კორეული დამწერლობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
== ისტორია ==
 
ჰანგილი შექმნეს მეცნიერთა ჯგუფმა [[1443]] წელს [[ჯოსონი (დინასტია)|ჯოსონის]] დინასტიის მეოთხე მეფის [[სეჯონგსეჯონ დიდი]]ს დავალებით. მეფემ ახალი ანბანის საჭიროება იმით ახსნა, რომ კორეული ენა ძალიან განსხვავდებოდა [[ჩინური ენა|ჩინურისგან]] და უბრალო ხალხს უჭირდა [[იეროგლიფები]]ს შესწავლა. იმ დროს წერა-კითხვა მხოლოდ მცირერიცხოვანმა ელიტამ იცოდა, ახალი ანბანის სწავლა კი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. სიახლეს თავდაპირველად განათლებული ელიტა წინააღმდეგობით შეხვდა და მხოლოდ ჰანჯას ცნობდა.
 
ანბანის შექმნის პროექტი დასრულდა [[1446]] წელს და გამოქვეყნდა დოკუმენტში სახელად „ჰუნმინ ჯონგიმ“, რაც ნიშნავს „ხალხისთვის ბგერების სწორად გამოყენებაზე“. სწორად ამ დოკუმენტის სახელიდან წარმოიშვა ანბანის სახელიც. [[სამხრეთი კორეა|სამხრეთ კორეაში]] ანბანის გამოსვლის დღედ [[9 ოქტომბერი]] ითვლება, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში [[15 იანვარი]]. ამ დღეს [[ჰანგილის დღე]]ს აღნიშნავენ.