შოთა მანაგაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა პიროვნება | ფერი = | სახელი = შოთა მანაგაძე | ფოტო = Shota Ma...
 
No edit summary
ხაზი 20:
| საიტი=
}}
'''შოთა ილიას ძე მანაგაძე''' (დ. 19 მარტი, 1901, ქუთაისი, — გ. 22 ივნისი, 1977, თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966). დაამთავრა რუსთაველის თეატრის სტუდია (1925) და სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტთან არსებული კინოაკადემიის სარეჟისორო ფაკლუტეტიფაკულტეტი (1938). 1919-35 წლებში მუშაობდა თეატრის მსახიობად და რეჟისორად ([[მოსკოვი]], [[თბილისი]], [[ქუთაისი]]). 1935 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია ქართულ ფილმში. გადაიღო ფილმები: ჭირვეული მეზობლები (1945), ქართული ბალეტის ოსტატები (1955, ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად), საბუდარელი ჭაბუკი (1957, მოსკოვის 1 საკავშირო და საფრანგეთის საერთაშორისო კინოფესტივალების პრემიები, 1958), კეთილი ადამიანები (1961), ხევსურული ბალადა (1965, კანისა და ვენეციის, შვეიცარიისა და სან-ფრანცისკოს საერთაორისო კინოფესტივალების პრემიები, 1966, 1957), ჯვარცმული კუნძული (1968), მოლოდინი (1970, რეჟისორ ნოდარ მანაგაძესთან ერთად, ვარნის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი), წუთისოფელი (1971, რეჟისორ ნოდარ მანაგაძესთან ერთად, თბილისის საკავშირო კინოფესტივალისა და სორენტოს საერთაშრისო კინოფესტივალის პრიზები), თვალი პატიოსანი (1976, ფანჯიკიძის ამავე სახლეწოდების რომანის მიხედსვით). დაჯილდოებულია ოქტომბრტის რევოლუციის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შოთა_მანაგაძე“-დან