტარის ხიდი|დანგრეული ხიდის]] ადგილას]]
დასავლეთ მოსტარიდან ბოსნიელები აღმოსავლეთ მოსტარში განდევნეს, რასაც თან ახლდა ძალადობა, გაუპატიურებები, მკვლელობები, დაშინება და ა.შ. <ref>http://www.icty.org/x/cases/prlic/cis/en/cis_prlic_al_en.pdf</ref> მოსტარის ალყამ 9 თვე გასტანა, ხორვატთა საარტილერიო ცეცხლმა შეიწირა აღმოსავლეთ მოსტარის შენობების უმრავლესობა, ხოლო [[1993]] წლის [[9 ნოემბერი|9 ნოემბერს]] ხორვატებმა გაანადგურეს [[მოსტარის ხიდი|მოსტარის ძველი ხიდი]], რომელიც მოსტარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებდა (დანარჩენი სამი ხიდი – ცარინსკის, ტიტოვისა და ლუცკის ხიდები [[იუგოსლავიის სახალხო არმია]]მ დაანგრია).<ref name=Coward>{{cite book|url=http://books.google.co.uk/books?id=vVvzcTqH5iMC|title=Urbicide: The Politics of Urban Destruction|first=Martin|last=Coward|year=2009|location=London|publisher=Routledge|pages=1–7|isbn=0-415-46131-6}}</ref> ძველი ხიდის ნაცვლად ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ მოსტარს ბოგირი აკავშირებდა, 2004 წელს კი ხიდი პირვანდელი სახით აღადგინეს.
===ნერეტვა '93===
[[1993]] სექტემბერში ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა მოსტარის ალყის მოხსნის მიზნით, რომელსაც ნერეტვა '93 ეწოდა (მდინარე ნერეტვას მიხედვით, რომელზეც მდებარეობს მოსტარი). გეგმის მიხედვით, ბოსნიის არმიას იაბლანიციდან უნდა მიეღწია მოსტარამდე და გაერღვია ხორვატების ალყა. შეტევისთვის სარაევოდან იაბლანიცაში გადაისროლეს რესპუბლიკის არმიის მეათე კორპუსი, რომელიც მოხალისეებისგან შედგებოდა, რომელთა საკმაო ნაწილს კრიმინალები შეადგენდნენ. შეტევა წარმატებით დაიწყო, მაგრამ [[1993]] წლის [[9 სექტემბერი|9 სექტემბერს]] ცნობილი გახდა, რომ მეათე კორპუსის წევრებმა ხორვატულ სოფელ გრაბოვიცაში დახვრიტეს 35 ხორვატი, რომელთაგან 13 იდენტიფიცირება მოხერხდა – სამოქალაქო პირები და სამხედრო ტყვეები.<ref>http://books.google.ca/books?id=a7cOQ9Nch2AC</ref> სეფერ ხალილოვიჩმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ოპერაციას, გასცა განკარგულება ოპერაცია შეწყვეტილიყო, ხოლო მეათე კორპუსი სარაევოში დაებრუნებინათ. <ref>http://www.icty.org/x/cases/halilovic/cis/en/cis_halilovic.pdf</ref> ომის შემდეგ გამოძიების შედეგად 3 დამნაშავეს, ვისი ბრალიც ამ მკვლელობაში დამტკიცდა – ნიჰად ვლახოვლიაკს, საიდ კარაგიჩს და ჰარის რაიკიჩს 13–13 წლით პატიმრობა მიესაჯათ.<ref>http://www.klix.ba/vijesti/bih/vlahovljak-rajkic-i-karagic-osudjeni-na-po-13-godina-zatvora-za-zlocine-u-grabovici/070808035</ref>
მიუხედავად ცენტრალურ ბოსნიაში რესპუბლიკის არმიასა და ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს შეიარაღებული კონფლიქტისა, ვეჩეს ის ნაწილები, რომლებიც ტომისლავ დრეტარის მეთაურობით ბიჰაჩის ალყაში იმყოფებოდნენ, ბოსნიელებთან ერთად ებრძოდნენ სერბთა რესპუბლიკის არმიას. იგივე მდგომარეობა იყო ბოსანსკა პოსავინაში.
==1994==
სერბთა მიერ თავისი კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ბოსნიელებისა და ხორვატების გაძევება გრძელდება, ხორვატია, რომელშიც უკვე ნახევარ მილიონამდე ლტოლვილია, [[1994]] წლის ზაფხულში იძულებული ხდება უარი თქვას ახალ ლტოლვილთა მიღებაზე.<ref>http://articles.baltimoresun.com/1994-06-21/news/1994172015_1_croatia-bosnian-serbs-refugees</ref>
===მარკალეს ბაზრის დაბომბვა===
