ფიზიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
[[კლასიკური ფიზიკა]] თვლიდა, რომ ნივთიერება ყოველთვის შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ნივთიერი წერტილების ერთობლიობა, ე.ი ისეთი [[ნაწილაკების ფიზიკა|ნაწილაკების]] ერთობლიობა, რომელთა ხაზოვანი ზომები შეიძლება უგუვებელყოთ მათ შორის მანძილებთან შედარებით. ყოველი [[ფიზიკური მოვლენა]] განიხილებოდა როგორც ნაწილაკების ურთიერთქმედებისა და მოძრაობის შედეგი.<ref name="მათე1" />
 
სულ სხვა ხასიათისაა მატერიის მეორე სახე -[[ველი]]. შეუძლებელი იყო მისი წარმოდგენა მცირე ზომის ნაწილაკთა ერთობლიობის სახით, ვინაიდან იგი უწყვეტად იყო გავრცელებული მთელს სივრცეში. ყოველი ცვლილება ველში განიხილებოდა როგორც უწყვეტი [[ტალღები]]ს გავრცელება და ამ ცვლილებათა კანონები არ დაიყვანებოდა ნაწილაკების მოძრაობის კანონებზე. ცხადია, რომ ის მკვეთრი განსხვავება (აღნაგობის მხრივ), რომელიც კლასიკური ფიზიკის თანახმად არსებობს ნივთიერებასა და ველს შორის, საკითხისადმი ცალმხრივი მიდგომის შედეგია, თუ ნივთიერება მხოლოდ წყვეტილია, ხოლო ველი - უწყვეტი, მაშინ შეუძლებელია არსებობდეს მათ შორის ის მჭიდრო კავშირი, რომლის არსებობა თანამედროვე ფიზიკის თვალსაზრისით წარმოადგენს საბოლოოდ დადგენილ ფაქტს; ამიტომაც ვერ შეძლო კალასიკურმა ფიზიკამ ნივთიერებისა და ველს შორის არსებული კავშირის ახსნა.
ფიზიკის განვითარებამ ცხადყო, რომ ველი უწყვეტობასთან ერთად ატარებს წყვეტილი აღნაგობის მრავალ ნიშანს და ნივთიერებაც წყვეტილ აღნაგობასთან ერთად უწყვეტობის თვისებათა მატარებელია. ნივთიერებისა და ველის თვისებების ასეთი დაახლოების შედეგად შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მატერიიის აღნაგობის საკითხის გარკვევაში.<ref name="მათე1" />
[[ფაილი:CMB Timeline300 no WMAP.jpg|right|300px|thumb|სამყაროს გაფართოების გრაფიკული წარმოდგენა. აქ სივრცე (მათ შორის სამყაროში ჰიპოთეზურად დაუმზერადი ნაწილიც) დროის ყოველი მომენტისთვის წარმოდგენილია წრიულ ნაწილებად.]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიზიკა“-დან