გივი სვანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
| განთქმული მოსწავლეები =
| ცნობილია როგორც =
| ჯილდოები და პრემიები = პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია<br>ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია<br>ხალხთა მეგობრობის ორდენი<br>[[ღირსების ორდენი]]
| საიტი =
}}
ხაზი 23:
== ბიოგრაფია ==
[[1944]] წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი; [[1948]] წელს გახდა [[საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია|საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის]] წევრი; [[1958]]-[[1971]] წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. დიდებულიძის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენების განყოფილებას; [[1971]] წლიდან [[თსუ|თსუ]]-ის ხმელეთის ჰიდროლოგიის კათედრის გამგეა. [[1976]] წლიდან — სსრკ ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამიერკავკასიის რეგიონული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] ვიცე-პრეზიდენტი ([[1980]]).
 
გივი სვანიძემ სადოქტორო დისერტაციის თემა — „მდინარული ჩამონადენის გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით“, დაიცვა 1963 წელს.
 
სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური [[ჰიდროლოგია|ჰიდროლოგიის]] ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.
Line 30 ⟶ 32:
მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“ ([[1960]]-[[1961]], ტ. 1-10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო [[კლიმატი|კლიმატური]] ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.
 
სვანიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად განისაზღვრებოდა ჰიდროლოგიის, ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის პრობლემებით. ავტორია 270 დაბეჭდილი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 15 [[მონოგრაფია|მონოგრაფიისა]].
 
თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია ([[1972]]). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს სახელობის პრემია ([[1982]]). დაჯილდოებულია ხალხთა მეგობრობის ორდენითა და მედლებით და [[ღირსების ორდენი]]თ.
 
==თხზულებები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გივი_სვანიძე“-დან