[[1994]] წლის [[5 თებერვალი|5 თებერვალს]] სერბთა რესპუბლიკის არმიამ, რომელიც სარაევოს გარშემო ტერიტორიებს აკონტროლებდა, სარაევოს დაბომბვის (რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო [[1992]] აპრილიდან) დროს გამოიყენა 120 მმ ნაღმმტყორცნი. ნაღმმტყორცნის ჭურვი მარკალეს ბაზარს დაეცა, რომელიც სარაევოს ცენტრში მდებარეობდა. 68 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 144 დაიჭრა. <ref name="galic">http://www.icty.org/x/cases/galic/acjug/en/gal-acjud061130.pdf</ref> <ref name="drag">http://www.icty.org/x/cases/dragomir_milosevic/acjug/en/091112.pdf</ref> [[6 თებერვალი|6 თებერვალს]] [[გაერო]]ს [[გაეროს სამდივნო|გენერალურმა მდივანმა]], [[ბუტროს ბუტროს-გალი|ბუტრუს ბუტრუს ღალიმ]] [[ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია|ნატოს]] გაუგზავნა თხოვნა, რომ მომავალში გაეროს სამშვიდობო ძალების მოთხოვნები საჰაერო დარტყმების შესახებ მყისიერად დაკმაყოფილებულიყო.<ref name="Bethlehem1997pliii">{{cite book|title=The 'Yugoslav' Crisis in International Law|last1=Bethlehem|first1=Daniel L.|last2=Weller|first2=Marc|year=1997|page=liii|series=Cambridge International Documents Series|volume=5|publisher=Cambridge University Press|isbn=978-0-521-46304-1|url=http://books.google.com/books?id=7SczBzxA6-IC&pg=PR53|ref=harv}}</ref> [[9 თებერვალი|9 თებერვალს]] ნატომ დაავალა სამხრეთ მიმართულების მეთაურს ემოქმედა გაეროს მითითებების შესაბამისად და მყისიერად განეხორციელებინა საჰაერო დარტყმები.<ref>{{cite book|title=American national biography|first=Mark Christopher|last=Carnes|page=29|volume=29|publisher=Oxford University Press|year=2005|url=http://books.google.com/books?id=wZczV8ZxgL4C&pg=PA29|isbn=978-0-19-522202-9}}</ref> ნატოს ქვეყნებიდან მხოლოდ საბერძნეთმა არ დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას. ნატომ ასევე იმავე დღეს წაუყენა ულტიმატუმი სერბთა რესპუბლიკის არმიას მძიმე შეიარაღება გაეტანა სარაევოს გარშემო სიმაღლეებიდან [[21 თებერვალი|21 თებერვლამდე]], წინააღმდეგ შემთხვევაში საჰაერო დარტყმებით დაემუქრა. [[17 თებერვალი|17 თებერვალს]] სერბებმა დაიწყეს მძიმე შეიარაღების მოხსნა სარაევოს ალყიდან. <ref name="Bethlehem1997pliii" />
===ვაშინგტონის შეთანხმება===
[[1994]] წლის [[18 მარტი|18 მარტს]] [[ვაშინგტონი|ვაშინგტონსა]] და [[ვენა]]ში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ–ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის. შეთანხმებას ხელს აწერდნენ [[ჰარის სილაიჯიჩი]] ბოსნიის რესპუბლიკის მხრივ, [[კრეშიმირ ზუბაკი]] ჰერცეგ–ბოსნიის მხრივ და [[მათე გრანიჩი]] ხორვატიის მხრივ. ეს შეთანხმება ასრულებდა ომს ბოსნიის ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის, ქმნიდა ფედერაციას, რომელიც ათ კანტონად იყო დაყოფილი. ჰერცეგ–ბოსნია, რომელიც არაღიარებულ წარმონაქმნს წარმოადგენდა, ნებაყოფლობით შედიოდა ბოსნიის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ამ შეთანხმებამ დაასრულა ხორვატებსა და ბოსნიელებს შორის ომი სამხრეთ ბოსნიაში.<ref>http://www.usip.org/sites/default/files/file/resources/collections/peace_agreements/washagree_03011994.pdf</ref>
===ნატოს ჩარევა===
ნატო პირველად ჩაერია კონფლიქტში [[1994]] წლის [[28 თებერვალი|28 თებერვალს]], როდესაც მისმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს სერბული თვითმფინავები, რომლებმაც დაარღვიეს ბოსნიის არასაფრენი ზონა და ბომბავდნენ ნოვი ტრავნიკს.<ref>http://www.krajinaforce.com/kforce/knjige/hronika_rsk.html</ref>

