გერმანე გოგიტიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|გოგიტიძე}} '''გერმანე გოგიტიძე''' (დ. 12 სექტემბერი, 1886, ოზურ...
 
No edit summary
ხაზი 4:
უმაღლესი განათლება მიიღო [[პარიზი|პარიზში.]] 1914 წელს ოზურგეთში გახსნა მისივე თანხებით აშენებული [[თეატრი]] 250-კაციანი დარბაზით და მოძრავი სცენით, რომელიც შემდგომ კინოთეატრ „ილუზიონად“ გადაკეთდა. ამ საქმეში მას ეხმარებოდნენ ნესტორ აბაშიძე და სტანისლავ კალატოზიშვილი. 1916–1918 წლებში [[ალექსანდრე წუწუნავა]]სთან ერთად გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „[[ქრისტინე (ფილმი)|ქრისტინე]]“. 1921 წელს სათავეში ჩაუდგა [[საქართველოს სსრ]] განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციას; 1923 წლიდან იყო „[[სახკინმრეწვი]]ს“ დირექტორ–განმკარგულებელი.
 
გოგიტიძემ დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში; მისი ძალისხმევით მოხერხდა ქართული ფილმების უცხოეთში ჩვენება. ავტორია წიგნისა „ქართული კინოს წარსულიდან“.
 
==ლიტერატურა==