ანზორ ერქომაიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა
ხაზი 29:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა დავით ერქომაიშვილისა და ეთერ გორდელაძის ოჯახში. არის თვითნასწავლი მომღერლის, [[არტემ ერქომაიშვილი]]ს შვილიშვილი. [[არტემისვე რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება. 1969]] წელს დააამთავრა [[თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია]]. [[ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.

1968]] წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972-1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები“.
 
[[2008]] წელს გახდა [[საქართველოს პარლამენტი]]ს წევრი [[ოზურგეთი]]ს საარჩევნო ოლქიდან [[ერთიანი ნაციონალური მოძრაობა|ერთიანი ნაციონალური მოძრაობის]] წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. [[2014]] წელს მიენიჭა [[თბილისის საპატიო მოქალაქეები|თბილისის საპატიო მოქალაქის]] წოდება<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/tbilisoba-dedakalakshi/26655288.html „თბილისობა 2014“ - საბჭოთა დღესასწაულიდან ფუყე დღესასწაულამდე]. „რადიო თავისუფლება“, 25.10.2014.</ref>.