[[1994]] წლის [[20 მარტი|20 მარტს]] გაეროს კოლონა შევიდა [[მაგლაი]]ში, რომელიც [[1993]] წლის [[მაისი]]დან სერბების არმიის ალყაში იმყოფებოდა და ჰაერიდან მარაგდებოდა. [[11 აპრილი|11 აპრილს]] ნატოს საჰაერო დარტყმა განხორციელდა გორაჟდეს უსაფრთხო ზონის დასაცავად, რომელსაც სერბთა რესპუბლიკის არმია უტევდა. საჰაერო დარტყმისას განადგურდა სერბთა საველე შტაბი, რასაც მოჰყვა 150 გაეროს მშვიდობისმყოფელის დატყვევება სერბების მიერ, რომლებიც დაიმუქრნენ მათი მოკვლით, თუ მათ არმიაზე გორაჟდეს გარშემო საჰაერო დარტყმები არ შეწყდებოდა. [[16 აპრილი|16 აპრილს]] სერბებმა ჩამოაგდეს [[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანული]] თვითმფრინავი [[Sea Harrier]]. <ref name="Bethlehem1997pliii" />

[[29 აპრილი|29 აპრილს]] [[გაერო]]ს ძალების [[დანია|დანიის]] სამშვიდობო ბატალიონმა [[ტუზლა]]სთან მდებარე სოფელ კალესიასთან მდებარე [[შვედეთი|შვედური]] სათვალთვალო პუნქტის დახმარება სცადა, რომელიც სერბული არტილერიის ცეცხლქვეშ იმყოფებოდა. გზაში სერბებმა დანიელებს ჩასაფრება მოუწყვეს, მაგრამ საპასუხო ცეცხლის შემდეგ დაიფანტნენ. დაიღუპა 9 სერბი, თუმცა ზოგიერთი წყარო დაღუპულთა რაოდენობად 150–ს ასახელებს.<ref>http://milhist.dk/slaget/operation-bollebank/</ref>
===ოპერაცია ვეფხვი 94===
[[1994]] წლის [[2 ივნისი|2 ივნისს]] დასავლეთ ბოსნიაში რესპუბლიკის არმიამ წამოიწყო შეტევა სეპარატისტ [[ფიქრეთ აბდიჩი]]ს პოზიციაზე. აბდიჩი 1992 წლიდან გამოეყო დემოკრატიული მოქმედების პარტიას, როდესაც მის ნაცვლად იზეთბეგოვიჩმა ვიცე–პრეზიდენტად [[ეიუბ ღანიჩი]] დანიშნა. იგი წავიდა მშობლიურ [[ველიკა კლადუშა]]ში, სადაც სერბებისა და ხორვატების დახმარებით შეძლო თავისი ხელისუფლების დამყარება. თავის კონტროლირებად ტერიტორიას [[დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია]] უწოდა. ხორვატებსა და სერბებს აწყობდათ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ცენტრალური მმართველობის შესუსტება დასავლეთ ბოსნიაში, ამიტომ ისინი აბდიჩს დაუზავდნენ ([[1993]] წლის [[14 სექტემბერი|14 სექტემბერს]] ხორვატები და [[22 ოქტომბერი|22 ოქტომბერს]] სერბები). დაზავების შემდეგ [[აგროკომერცი|აგროკომერცს]] (თავად აბდიჩი [[იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა|იუგოსლავიის]] დაშლამდე ამ კომპანიის დირექტორი იყო, რომელიც უბრალო აგროკომპანიიდან თანამედროვე საკვებისა და მსუბუქი მრეწველობის კორპორაციად აქცია)თავისუფალი ვაჭრობის ნებას აძლევდნენ როგორც ხორვატები, ასევე სერბები, რის შედეგადაც ამ კომპანიას აბდიჩის მინი–სახელმწიფოსთვის საკმარისი დოვლათის მოტანა შეეძლო. <ref>http://www.aimpress.ch/dyn/trae/archive/data/200108/10807-001-trae-sar.htm</ref>

გარდა აბდიჩისა, დასავლეთ ბოსნიაში იყო ბოსნიის რესპუბლიკის არმიის მეხუთე კორპუსი [[ატიფ დუდაკოვიჩი]]ს ხელმძღვანელობით. თუმცა ისინი სრულიად გარშემორტყმული იყვნენ [[სერბთა_რესპუბლიკა_სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია_და_ჰერცეგოვინაბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკის]], [[სერბთა რესპუბლიკა კრაინა|სერბული კრაინისა]] და მათი მოკავშირე აბდიჩის ძალებით, 1994 წლის ზაფხულისთვის დუდაკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო აბდიჩის მოშორებისა.

ოპერაცია გარდამავალი წარმატებით მიმდინარეობდა, რადგან აბდიჩი შეუფერხებლად იღებდა იარაღსა და საბრძოლო მასალას სერბებისგან, ხოლო რესპუბლიკის არმია ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაში იყო. აბდიჩის მომხრეებმა მეხუთე კორპუსი ქალაქ პეჩიგრადთან შეაჩერეს.

აბდიჩის ძალების განადგურების გეგმა შეიმუშავეს დუდაკოვიჩმა და ჰამდია აბდიჩმა, მეხუთე კორპუსში შემავალი 502–ე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა. ჰამდია აბდიჩი საიდუმლოდ წარსდგა ფიქრეთ აბდიჩთან და უთხრა, რომ იგი იმედგაცრუებული იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელობით, ის და მისი ბრიგადა შიმშილობდნენ, გამარჯვების იმედი კი არ ჩანდა. ჰამდიას თქმით, მასაც სურდა თავისი მოგვარის მსგავსად, კარგად ეცხოვრა. ფიქრეთი ეჭვობდა, მაგრამ დაუჯერა ჰამდოს და გადასცა ფული იარაღისთვის, რომლითაც მას დუდაკოვიჩის წინააღმდეგ ბიჰაჩში ამბოხება უნდა დაეწყო, ხოლო ამბოხების დაწყებისთანავე თავისი არმიით დახმარებას დაჰპირდა. [[7 ივლისი|7 ივლისს]] ჰამდო ბიჰაჩში დაბრუნდა და დუდაკოვიჩს ყველაფერი შეატყობინა. დუდაკოვიჩმა ყველა გაეროს წარმომადგენელი და დამკვირვებელი ბაზაზე გამოკეტა, ვითომდა მათივე უსაფრთხოების მიზეზით. მეხუთე კორპუსის მეომრებს კი უბრძანა, ჰაერში სროლა დაეწყოთ და წინასწარ მომზადებული საბურავები დაეწვათ, რაც ამბოხების იმიტაციას შექმნიდა. აბდიჩი და მისი სერბი მხარდამჭერები, რომლებმაც დაინახეს კვამლის ბოლქვები და გაიგეს სროლა, უსმენდნენ გაეროს წარმომადგენლების ხმას, რომლებიც რადიოთი ითხოვდნენ გაყვანას, ასევე გადმოსცემდნენ რომ ესმოდათ ბრძოლების ხმა მაგრამ გამოკვლევის საშუალება არ ჰქონდათ, დარწმუნდნენ რომ დუდაკოვიჩის წინააღმდეგ მართლაც დაიწყო ამბოხება. ფიქრეთ აბდიჩმა სერბების არტილერიის დახმარებით წამოიწყო კონტრშეტევა, ხოლო სერბებმა სატვირთო მანქანებით გაგზავნეს იარაღი და ტყვია–წამალი "აჯანყებულების" დასახმარებლად, მაგრამ რეალურად სატვირთო მანქანები ტვირთიანად დუდაკოვიჩის ხელში ჩავარდა. სერბი კონტრდაზვერვის ოფიცრები, რომლებიც ტვირთს აცილებდნენ, დახოცეს ან ტყვედ ჩაიგდეს.

