ონორე დე ბალზაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 90:
რამდენიმე ნოველის დაწერის შემდეგ, 1832 წელს ბალზაკს დაებადა იდეა შეექმნა უამრავი წიგნების სერია და აღეწერა საზოგადოების სახე, დაეხასიათებინა მისი ყველა ასპექტი. როდესაც მას ეს აზრი მოუვიდა, ის მაშინვე თავის დასთან მივიდა და განაცხადა: „მე გენიოსი გავხდები“. ბალზაკმა ''„ადამიანურ კომედიაში“ '' ყველა ის წიგნი შეიყვანა, რომელიც მას საკუთარი სახელით ჰქონდა გამოქვეყნებული. ''„ადამიანური კომედია“'' ბალზაკის შემოქმედების ყველაზე დიდი მიღწევაა. სახელწოდება ''„ადამიანური კომედია“'' უპირისპირდება [[დანტე ალიგიერი]]ს „ღვთაებრივ კომედიას“. შეიძლება ითქვას, რომ ეს სახელწოდება მწერალმა სარკასტულადაც შეურჩია თავის შემოქმედებას, რადგან ''„ადამიანური კომედიის“'' წინასიტყვაობაში წერია:„... ეს იდეა მომევლინა კაცობრიობისა და ცხოველთა სამყაროს შედარების შედეგად“.
 
ავტორის ჩანაფიქრით , ''„ადამიანურ კომედიაში“'' სულ 137 ნაწარმოები უნდა შესულიყო. მათ შორის უმეტესობის დაწერა მოასწრო, თუმცა, ასევე დარჩა ბევრი ჩაფიქრებული, დაწყებული და დაუმთავრბელი წიგნები. ის შედგება 91 დასრულებული ნაშრომისგან (ნოველები, მოთხრობები, ანალიტიკური ესეები) და 46 დაუსრულებელი წიგნებისგან, რომელთა ნაწილსაც მხოლოდ სახელწოდება გააჩნია. ''„ადამიანურ კომედიას“'' მიეკუთნება: ''„ქორწინების ფიზიოლოგია“''(1830), ''„შუანები“''(1829), ''„გობსეკი''“(1830),''„უცხო შედევრი“''(1831), ''„შაგრენის ტყავი“''(1831), ''„ოცდაათი წლის ქალი“''(1831), ''„გამქრალი ოცნებანი“''(1837-1839), ''„სოფლის ექიმი“''(1833), ''„ეჟენი გრანდე“'' (1833), ''„სერაფიტა“'' (1833), ''„აბსოლუტის ძიება“'' (1834), ''„მამა გორიო“'' (1834-[[1835]]), ''„ცელქი მოთხრობები“'' (1832-1837), ''„ნუსინგენის სახლი“'' (1838), ''„კურტიზანების ბრწყინვალება“'' (1838), ''„კურტიზანების ბრწყინვალება და სიღატაკე“'' (1839-1847), ''„გლეხები“'' (1844), ''„კუზინ ბეტი“'' (1846), ''„კუზენ პონსი“'' (1847) და სხვა მრავალი.
 
ბიზნეს საქმიანობებთან დაკავშირებული მარცხის შემდეგ, ბალზაკი გაემგზავრა ბრეტანში და დარჩა დე პომერელის ოჯახში, ფუჟერის მახლობლად. მწერალმა აქ დაწერა მწერალმა ''„შუანები“'' (1829), სასიყვარულო ამბავი, რომელიც როიალისტ ძალთა ჩარევით ცუდად სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ბალზაკი სამეფო მმართველობის მომხრე იყო, ის კონტრ-რევოლუციონერებს სიმპათიით ახსიათებსახასიათებს, თუმცა, ამასთან ისინი წიგნის ყველაზე სასტიკი სცენების ცენტრში არიან. ეს იყო პიველიპირველი წიგნი, რომელიც ბალზაკმა საკუთარი სახელით გამოაქვეყნა და ამან მას გაუხსნა „გზა აღთქმული მიწისკენ“, როგორც ერთმა კრიტიკოსმა აღნიშნა. ამ წიგნმა ავტორს გარკვეული სამწერლო ნიშა მისცა (მიუხედავად იმისა, რომ ის [[უოლტერ სკოტი]]ს გავლენას განიცდიდა).
 
ამის შემდეგ, მალევე, იმ დროისთვის, როდესაც ბალზაკსბალზაკის მამა გარდაეცვალაგარდაიცვალა, მან დაწერა ''„ელ ვერდუგო“'', დაახლოებით 30 წლის კაცის შესახებ, რომელიც კლავს თავის მამას (იმ დროისთვის ბალზაკიც 30 წლის იყო. ეს იყო პირველი ნამუშევარი, რომელიც ბალზაკმა „ონორე დე ბალზაკის“ სახელით გამოაქვეყნა). ისევე როგორც მისმა მამამ, მანაც გამოიყენა „დე“ ნაწილაკი, რომელსაც მაღალი წოდების ადამიანები იყენებდნენ, რათარადგან მიღებული ყოფილიყო არისტოკრატთა საზოგადოებაში. 1830 წელს ბალზაკმა დაწერა: „არისტოკრატიზმის წოდება, რომელიც ნიჭიერებას მოისაზრებს გაცილებით უფრო სამართლიანი და რეალურია, ვიდრე არისტოკრატია, რომელიც მხოლოდ სახელითა და მატერიალური ძალაუფლებით შემოიფარგლება“. ამისთვის სწორი დროის შერჩევაც მნიშვნელოვანი იყო. როგორც რობი ხსნის: „მამის გარდაცვალება და სათავადაზნაურო ნაწილაკის დამატება მწერლის სახელში ემთხვევა, რაც სიმბოლურ მემკვიდრეობის მიღებას გამოხატავს“. როგორც მისმა მამამ განვლო რთული და შრომატევადი გზა სიღარიბიდან მაღალი წრის საზოგადოებამდე, ასევე ბალზაკი მიიჩნევდა, რომ შრომა და ძალისხმევა იყო ნამდვილი ნიშანი აზნაურობის.
 
[[1830]] წლის ივლისის რევოლუციისა და [[ჩარლზ X]]-ის მმართველობის დამხობის შემდგომ, ბალზაკმა განაცხადა, რომ ის [[როიალისტი]] იყო და მხარს უჭერდა ჩარლზ X-ს. მწერალი მიიჩნევდა, რომ ივლისის რევოლუციის შედეგად დამყარებული მონარქია (რომელის საზოგადოების აბსოლუტურ მხარდაჭერას ფლობდა) იყო არაორგანიზებული და არაპრინციპული და მას ესაჭიროებოდა შუამავალი, რათა შენარჩუნებულიყო პოლიტიკური სიმშვიდე მეფესა და აჯანყებულ ძალთა შორის. ბალზაკი შესაფერის პოლიტიკურ ფიგურად მიიჩნევდა ახალგაზრდა და ენერგიულ ადამიანს, რომელიც ნეიტრალური იქნებოდა ორივე პოლიტიკურად დაპირისპირებულ ძალას შორის. ასეთ ადამიანად ის საკუთარ თავს თვლიდა და აპირებდა პოლიტიკაში ჩაბმას, რომ არა ფატალური ინციდენტი (ბალზაკს ფეხი აუსრიალდა და დაეცა ქუჩაში, რის გამოც მიიღო თავის ტრავმა). მწერალმა გადაწყვიტა, არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.