გიორგი მელიქიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
| საიტი =
}}
'''გიორგი ალექსანდრეს ძე მელიქიშვილი''' (დ. [[30 დეკემბერი]], [[1918]], [[თბილისი]] — გ. [[27 მარტი]], [[2002]], [[თბილისი]]) — [[ქართველი]] ისტორიკოსი. [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] [[აკადემიკოსი]] (1960). მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის [[ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი|ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის]] დირექტორი ([[1965]]–[[-1999]] წწ.), [[პროფესორი]] ([[1956|1956 წელი]]). [[სკკპ]] წევრი [[1946|1946 წლიდან]].
 
== ბიოგრაფია ==
გიორგი მელიქიშვილმა 1939 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად ([[1944|1944 წლიდან]]). [[1999]]-[[2002]] წლებში ისტორიის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.
 
მელიქიშვილის ფუნდამენტურმა ნაშრომებმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის დარგში ახალი ეტაპი შექმნეს მსოფლიო [[ურარტოლოგია]]ში. მელიქიშვილი ავტორია აგრეთვე მრავალი გამოკვლევისა ხურიტების, ხეთების, ასურეთის, ზაგროსის მთიანეთისა და ძველი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ისტორიაში. ასურული და ურარტული წერილობითი წყაროების შუქზე მელიქიშვილმა გამოიკვლია უძველესი ქართველური პოლიტიკური გაერთიანებების — [[კულხა]]ს და [[დიაუხი]]ს — ისტორიის საკითხები; დაამუშავა საქართველოს ძვ. ისტორიისა და ფეოდალური ხანის მრავალი კარდინალური პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიური უძველესი კლასობრივი პრობლემა; ძველი წინა აზიისა და კავკასიის უძველესი კლასობრივი საზოგადოებების (მათ შორის საქართველოს) სოციალურ-ეკონომიკური წყობის კვლევა-ძიების ხაზით მელიქიშვილმა დაამუშავა კლასობრივ საზოგადოებათა ტიპოლოგიური და სტადიალური კლასიფიკაციის, ძვ. აღმოსავლურ და ანტიკურ საზოგადოებებში ფორმებისა და კლასობრივი სტრუქტურის საკითხები. ამ საზოგადოებების სოციალურ-ეკონომიკური ვითარებას მელიქიშვილი ახასიათებს ტიპოლოგიურად როგორც „წინაფეოდალურს“ (''„პროტოფეოდალურს“''), ხოლო სტადიალურად — როგორც ''„ადრეკლასობრივს“''.