[[10 ივლისი|10 ივლისს]] დუდაკოვიჩმა სატელევიზიო გამოსვლაში განმარტა საქმის რეალური ვითარება. სერბებმა დახმარების გარეშე დატოვეს აბდიჩი, რომლის არმიამაც ვერ შეძლო მეხუთე კორპუსის შეკავება და [[1994]] წლის [[21 აგვისტო]]ს მეხუთე კორპუსმა დაიკავა ველიკა კლადუშა. <ref>http://www.e-novine.com/feljton/33857-Tigar-Sloboda.html</ref> <ref>{{cite book | last = Anthony Loyd |title = My War Gone By, I Miss It So| date = February 1, 2001| isbn= 0-14-029854-1}}</ref>
===კუპრესი===
ბიჰაჩის ალყაზე დაწოლის შესასუსტებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა სამხრეთიდან კუპრესის მიმართულებით [[1994]] წლის [[20 ოქტომბერი|20 ოქტომბერს]]. ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ ეს პირველი ერთობლივი ოპერაცია იყო. შეტევის მიმდინარეობისას მოკავშირეებმა გაათავისუფლეს კუპრესი [[3 ნოემბერს]], რომელიც [[1992]] წლის აპრილიდან სერბების კონტროლქვეშ იყო. მოკავშირეთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა სპლიტ–ლივნო–კუპრეს–ბუგოინოს გზატკეცილი, რაც მებრძოლი მხარეების მომარაგების პრობლემებს ხსნიდა. დუდაკოვიჩის მეხუთე კორპუსი ბიჰაჩის ალყიდან ასევე ცდილობდა ალყის გარღვევას მოკავშირეთა მიმართულებით.
===ოპერაცია ფარი 94===
ოპერაცია ვეფხვის მიმდინარეობისას დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად სერბებმა წამოიწყეს ოპერაცია ფარი 94 [[1994]] წლის [[4 ნოემბერი|4 ნოემბერს]]. ბოსნიისა და ხორვატიის სერბების შეთანხმებული მოქმედებით [[20 ნოემბერი|20 ნოემბრისთვის]] ისინი უკვე აკონტროლებდნენ ქალაქ კულენ ვაკუფს და დრენოვო ტესნოს გზაჯვარედინს კრუპა–ბიჰაჩის გზატკეცილზე. ბოსნიელების პოზიციებს და ქალაქ ბიჰაჩს ბომბავდა სერბული ავიაცია [[სერბთა რესპუბლიკა კრაინა|სერბული კრაინის]] ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომ [[უდბინა|უდბინიდან]].
[[18 ნოემბერი|18 ნოემბერს]] მორიგი დაბომბვისას ჩამოვარდა სერბული თვითმფრინავი [[J-22]], რომელსაც მართავდა პილოტი ბორო ნოვიჩი. სერბები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რომ გაეროს სამშვიდობო ძალებს არ აღმოეჩინათ. თვითმფრინავის ნამსხვრევები კი უტყუარი მტკიცებულება იყო, რადგან ბიჰაჩი გაეროს უსაფრთხო ზონას წარმოადგენდა, ასევე ბოსნიის საჰაერო სივრცეში აკრძალული იყო საბრძოლო გაფრენები, გაეროს მითითებით ნატოს ძალებმა განახორციელეს თავდასხმა უდბინას აეროდრომზე. აეროდრომის ასაფრენი ზოლი მწყობრიდან გამოვიდა, ასევე განადგურდა სერბების სარადარო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პოზიციები.<ref>http://www.nato.int/cps/en/natohq/news_24220.htm?selectedLocale=fr</ref> <ref>http://www.kommersant.ru/doc/95753</ref>
===ოპერაცია ზამთარი '94===
ხორვატებმა ბოსნიელების მხარდაჭერით გააგრძელეს შეტევა კუპრესის ჩრდილოეთით ბიჰაჩის ალყის გასარღვევად. თუმცა მათ მოახერხეს გარკვეული წარმატებების მიღწევა, სერბებმა აბდიჩის მომხრეებთან ერთად წამოიწყეს კონტრშეტევა, მოახერხეს ბიჰაჩში შეღწევა და ბრძოლა საკუთრივ ქალაქში მიმდინარეობდა.
ხაზი 126:
[[5 მაისი]]დან [[10 ივნისი|10 ივნისამდე]] სერბები ცდილობდნენ დაეკავებინათ ხორვატული ქალაქი ორაშე ჩრდილოეთ ბოსნიაში. ერთთვიანი ბრძოლების შემდეგ ხორვატთა თავდაცვის ვეჩემ ხორვატიისა და ბოსნიის მხარდაჭერით შეძლო სერბთა რესპუბლიკის არმიის უკუგდება.<ref>http://vojnapovijest.vecernji.hr/broj-16-vp/operacija-osveta-i-pobjeda-hvo-a-907871</ref>
===ტუზლა===
[[25 მაისი|25 მაისს]] სერბებმა დაბომბეს ქალაქი ტუზლა, რომელიც გაეროს უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული. საარტილერიო დაბომბვას 71 ადამიანი შეეწირა, 240 კი დაიჭრა. <ref>http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8097918.stm</ref> <ref>http://www.sudbih.gov.ba/?id=1281&jezik=e</ref>
===სრებრენიცა===
{{მთავარი|სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა}}
[[სრებრენიცა]] ერთ–ერთი იყო გაეროს უსაფრთხო ზონებიდან. იგი ალყაში იყო და მასში იყვნენ შეფარებული მახლობელი სოფლების ბოსნიელი მცხოვრებლებიც. გაეროს მანდატის გამო სერბებს არ შეეძლოთ აქტიურად შეეტიათ სრებრენიცისთვის, თუმცა თავად სრებრენიცაში საშინელი მდგომარეობა იყო – არ იყო საკვები, მედიკამენტები. სერბების მიზანი იყო ალყით უბრძოლველად აეღოთ სრებრენიცა.<ref>http://www.nytimes.com/interactive/2014/05/29/magazine/srebrenica-life-in-the-valley-of-death.html?_r=3&smid=tw-share</ref>

