ბესიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|გაბაშვილი}}
[[ფაილი:Besik Gabashvili.jpg|250px|thumb|ბესიკ ზაქარიას ძე გაბაშვილი]]
 
{{ინფოდაფა მწერალი
| სახელი = ბესიკი
| სურათი= Besik Gabashvili.jpg
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი =
| დაბადების თარიღი =1750
| დაბადების ადგილი = [[თბილისი]]
| გარდაცვალების თარიღი = [[6 თებერვალი]] [[1791]]
| გარდაცვალების ადგილი = [[იასი]], [[რუმინეთი]]
| საქმიანობა = [[პოეტი]]
| ეროვნება = [[ქართველი]]
| პერიოდი =
| ჟანრი = [[ლირიკა]]
| თემატიკა = სიყვარული
| მიმდინარეობა = [[რომანტიზმი]]
| დებიუტი =
| magnum_opus = „ტანო-ტატანო“
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
| საიტი =
| სქოლიო =
}}
'''ბესიკი''' (ნამდვილი გვარი და სახელი — ''ბესარიონ ზაქარიას ძე გაბაშვილი '') (დ. [[1750]], [[თბილისი]] — გ. [[6 თებერვალი]] <small>[ძვ. სტ. 24 იანვარი]</small>, [[1791]], [[იასი]], [[რუმინეთი]]) — [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ის]] კარის მოძღვრის [[გაბაშვილი, ზაქარია|ზაქარია გაბაშვილის]] ვაჟი.
 
== ბიოგრაფია ==
ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმ., ისე დას. ლიტერატურის ცოდნა. [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: [[ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე)|ლევან ბატონიშვილი]], სარდალი [[ორბელიანი, დავით|დავით ორბელიანი]], [[დავით რექტორი]] და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს [[ანტონ I|ანტონ I-ს]] შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაში. მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის [[სოლომონ I|სოლომონ I-ის]] კარზე ინყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელო უბოძა. [[1778]] ბესიკი [[ირანი|ირანში]] გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა [[დავით II, გიორგი VII-ის ძე|დავით გიორგის ძის]] გამეფებას. [[1787]] დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის [[1783]], და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი [[პოტიომკინი, გრიგოლ|გ. პოტიომკინი]]. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ [[კიშინიოვი|კიშინიოვში]], ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა.
 
== შემოქმედება ==
ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: "სევდის ბაღს შეველ", "მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა", "ტანო-ტატანო", "მე შენზე ფიქრმა მიმარინდა" და სხვა. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირიკული გმირი. ბესიკის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება "აღორძინების ხანის" სხვა პოეტებს, რომელთა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა უპირატესად არის ღმერთი). ბესიკი ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს.
 
ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა; ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.
 
საგმირო-პატრიოტულ პოემაში "ასპინძისათვის" ბესიკმა [[1770]] ოსმალო-ლეკთა ჯარზე ქართველთა გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა "რუხის ომი". სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში "რძალ-დედამთილიანი" ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, [[გურამიშვილი, დავით|დავით გურამიშვილთან]] ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს. ბესიკს დაწერილი აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც (მაგ., "ჭაბუა ორბელიანზე" და სხვ.).
 
ბესიკის პოეზიისათვის დამახასიეთებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახალი [[ბესიკური|სახეობანი]]. ქართული პოეზიის არაერთი ორიგინალური მეტაფორა ბესიკის სახელს უკავშირდება ("სევდის ბაღი", "ცრემლთა ისხარნი", "შავნი შაშვნი" და ა. შ.). ბესიკის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია. ზოგ მათგანში შესულია არა მარტო ბესიკის, არამედ მის მიმბაძველთა ლექსებიც, რაც ერთობ ართულებს ავთენტიკური მასალის შერჩევას. მაინც შესაძლებელი გახდა მისი ლექსების თავმოყრა, გამოცემა ([[1855]], [[1962]]) და ბესიკის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობის მთლიანობაში წარმოდგენა.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბესიკი“-დან