ერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
ხაზი 4:
'''ერი''' ანუ [[ნაცია]] — ადამიანთა სოციალურ-ისტორიული ერთობის ფორმა, რომელიც ისტორიის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა. ამასთან ერთად, თვით ამ სიტყვების მნიშვნელობაც იცვლებოდა დროსთან ერთად. ერის [[კონცეფცია]] უკავშირდება ეთნიკური თანასაზოგადოების ან [[ეთნიკური ჯგუფი]]ს ცნებას. ეთნიკურ ერთობას ძირითადად გააჩნია [[წარმოშობის მითი]] ან მითები, საერთო [[ისტორია]], თვითმყოფადი კულტურის ელემენტები, საერთო ტერიტორიული კავშირურთიერთობები და [[ჯგუფური სოლიდარობა|ჯგუფური სოლიდარობის]] გრძნობა. ერი, თუ ამ ორ ტერმინს შევადარებთ, გაცილებით უფრო განზოგადოებული, აბსტრაქტული და ღიად პოლიტიკური ცნებაა, ვიდრე [[ეთნიკური ჯგუფი]]. ეს არის კულტურულ-პოლიტიკური ერთობა, რომლის წევრებსაც შეგნებული აქვთ თავიანთი ერთიანობა და საერთო ინტერესები.<ref>See, Anthony D. Smith, "Ethnie and Nation in the Modern World", ''Millennium'', 14:2 (1983), 128-32; Peter Alter, ''Nationalism'' (London: Edward Arnold, 1989), 17.</ref>
 
[[ბენედიქტ ანდერსონი]]ს მიერ ერი აღწერილი იქნა, როგორც „წარმოსახვითი თანასაზოგადოება“,<ref>{{cite book |last=Anderson |first=Benedict | title=Imagined Communities |publisher= Verso Publications |location= London |year=1983}}</ref> ხოლო [[პოლ ჯეიმსი]]ს მიერ, როგორც „აბსტრაქტული თანასაზოგადოება“.<ref>{{cite book |last=James |first=Paul | title=Nation Formation: Towards a Theory of Abstract Community |url=http://books.google.com.au/books?isbn=0761950737 |publisher= Sage Publications |location= London |year=1996 |isbn= 0-7619-5072-9 | page=34 'A nation is at once an objectively abstract society of strangers, usually connected by a state, and a subjectively embodied community whose members experience themselves as an integrated group of compatriots.'}}</ref>
 
იგი წარმოადგენს ადამიანთა წარმოსახვით გაერთიანებას იმ აზრით, რომ მატერიალური პირობები არსებობს წარმოსახვით გავრცობილ და გაზიარებულ კავშირებთან მიმართებაში. იგი არის აბსტრაქტული გაერთიანება იმ მხრივ, რომ იგი ობიექტურად არაპერსონალურია, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ერის თითოეული ინდივიდი თავის თავს სუბიექტურად მიიჩნევს ერთი დიდი წარმონაქმნის ნაწილად ან წევრად მრავალ სხვა ინდივიდთან ერთად. უმეტეს შემთხვევაში ერის „წევრები“ ანუ წარმომადგენლები ერთმანეთს არ იცნობენ და შეიძლება არც არასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს.<ref>{{cite book |last= James |first= Paul |authorlink= Paul James (academic) |title=Globalism, Nationalism, Tribalism: Bringing Theory Back In |url= http://www.academia.edu/1642214/Globalism_Nationalism_Tribalism_Bringing_Theory_Back_In_author_Sage_Publications_London_2006 |year=2006 |publisher= Sage Publications |location=London }}</ref>
 
==ეტიმოლოგია და ტერმინოლოგია==
Line 13 ⟶ 12:
{{main| ერი (ისტორიული)}}
 
სიტყვა ''ერი'' ძველი ქართული ტერმინია, ერთდროულად აღნიშნავდა ხალხსაც და ჯარსაც; წარმოშობილი უნდა იყოს სამხედრო დემოკრატიის ხანაში, როდესაც ხალხი და ჯარი ერთმანეთისაგან განუყრელი იყო. ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა შეიძლება ენათესავებოდეს საქართველოს ისტორიული კუთხის სახელწოდებას, ჰერეთს, აგრეთვე ანალოგიური მნიშვნელობის ბასკურ სიტყვასაც „ჰერი“. [[სულხან-საბა ორბელიანი]] „[[სიტყვის კონა]]ში“ ერს განმარტავს, როგორც "მსოფლიო კაცნი" ანუ, თანამედროვე ქართულით, საერო მოსახლეობა.
 