ბოსნიელთა დაჯგუფება ნასერ ორიჩის სარდლობით ხშირად აწყობდა თავდასხმებს სრებრენიცის გარშემო სერბულ სოფლებზე ნადავლის, ძირითადად საკვების მოტაცების მიზნით. ამგვარი ანკლავების არსებობა სერბთა რესპუბლიკის შიგნით რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ პრეზიდენტმა [[რადოვან კარაჯიჩი|კარაჯიჩმა]] უბრძანა სერბთა რესპუბლიკის არმიას რომ ჟეპის, გორაჟდესა და სრებრენიცის ანკლავების სრული იზოლაცია მოეხდინათ, თვით ანკლავებში შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, უიმედობა, რაც საბოლოოდ მათი წასვლის მიზეზი უნდა გამხდარიყო. <ref>https://iwpr.net/global-voices/bosnian-serb-officer-unaware-make-life-unbearable-order</ref>

[[6 ივლისი|6 ივლისს]] სერბებმა დაიწყეს შეტევა სრებრენიცის ზონაზე. გაეროს სამშვიდობო ძალების [[ნიდერლანდები|ნიდერლანდური]] ბატალიონი უძლური აღმოჩნდა შეეჩერებინა სერბების შემოტევა.

[[8 ივლისი|8 ივლისს]] ნიდერლანდელი მშვიდობისმყოფელების ჯავშანმანქანა სერბების ცეცხლქვეშ მოექცა და დაიწყო გასვლა ცეცხლის ზონიდან. იქვე მყოფმა ბოსნიელებმა მოითხოვეს, რომ მშვიდობისმყოფელებს დაეცვათ ისინი და არ წასულიყვნენ, თუმცა ჯავშანმანქანა არ შეჩერებულა. ბოსნიელებმა ჯავშანმანქანას ხელყუმბარა ესროლეს, რისგანაც ერთი ნიდერლანდელი მშვიდობისმყოფელი, რავივ ვან რენსენი დაიღუპა.<ref>http://www.verenigingdutchbat3.nl/raviv.html</ref>

[[9 ივლისი|9 ივლისს]], საერთაშორისო ყურადღების ნაკლებობითა და ანკლავში მყოფი ბოსნიელებში იარაღის მწვავე დეფიციტით შეგულიანებულმა კარაჯიჩმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეკავებინათ სრებრენიცა. <ref>http://edition.cnn.com/WORLD/Bosnia/updates/july95/7-11/index4.html</ref> მეორე დღეს სრებრენიციდან დაიწყო ლტოლვილების მასობრივი გადინება, ისინი ძირითადად გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზის (პოტოჩარიში სრებრენიცის ახლოს) მიმართულებით წავიდნენ. გაეროს სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურმა ტომ კარემანსმა მოითხოვა საჰაერო დარტყმები სერბთა შესაჩერებლად, ნატოს ორმა თვითმფრინავმა მართლაც მიიტანა იერიში სერბებზე, მაგრამ სერბები დაიმუქრნენ ნატოს მშვიდობისმყოფელებისა და ფრანგი მძევლების დახოცვით. საჰაერო დარტყმები შეჩერდა, სერბებმა სრებრენიცა დაიკავეს.

[[File:Exhumations_in_Srebrenica_1996Exhumations in Srebrenica 1996.jpg|200px|thumb|ერთ–ერთი მასობრივი საფლავის ექსჰუმაცია სრებრენიცასთან]]
სერბებმა დაიწყეს დატყვევებული ბოსნიელების გადარჩევა – 13–14 წლის ზემოთ მამაკაცებს ცალკე ატყვევებდნენ პოტოჩარის "თეთრ სახლში".<ref>http://www.icty.org/x/cases/krstic/trans/en/000726ed.htm</ref> <ref>http://www.icty.org/x/cases/popovic/trans/en/070206ED.htm</ref> <ref>http://www.icty.org/x/cases/krstic/trans/en/000411ed.htm</ref> [[კლადანი|კლადანში]] ([[სრებრენიცა]]სთან ყველაზე ახლოს მდებარე ბოსნიის არმიის პოზიცია) დისლოცირებული გაეროს სამშვიდობო ძალების ოფიცერი, მაიორი ფრანკენი შენიშნავს, რომ სრებრენიციდან მოსულ ლტოლვილთა კოლონებს ძირითადად ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.<ref>http://www.icty.org/x/cases/krstic/acjug/en/krs-aj040419e.pdf</ref>

