თინათინ გურიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: File:King Levan of Kakheti and his wife Tinatin (Akhali Shuamta fresco).jpg|thumb|ლევანი და თინათინი ახალი შუ...
 
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
დაბადა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი წარჩინებული გვარის, [[გურიელები]]ს ოჯახში. იყო გურიის მთავარ მამია I-ის ქალიშვილი. მისი ძმა [[როსტომ გურიელი]] მამიას მემკვიდრე და ასევე გურიის მთავარი იყო. 1520 წელს [[ლევანი (კახეთის მეფე)|ლევანმა]] დაამარცხა კახეთში შეჭრილი [[დავით X]]-ის ლაშქარი და აღადგინა კახეთის სამეფო. ამაში მას დახმარება სთხოვა მამია I გურიელს, რომელსაც ასევე სთხოვა ქალიშვილის ხეიხელი, რათა განემტკიცებინა ალიანსი. ლევანმა დაამარცხა დავით X მაღაროსთან ბრძოლაში, ხოლო მამია I შეიჭრა ქართლში. დავითმა, მამიამ და ლევანმა ზავი [[მუხრანი|მუხრანში]] დადეს. მამიამ ქალიშვილი თინათინი ლევანს მიათხოვა.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, თინათინ გურიელს ნანახი ჰქონდა წინასწარმეტყველური სიზმარი, რომლის მიხედვით მას წაიყვანდა წარჩინებული ქმარი, გზად კი [[შინდი]]ს ხეს დაინახავდა, სადაც უნდა აეშენებინა [[ღვთისმშობელი|ღვთისმშობლის]] სახელობის მონასტერი. კახეთში ჩასულმა თინათინმა [[ახალი შუამთა|ახალი შუამთის]] მონასტერი ააშენებინა, ჯვარი კი [[გრემი|გრემში]] დაიწერა.