სიტყვა ''ნაცია'' კი მოდის ლათინური ენიდან, სადაც იგი ''[[wikt:Special:Search/natio|natio]]'' (''{{Unicode|nātĭō}}'') თავდაპირველად ნიშნავდა „დაბადებას“.<ref name="etymonline">{{cite web |last=Harper |first=Douglas |url=http://www.etymonline.com/index.php?term=nation |title=Nation |work=Online Etymology Dictionary |accessdate=5 June 2011}}.</ref>
Line 19 ⟶ 18:
==უძველესი ერები==
 
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი <ref>[[Earnest Gellner]], Nations and Nationalism, 1983.</ref> ამტკიცებდა, რომ ერები თანამედროვე ფენომენია და [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] შემდგომი ეპოქიდან მომდინარეობს, სხვა მეცნიერები თვლიდნენ, რომ ერების ფენომენი ძველია, ან უძველესიც კი და წარმოადგენს პოლიტიკური ფორმაციის ერთ-ერთ ტიპს. პოლიტოლოგი [[აზარ გატი]] ამტკიცებს, რომ „[[ძველი ეგვიპტე]] იყო [[მსოფლიო]]ს პირველი [[ერ-სახელმწიფო]], რომელიც ჩამოყალიბდა საკმაოდ ადრეულ ეტაპებზე, როგორც უნიფიცირებული სახელმწიფო და რომელიც შეესაბამებოდა საერთო ეთნიკური წარმოშობის გარკვეულ ხალხს“. <ref>Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 85</ref>
 
გატი აგრეთვე ამტკიცებს, რომ ეროვნული სახელმწიფოების შემდგომი ჯგუფი მდებარეობდა უძველეს [[ლევანტი|ლევანტში]], რის საბუთადაც მოჰყავს ციტატები [[სტივენ გროსბი]]ს წიგნიდან ''ბიბლიური იდეები და ეროვნება: უძველესი და თანამედროვე'', როგორც ეფექტური მტკიცება ერების ჩამოყალიბებისა [[ისრაელი|ისრაელში]], [[ამონი|ამონში]], [[მოაბი|მოაბსა]] და [[ედომი|ედომში]]. ერების ჩამოყალიბების ეს პროცესი პროვოცირებული იყო [[ასურეთი|ასურეთის იმპერიის]] მხრიდან დაპყრობის შიშით.<ref>Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 89</ref> გატს აგრეთვე მოჰყავს ციტატა [[ჰანს კონი]]ს წიგნიდან ''ნაციონალიზმის იდეა: მისი საწყისებისა და წინაპირობების შესწავლა'', 1944, გვერდები 27–30, როგორც ადრეული მეცნიერული დასკვნა იმის თაობაზე, რომ „უძველესი ისრაელი იყო მაგალითი წინარე-თანამედროვე ერისა“.<ref>Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press. 2013, p. 90</ref>
 
ზუსტად იგივე პერიოდში ჩაისახა ქართული ტომების [[სახელმწიფოებრიობა]]ც. [[ქაშქები]]სა და [[მუშქები]]ს მეომარმა ტომებმა [[კოლხა]]ს და [[დიაოხი]]ს სახელმწიფოებად დაიწყეს გაერთიანება. ასურულ წყაროებში ნახსენებია სხვა დიდი გაერთიანებებიც, მაგალითად, [[ნაირი]], რომელშიც სავარაუდოდ გაერთიანებული იყო კოლხებთან და მესხებთან ერთად აგრეთვე სხვა კავკასიური ტომებიც: [[ურარტუ]]ელები, ჩრდილო-კავკასიელები ([[ვაინახები]], [[უდიები]]-[[კავკასიის ალბანეთი|ალბანელები]] და სხვანი).
 