კლადანისკენ მიმავალ გზაზე ლტოლვილებს სერბები მიჰყვებოდნენ. ისინი უმისამართოდ ესროდნენ კოლონას, იტაცებდნენ გოგონებსა და ქალებს, რომლებსაც შემდეგ აუპატიურებდნენ და კლავდნენ, ძარცვავდნენ ლტოლვილებს და ა.შ.<ref>http://www.vandiepen.com/fileadmin/user_upload/Documenten/PDF/Screbrenica/Srebrenica_stukken_Engels/1_Writ_of_summons.pdf</ref>

მამაკაცების ნაწილი, მათ შორის ანკლავის დამცველები და ადმინისტრაცია ტყიანი მასივებით გაემართა კლადანისა და [[ჟეპა]]ს ანკლავისკენ. გზად მათ სერბთა პატრულები ეძებდნენ და ხოცავდნენ. ასე მოხდა კამენიცას გორაკთან, სანდიჩისთან. [[15 ივლისი|15 ივლისს]] მათ ბალკოვიცასთან გაარღვიეს სერბების ხაზი და შეუერთდნენ ტუზლასთან არსებულ ბოსნიის არმიის პოზიციებს. ბალკოვიცას კორიდორი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იყო ღია, შემდეგ კი სერბებმა მოახერხეს პოზიციების დაბრუნება.<ref>http://trial-ch.org/fileadmin/user_upload/documents/trialwatch/Srebrenica_Report2004.pdf</ref>

დატყვევებულ მამაკაცებს სერბები სასტიკად გაუსწორდნენ. მათ მიტოვებულ შენობებში აგროვებდნენ, სადაც ხელყუმბარებით ხოცავდნენ. დახოცილები გამოჰქონდათ და თხრილებში, ან მდინარე იადარში ყრიდნენ. [[13 ივლისი|13]]–[[18 ივლისი|18 ივლისს]] 8 373 ბოსნიელი იქნა მოკლული სრებრენიცის გარშემო.<ref>http://www.potocarimc.ba/_ba/liste/nestali_a.php</ref>
სერბული პუბლიკაციების ნაწილი უარყოფს სრებრენიცის ხოცვა–ჟლეტის ფაქტს და მას უწოდებს საერთაშორისო ყურადღების მისაქცევად ბოსნიელების დადგმულ სპექტაკლს. მათი თქმით, [[სრებრენიცა]]ში სულ რამდენიმე ბოსნიელი დახვრიტეს, რომლებსაც სამხედრო დანაშაულობები ჰქონდათ ჩადენილი სრებრენიცის გარშემო სერბული სოფლების წინააღმდეგ.<ref>http://www.srpska.ru/article.php?nid=2086</ref> <ref>http://www.srpska.ru/article.php?nid=12033</ref> აღსანიშნავია, რომ სერბი ულტრამემარჯვენეებისა და ნეოფაშისტების ჯგუფები (მაგალითად [[ობრაზი]]<ref>http://www.e-novine.com/index.php?news=22742</ref>, [[მოძრაობა 1389]]<ref>http://www.slobodnaevropa.org/content/ultradesnicari_1389_pred_ustavnim_sudom_srbije_/24243504.html</ref>, [[სერბეთის რადიკალური პარტია]]<ref>http://www.slobodnaevropa.org/content/na_mitingu_podrske_mladicu_prstale_uvrede_i_govor_mrznje_/24209012.html</ref>) იყენებენ სლოგანს "დანა, თოკი, სრებრენიცა" ({{lang-sr|Нож, жица, Сребреница}}). ხოლო [[2010]] წელს [[სერბეთის ეროვნული ასამბლეა|სერბეთის პარლამენტმა]] მიიღო ოფიციალური მიმართვა, სადაც მოუბოდიშა სრებრენიცის მსხვერპლთა ოჯახის წევრებს, რომ "ყველაფერი არ იქნა გაკეთებული ტრაგედიის ასაცილებლად", გამოთქვა თანაგრძნობა და მწუხარება.<ref>http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/8594625.stm</ref> [[2012]] წელს [[სერბეთის პრეზიდენტი|სერბეთის პრეზიდენტმა]] [[ტომისლავ ნიკოლიჩი|ტომისლავ ნიკოლიჩმა]] გამოთქვა მწუხარება სრებრენიცის ტრაგედიაზე.<ref>http://www.aljazeera.com/news/europe/2013/04/2013425102523848273.html</ref>

