ნერვული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 1:
[[ფაილი:TE-Nervous system diagram.svg|მინი|ადამიანის ნერვული სისტემა]]
'''ნერვული სისტემა''' ({{lang-la|nervus}} — ნერვი) — ბიოლოგიური სისტემა, რომელიც '''ცენტრალური''' ([[თავის ტვინი|თავისა]] და [[ზურგის ტვინი]]) და '''პერიფერიული'''
== შედგენილობა ==
ნერვულ ქსოვილს ქმნის ნერვული უჯრედები, რომლებსაც [[ნეირონი|ნეირონები]] ეწოდება. ნეირონებს გარს აკრავს პატარა ე. წ თანამგზავრი უჯრედები, რომლებიც ასრულებენ საკვებ ფუნქციას, მათ გლიური უჯრედები ჰქვიათ.
ისინი ნეირონებზე ათჯერ მეტია. ნეირონი შედგება სხეულისა და მისგან წარზიდული მორჩებისგან. მორჩები არის ორი სახის: დენდრიტები, რომლებიც ხესავით დატოტვილ სტრუქტურას ქმნიან, და ერთი ნეირონის შემთხვევაში შეიძლება მრავალი იყოს; მეორე სახის მორჩია აქსონი. ყოველ ნერვულ უჯრედს მხოლოდ ერთი აქსონი აქვს და ის უფრო გრძელია ვიდრე დენდრიტები.
'''ნერვული იმპულსი''' რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ანალიზატორით აღიქმება, დენდრიტების საშუალებით მიდის ნეირონის სხეულში, სადაც მოხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და შესაბამისი ფიზიოლოგიური პასუხის ფორმირება, რაც პერიფერიაზე გავრცელდება აქსონების საშუალებით. აქსონებს ხშირ შემთხვევაში გარს აკრავს თეთრი ფერის გარსი, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება. ნერვულ სისტემაში რუხი შეფერილობა განპირობებულია დენდრიტებისა და ნეირონების სხეულთა გროვებით, ხოლო თეთრი შეფერილობა, კი აქსონების გროვებით.
ნეირონები, თავიანთი ფუნქციის შესაბამისად არიან მგრძნობიარე ან მამოძრავებელი. მგრძნობიარე ნერვები გრძნობათა ორგანოებიდან ზურგის ტვინში გადასცემენ იმპულსებს, რათა ზურგის ტვინში მოხდეს შესაბამისი პასუხის ფორმირება და განხორციელლდეს პერიფერიაზე ესა თუ ის მოტორული პასუხი. მამოძრავებელ ნეირონებს იმპულსები ზურგისა და თავის ტვინიდან, კუნთებთან და შინაგან ორგანოებთან მიაქვთ.
ნერვები, ნერვული უჯრედების გროვებია, რომელიც გარედან დაფარულია მიელინის გარსით. ისინიც თავიანთი ფუნქციის შესაბამისად შეიძლება იყოს მგრძნობიარე ან მამოძრავებელი.
== მოგრძო ტვინი და ხიდი ==
მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა და რეფლექსურ და გამტარ ფუნქციებს ასრულებენ. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვები არეგულირებენ: საჭმლის მონელებას, სუნთქვას, ვაზო-მოტორულ აქტივობას, გულის მუშაობას. შესაბამისად მისი დაზიანება სიცოცხლისთვის საშიშია. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვების საშუალებით ხორციელდება ღეჭვის, ყლაპვის, წოვის, გულისრევის, ცემინებისა და ხველის რეფლექსები.
==ნათხემი==
მისი ზედაპირი წარმოდგენილია რუხი ნივთიერებით, ხოლო შიგნით თეთრ ნივთიერებაში რუხი ნივთიერება გროვების სახით გვხვდება. ნათხემი არეგულირებს მოძრაობის აქტს. როცა ნათხემის ნორმალური მუშაობა ირღვევა, ადამიანი ზუსტი მოძრაობის უნარს კარგავს. ნათხემი შედგება ორი ჰემისფეროსაგან და ჭიისაგან. ნათხემის ჰემისფეროებში მოთავსებულია კიდურების კოორდინაციის, ხოლო ჭიაში ტორსის კოორდინაციის ცენტრი. ნათხემის დაზიანებისას ვითარდება სხეულის კოორდინაციის უნარის დარღვევა – ატაქსია. ატაქსია არის სამი სახის:
*სენსორული - იგი ვითარდება ორმაგი მგრძნობელობის მოშლის დროს.
* ვესტიბულური - ვითარდება ვესტიბულური აპარატის (წონასწორობის აპარატი, რომელიც მოთავსებულია ყურში) აპარატის დაზიანებისას.
* საკუთრივ ნათხემის ატაქსია - ვითარდება ნათხემის ჭიის დაზიანებისას.
== რესურსები ინტერნეტში ==
|