თავის წიგნში ''ათენის ერ-სახელმწიფო'' ედვარდ ე. კოენი ამტკიცებს, რომ ძველი ათენის ქალაქი-სახელმწიფო აკმაყოფილებდა ერის თანამედროვე განმარტებების ყველა მოთხოვნას<ref>Edward E. Cohen, The Athenian Nation. Princeton: Princeton University Press, 2000</ref> და [[ავიელ როშვალდი]]ც მსგავს მსჯელობას ავითარებს წიგნში ''ნაციონალიზმის გამძლეობა: უძველესი ფესვები და თანამედროვე დილემები''. <ref>The Endurance of Nationalism: Ancient Roots and Modern Dilemmas (Cambridge: Cambridge University Press, 2006).</ref>
 
==ერები შუა საუკუნეებში==
 
თავის წიგნში ''სამეფონი და თანასაზოგადოებანი 900-1300 წლების დასავლეთ ევროპაში'' [[სიუზენ რეინოლდსი]] ამტკიცებს, რომ მრავალი ევროპული სამეფო შუა საუკუნეებში იყო ერი თანამედროვე აზრით, იმ განსხვავებით, რომ ნაციონალიზმში პოლიტიკური მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ მხოლოდ შედარებით უფრო წარმატებულ და წერა-კითხვის მცოდნე გაბატონებულ კლასს.<ref>Susan Reynolds, Kingdoms and Communities in Western Europe 900-1300, Oxford, 1997.</ref>
 
[[ედრიენ ჰასთინგსი]] თავის წიგნში ''ერის მშენებლობა: ეთნიკურობა, რელიგია და ნაციონალიზმი'' გამოთქვამს აზრს, რომ ინგლისის ანგლო-საქსი მეფეები მასებში ნაციონალიზმს ავრცელებდნენ, რათა მოეხერხებინათ ვიკინგთა შემოსევების მოგერიება. ჰასთინგსი ამტკიცებს, რომ [[ალფრედ დიდი]], მაგალითად, ეყრდნობოდა [[ბიბლიური ნაციონალიზმი|ბიბლიურ ნაციონალიზმს]] თავის კანონთა კრებულში და მისი მეფობის დროს ბიბლიის რჩეული წიგნები ნათარგმნი იქნა ძველ ინგლისურ ენაზე, რათა ინგლისელები წაექეზებინათ ვიკინგი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰასთინგსი ფიქრობს, რომ ინგლისური ნაციონალიზმის მძლავრი აღორძინება (ნორმანთა მიერ დაპყრობის პერიოდში გაჩენილი ცარიელი სივრცის შემდეგ) დაემთხვა ვიკლიფის ბიბლიის თარგმანს 1380-იან წლებში. იგი ამტკიცებს, რომ ინგლისური ნაციონალიზმი მას შემდეგ უწყვეტად ვითარდებოდა.<ref>Adrian Hastings, The Construction of Nationhood: Ethnicity, Religion and Nationalism. Cambridge: Cambridge University Press, 1997</ref>
 
აზარ გატი იმ მეცნიერთა შორისაა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ევროპის შუა საუკუნეების პერიოდში [[ჩინეთი]], [[კორეა]] და [[იაპონია]] ერებს წარმოადგენდნენ. <ref>Azar Gat, ''Nations: The Long History and Deep Roots of Political Ethnicity and Nationalism'', Cambridge: Cambridge University Press. 2013, China, p. 93 Korea, p. 104 and Japan p., 105.</ref>
 
შუა საუკუნეების შუა პერიოდში ქართველმა ერმა თავისი პოლიტიკური ძლიერების მწვერვალს მიაღწია, რომელიც [[ოქროს ხანა|ოქროს ხანის]] სახელითაა ცნობილი ჩვენს [[ისტორიოგრაფია]]ში. ცენტრალიზებულმა მონარქიამ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა მთელი კავკასია (როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთი) და თავისი პოლიტიკური გავლენა კავკასიის რეგიონის მიღმაც შორს გაავრცელა მცირე აზიაში და მის გარეთაც. ყვაოდა ქართული კულტურა, დაარსდა აკადემიები და უნივერსიტეტები. ქართული ოქროს ხანა დამთავრდა [[ლაშა-გიორგი]]ს მეფობის პერიოდში, [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა იმპერიის]] დაპყრობითი ომების შედეგად.
 