===ჟეპა===
სრებრენიცის ანალოგიური ბედი ემუქრებოდა აღმოსავლეთ ბოსნიის ორ ანკლავს – გორაჟდესა და ჟეპას. ჟეპაში განლაგებულმა უკრაინელმა მშვიდობისმყოფელებმა მოახერხეს ჟეპას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია<ref>http://www.usva.org.ua/mambo3/index.php?option=com_content&task=view&id=3054&Itemid=1</ref>, თუმცა ქალაქის აღებისას [[1995]] წლის [[25 ივლისი|25 ივლისს]] სერბებმა მოკლეს 116 ბოსნიელი, მათ შორის ანკლავის ადმინისტრაცია და ანკლავის დამცველი 285–ე ბრიგადის მეთაური, ავდო პალიჩი.<ref>http://www.nytimes.com/2012/12/13/world/europe/zdravko-tolimir-former-commander-of-bosnian-serb-army-is-convicted-of-genocide.html?_r=1&</ref>
===ოპერაცია ქარიშხალი===
{{მთავარი|ოპერაცია შტორმი}}
[[ფაილი:Serb_refugeesSerb refugees.jpg|200პქ|thumb|სერბ ლტოლვილთა კოლონა]]
[[1995]] წლის ზაფხულში ხორვატებმა გადაწყვიტეს გადამჭრელი ზომები მიეღოთ ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული [[სერბთა რესპუბლიკა კრაინა|კრაინის რესპუბლიკის]] წინააღმდეგ. დაიგეგმა ოპერაცია ქარიშხალი, რომლის მიხედვითაც ხორვატულ არმიას მთელი კრაინის ტერიტორია უნდა დაეკავებინა, ხოლო ბოსნიური არმიის მეხუთე კორპუსს აბდიჩის სეპარატისტები უნდა გაენადგურებინა. ოპერაცია დაიწყო [[1995]] წლის [[4 აგვისტო]]ს და 5 დღის შემდეგ ხორვატებისა და ბოსნიელების გამარჯვებით დასრულდა. კრაინის რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა, ისევე როგორც აბდიჩის ფორმირებები. ბიჰაჩის ალყა გაირღვა.<ref>http://www.coldwar.ru/conflicts/yugoslaviya/flash-and-storm.php</ref>
===მარკალეს ბაზრის მეორე დაბომბვა===
[[1995]] წლის [[28 აგვისტო]]ს სერბებმა მარკალეს ბაზარს ესროლეს ხუთი ჭურვი. მოკლულთა რიცხვმა 43 შეადგინა, ხოლო 75 დაიჭრა.<ref>http://www.rts.rs/page/stories/sr/story/135/Hronika/1252690/Svedok%3A+Markale+nisu+inscenirane.html</ref> სერბები ამტკიცებდნენ, რომ ეს ბოსნიელთა პროვოკაცია იყო და არა მათი არმიის ნამოქმედარი,<ref>http://rusk.ru/newsdata.php?idar=172251</ref> მაგრამ გაეროს გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭურვები სერბული პოზიციებიდან იყო ნასროლი.<ref>UNPROFOR investigation scheduled shelling incident of 28 August 1995; Dragomir Milosevic ICTY Exhibit P00357</ref>
===ნატოს ჩარევა===
[[30 აგვისტო]]ს, სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ გაეროს უსაფრთხო ზონებში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო გაერომ და ნატომ დაიწყეს საჰაერო დარტყმები სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. დარტყმებში 400–მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა. გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსით სერბებმა ჩამოაგდეს [[საფრანგეთი|ფრანგული]] Mirage 2000D, ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და ისინი სერბებმა დაატყვევეს. <ref name= avellaneda>[http://www.independent.co.uk/news/world/shotdown-french-pilots-held-captive-1601799.html Shot-down French pilots 'held captive'] The Independent, 19 September 1995</ref> [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]] საჰაერო დარტყმები შეწყდა. გაერომ და ნატომ სერბებს წაუყენეს ულტიმატუმი, [[4 სექტემბერი|4 სექტემბრამდე]] დაეწყო მძიმე შეიარაღების გაყვანა სარაევოს გარშემო მაღლობებიდან, მოეხსნათ სარაევოს ბლოკადა და შეეწყვიტათ თავდასხმები გაეროს უსაფრთხო ზონებზე. სერბებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და დარტყმები [[5 სექტემბერი|5 სექტემბერს]] განახლდა. დაბომბვები [[14 სექტემბერი|14 სექტემბრამდე]] მიმდინარეობდა. სერბები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დათანხმდნენ გაეროს პირობებს, რითაც ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდა. [[20 სექტემბერი|20 სექტემბერს]] ნატოსა და გაეროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სერბების მხრიდან გაეროს პირობების შესრულების გამო აქტიური ჩარევის საჭიროება აღარ არსებობდა და ოპერაცია შეწყვიტა.
===ბოსნიელებისა და ხორვატების შეტევა===
[[4 სექტემბერი|4 სექტემბერს]]ნატოს მიერ ბოსნიელ სერბთა დაბომბვის პარალელურად ბოსნიელებმა და ხორვატებმა წამოიწყეს შეტევა სერბულ პოზიციებზე. ბოსნიის რესპუბლიკის არმიამ გაათავისუფლა ოზრენის შვერილი ცენტრალურ ბოსნიაში, ხოლო დასავლეთ ბოსნიაში ხორვატებთან ურთიერთქმედებით იაიცე და შიპოვო. მეხუთე კორპუსმა ასევე გაათავისუფლა სანსკი მოსტი და კლიუჩი. ხორვატებმა გაათავისუფლეს მრკონიჩ გრადი. [[1995]] წლის [[12 ოქტომბერი|12 ოქტომბერს]] როცა ბოსნიაში საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში, ბოსნიელები და ხორვატები 14 კმ–ზე მიუახლოვდნენ [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკის]] დედაქალაქ [[ბანია-ლუკა|ბანია ლუკას]].<ref>http://www.highbeam.com/doc/1P2-858872.html</ref><ref>http://www.srpska.ru/article.php?nid=4266</ref>
