ვერე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 47:
|Commons =
}}
'''ვერე''' (სკვირეთი, სკორეთი) — [[მდინარე]] აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს [[თრიალეთის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთაზე, [[დიდგორი (თრიალეთის ქედი)|დიდგორის]] მთის მიდამოებში. მდინარე [[მტკვარი|მტკვარს]] ერთვის ქალაქ [[თბილისი]]ს ფარგლებში მარჯვნიდან. სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 194 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი 0,97 მ³/წმ. მთავარი შენაკადებია — მარცხენა: [[ლასტისციხისხევი]] და [[ვენახევისხევი]], მარჯვენა — [[ბეთანიისწყალი]]. შუა დინებასა და ქვემოთში იყენებენ სარწყავად. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] სკვირეთადაც მოიხსენიებამოიხსენიებდა. ვერეს ხეობაში მდებარეობს [[ბეთანია|ბეთანიის მონასტერი]], [[თბილისის ზოოპარკი]], ბავშვთა ქალაქი „მზიური“.<ref>{{ქსე|4|369|კიკილაშვილი თ.|არა}}</ref>
 
2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისში 8 ადამიანი გარდაიცვალა, განადგურდა [[თბილისის ზოოლოგიური პარკი]]. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვერის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე. წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე [[მტკვარი]]ც.<ref>[http://www.fmabkhazia.com/news/13770-13-ivnisis-cqaldidoba-thbilisshi.html 13 ივნისის წყალდიდობა: ქრონიკა და შედეგები]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვერე“-დან