=== ტერმინის ''nationes'' გამოყენება უნივერსიტეტებსა და შუა საუკუნეების დროინდელ სხვა დაწესებულებებში===
 
შუა საუკუნეების უნივერსიტეტებში დაფიქსირებულია ტერმინი ''natio'' -ს გამოყენება.<ref>''see: [[nation (university)]]''</ref> პარიზის უნივერსიტეტში ამ ტერმინით მიანიშნებდნენ იმ კოლეგებზე ან იმ სტუდენტებზე, რომლებიც დაბადებულნი იყვნენ ''pays''-ში ({{lang-fr|ქვეყანა}}), საუბრობდნენ ერთსა და იმავე ენაზე და ექვემდებარებოდნენ ადგილობრივ კანონებს. 1383-84 წლებში, როდესაც პარიზში თეოლოგიას სწავლობდა, ჟან გერსონი ორჯერ იქნა არჩეული ფრანგი ''natio''-ს ანუ ერის პროკურატორად. დაარსების წლიდანვე ანუ [[1349]] წლიდან პრაღის უნივერსიტეტში მიღებული იყო სტუდენტების დაყოფა ''nationes''-ად, რომელთა შორის მოიხსენიებოდა ბოჰემიელი, ბავარიელი, საქსონელი და სილეზიელი ''ნაციები''.
 
სწორედ ასევე, იერუსალიმის ჰოსპიტალერ რაინდებს როდოსზე ჰქონდათ სასტუმრო-ჰოსტელები, სადაც უცხოელებს შეეძლოთ ტრაპეზობა და ჰქონდათ თავიანთი შეხვედრის ადგილები, თითოეულ ნაციას სხვებისგან ცალკე, თითოეულ მათგანს მეურვეობდა რომელიმე რაინდი და აკმაყოფილებდა იქ მცხოვრებთა საჭიროებებს ამ უკანასკნელთა რელიგიური კუთვნილების შესაბამისად, როგორც აღნიშნავს ესპანელი მოგზაური [[პედრო ტაფური]] 1436 წელს.<ref>Pedro Tafur, ''[http://depts.washington.edu/silkroad/texts/tafur.html#ch5 Andanças e viajes]''.</ref>
Line 45 ⟶ 44:
==ერების ჩამოყალიბება თანამედროვე სახით==
 
თავის სტატიაში „მოზაიკური მომენტი: ადრეული მოდერნისტული კრიტიკა ნაციონალიზმის მოდერნისტული თეორიისა“, ფილიპ ს. გორსკი ამტკიცებს, რომ პირველი თანამედროვე ერი გახდა [[ჰოლანდია|ჰოლანდიის რესპუბლიკა]], რომელიც შეიქმნა მთლიანად თანამედროვე პოლიტიკური ნაციონალიზმის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, [[ბიბლიური ნაციონალიზმი]]ს მოდელის მიხედვით იქნა აგებული. <ref>Philip S. Gorski, "The Mosaic Moment: An Early Modernist Critique of the Modernist Theory of Nationalism", American Journal of Sociology 105:5 (2000), pp. 1428–68.[http://www.jstor.org/discover/10.2307/3003771?uid=3739256&uid=2129&uid=2&uid=70&uid=4&sid=21103778558453]</ref>
 
[[2013]] წლის სტატიაში „ბიბლიური ნაციონალიზმი და მე-16 საუკუნის სახელმწიფოები“, დიანა მუირ აპელბაუმი ავრცელებს გორსკის არგუმენტებს კიდევ რამდენიმე სხვა პროტესტანტულ სახელმწიფოზე.<ref>Diana Muir Appelbaum, Biblical nationalism and the sixteenth-century states, ''National Identities'', 2013, [https://www.academia.edu/4879193/Biblical_Nationalism_and_the_Sixteenth_Century_States]</ref>
 