ხაზი 155:
[[ფაილი:Dayton.png|300px|thumb|ტერიტორიული ცვლილებები დეიტონის შეთანხმების შემდეგ]]
[[12 ოქტომბერი|12 ოქტომბრის]] ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც დასრულდა [[21 ნოემბერი|21 ნოემბერს]]. ამ მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა სამივე ეთნიკური ჯგუფისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები ვარიანტი ბოსნიის მომავალი მოწყობისა. ამის საფუძველზე შედგა შეთანხმების ვარიანტი.
[[დეიტონის შეთანხმება]]ს ხელი მოეწერა [[1995]] წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]], [[ბოსნია და ჰერცეგოვინა|ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკას]] წარმოადგენდა პრეზიდენტი [[ალია იზეთბეგოვიჩი]], [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|ბოსნიელ სერბებს]] წარმოადგენდა [[სერბეთი და ჩერნოგორია|იუგოსლავიის ფედერაციის]] პრეზიდენტი [[სლობოდან მილოშევიჩი]], [[ჰერცეგ–ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა|ბოსნიელ ხორვატებს]] კი [[ხორვატია|ხორვატიის]] პრეზიდენტი [[ფრანიო ტუჯმანი]]. შეთანხმების მიხედვით ბოსნია და ჰერცეგოვინა დაიყო ორ სუბიექტად – ბოსნიის კონფედერაციად (ბოსნიელებისა და ხორვატების) და სერბთა რესპუბლიკად. გაეროს სამშვიდობო ძალებს უნდა უზრუნველეყოთ შეთანხმების შესრულება და მშვიდობის დაცვა ბოსნიის ტერიტორიაზე. სერბთა რესპუბლიკის არმიისა და ხორვატთა თავდაცვის ვეჩეს ინტეგრაცია უნდა მომხდარიყო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმიაში. <ref>http://www.state.gov/p/eur/rls/or/dayton/</ref>
==უცხოელი მეომრები==
ბოსნიის ომმა მრავალი მოხალისე მიიზიდა უცხო ქვეყნებიდან. რადგან ომი რელიგიურ შტრიხებს ატარებდა, მოხალისეთა ჯგუფები ძირითადად სწორედ მებრძოლი მხარის ერთმორწმუნე კულტურული გარემოს წარმომადგენლებისგან შედგებოდა.
ხაზი 168:
სერბებს მხარს უჭერდნენ თავისი მოძმეები [[სერბეთი|სერბეთიდან]] და [[ჩერნოგორია|ჩერნოგორიიდან]]. მოხალისეები მათ დასახმარებლად ძირითადად აღმოსავლური ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყნებიდან მიიღეს. [[რუსები|რუსი]] მოხალისეები ორ მოხალისეთა რაზმში იყვნენ განაწილებული – რუს მოხალისეთა რაზმი ({{lang-ru|Русский Добровольческий Отряд}}) და მეფის მგლები ({{lang-ru|Царские волки}}). ასევე იქ იყო [[კაზაკები|კაზაკ]] მოხალისეთა რაზმი – პირველი კაზაკური ასეული ({{lang-ru|Первая Казачья Сотня}}). ასევე სერბების მხარდამხარ იბრძოდა [[ბერძნები|ბერძნული]] დაჯგუფება – ბერძენ მოხალისეთა გვარდია ({{lang-el|Ελληνική Εθελοντική Φρουρά}}). ცალკეული მოხალისეები იბრძოდნენ [[რუმინეთი]]დან, [[მაკედონია|მაკედონიიდან]] და სხვა.<ref>{{cite web |url=http://www.un.org/documents/ga/docs/50/plenary/a50-390add1.htm |title=Letter dated 30 June 1995 from the Deputy Prime Minister and Minister for Foreign Affairs of the Republic of Croatia addressed to the Special Rapporteur of the Commission on Human Rights on the question of the use of mercenaries |last=Granić |first=Mate |date=30 June 1995 |publisher=UN |accessdate=17 February 2010}}</ref>
==სამხედრო დანაშაულები==
[[ფაილი:Ethnic_makeup_of_Bosnia_and_Herzegovina_before_and_after_the_warEthnic makeup of Bosnia and Herzegovina before and after the war.jpg|300პქ|thumb|მოსახლეობის გადაადგილების შედეგი ომის შემდეგ]]
===გენოციდი===
[[ევროპა]]ში პირველი გენოციდი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სწორედ აღმოსავლეთ ბოსნიაში, [[სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა]]ს ეწოდა. შემდგომ ეს განზოგადდა სერბთა რესპუბლიკის დამოკიდებულებაზე მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არასერბული წარმოშობის ადამიანების მიმართ, რაც განსაკუთრებულად სასტიკი მეთოდებით მათ დაშინებას ისახავდა მიზნად, შემდგომი გაძევების მიზნით. [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკის]] ლიდერების, [[რადოვან კარაჯიჩი]]სა და [[რადკო მლადიჩი]]ს მიმართ სწორედ [[გენოციდი]]ს ბრალდებაა წაყენებული [[საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე|ჰააგის ტრიბუნალის]] მიერ.<ref>http://www.icty.org/x/cases/mladic/ind/en/kar-ii950724e.pdf</ref>
ხაზი 273:
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ისტორია]]

[[კატეგორია: ბალკანეთისიუგოსლავიის ომები]]

[[კატეგორია:ბალკანეთის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ისტორიაომები]]
[[კატეგორია:XX იუგოსლავიისსაუკუნის ომები]]
[[კატეგორია: ბალკანეთის ომები]]
[[კატეგორია: XX საუკუნის ომები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოსნიის_ომი“-დან