მსგავსი, ოღონდ უფრო ფართო არგუმენტაცია გამოყენებული იქნა [[ენთონი დ. სმითი]]ს მიერ თავის წიგნებში ''რჩეული ხალხები: ეროვნული იდენტობის წმინდა წყაროები'' და ''ერის მითები და მოგონებები''.<ref>Anthony D. Smith, Chosen Peoples: Sacred Sources of National Identity (Oxford University Press, 2003) and Myths and Memories of the Nation (Oxford University Press, 1999).</ref>
თავის წიგნში ''ნაციონალიზმი: ხუთი გზა თანამედროვეობისაკენ'', [[ლია გრინფელდი]] ამტკიცებდა, რომ ნაციონალიზმი გამოგონებული იქნა ინგლისში [[1600]] წელს. გრინფელდის მიხედვით, [[ინგლისი]] იყო მსოფლიოში პირველი ერი. <ref>Steven Guilbert, The Making of English National Identity, http://www.cercles.com/review/R12/kumar7.htm</ref><ref>Liah Greenfeld, Nationalism: Five Roads to Modernity, Harvard University Press, 1992.</ref>
 
თანამედროვე ეპოქას [[ქართველი ერი]] უკვე [[კოლონია|კოლონიის]] სახით შეხვდა, დაპყრობილი [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მიერ. იმპერიის დასუსტების წლებში იმდროინდელი საქართველოს მოსახლეობამ რამდენჯერმერამდენიმეჯერ სცადა დამოუკიდებელი ერი-სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება, რაც წარმატებით დაგვირგვინდა [[1919]]-[[1921]] წლებში და [[1991]] წლიდან დღემდე.
 
==სოციოლოგია==
 
მე-20 საუკუნის ბოლოს მრავალი სოციოლოგი გამოყოფდა ორი ტიპის ერებს, [[სამოქალაქო ერი|სამოქალაქო ერს]], რომლის პრინციპული მაგალითიც იყო საფრანგეთი და [[ეთნიკური ერი|ეთნიკურ ერს]], რომლის მაგალითი იყო გერმანია. გერმანული კონცეფცია მოდის მე-19 საუკუნის დასაწყისის ფილოსოფოსებისაგან, მათგან ყველაზე უფრო აღსანიშნავია [[იოჰან გოტლიბ ფიხტე]] და ერად მიიჩნევს საერთო ენის, რელიგიის, კულტურის, ისტორიისა და ეთნიკური საწყისის მქონე ხალხს, რომლებიც აშკარად განსხვავდება სხვა ერების და ხალხებისაგან.<ref name=Noiriel>{{cite book|last=Noiriel|first=Gérard|title=Population, immigration et identité national en France:XIX-XX Siècle.|date=1992|publisher=Hachette|isbn=2010166779}}</ref>
 
მეორე მხრრივ, სამოქალაქო ერის კონცეფციები სათავეს [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციიდან]], მე-18 საუკუნის ფრანგ ფილოსოფოსებთან და განმანათლებლებთან იღებენ. ერის ცნებაში გადამწყვეტ ფაქტორად აქ ესმოდათ სურვილი "ერთად ცხოვრებისა", რაც გვაძლევდა ერს მრავლობითი თანხმობის აქტების შედეგად.<ref>[[Rogers Brubaker]], Citizenship and nationhood in France and Germany, Harvard University Press, 1992, ISBN 978-0-674-13178-1</ref> ასეთი იყო, სხვებთან ერთად, [[ერნესტ რენანი]]ს პოზიციაც.<ref name=Noiriel />
Line 125 ⟶ 124:
==რესურსები ინტერნეტში==
 
* [[Pierre_ManentPierre Manent|Manent, Pierre]] (2007). [http://www.mmisi.org/IR/42_02/manent.pdf "What is a Nation?"], ''The Intercollegiate Review'', Vol. XLII, No. 2, pp. &nbsp;23–31.
* [[Ernest_RenanErnest Renan|Renan, Ernest]] (1896). [https://archive.org/stream/poetryofcelticra00renauoft#page/60/mode/2up "What is a Nation?"] In: ''The Poetry of the Celtic Races, and Other Essays''. London: The Walter Scott Publishing Co., pp. &nbsp;61–83.
* {{Cite book | last= James | first= Paul |authorlink= Paul James (academic) | title= Nation Formation: Towards a Theory of Abstract Community | url= http://books.google.com.au/books?isbn=0761950737
|publisher= Sage Publications | location= London |year= 1996}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერი“-დან