თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 66:
თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო გოგნიაშვილის „ქრისტინე“ (1918 წლის 17 ივნისი), თუმცა ამ ჟანრის პირველ კლასიკურ ნიმუშებად ითვლება 1919 წელს თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დადგმული ოპერები: 5 თებერვალს — დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“, 21 თებერვალს — ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, 11 დეკემბერს ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. პირველი ქართული ოპერა დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან. ფრაგმენტები მისი ოპერიდან „თამარ ცბიერი“ შესრულდა 1897 წლის 20 დეკემბერს პეტერბურგში, თუმცა სრული სახით თბილისის ოპერის სცენაზე მხოლოდ 1925-26 წლების სეზონში დაიდგა. ამ ოპერებმა პირველი წარმოდგენებიდანვე განსაზღვრა ქართული საოპერო თეატრის ეროვნული სახე. სწორედ მათში ავლენდნენ თავიანთ განსაკუთრებულ თვისებებს ქართული ვოკალური სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები: ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, დავით გამრეკელი, დავით მჭედლიშვილი, ბათუ კრავეიშვილი, ნადეჟდა ხარაძე, ნადეჟდა ცომაია, ვერა დავიდოვა, მერი. ნაკაშიძე და სხვები.
 
1937 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველი კლასიკოსის [[ფალიაშვილი, ზაქარია|ზაქარია ფალიაშვილის]] სახელს ატარებს. თეატრი ამაყობს ისეთი შესანიშნავი მომღერლებით, როგორებიც არიან: [[ჭყონია, ლამარა|ლამარა ჭყონია]], [[ამირანაშვილი, მედეა|მედეა ამირანაშვილი]], [[გურგენიძე, თამარ|თამარ გურგენიძე]], [[ტატიშვილი, ცისანა|ცისანა ტატიშვილი]], [[ქარსაშვილი, მაყვალა|მაყვალა ქარსაშვილი]], [[ანჯაფარიძე, ზურაბ|ზურაბ ანჯაფარიძე]], [[ანდღულაძე, ნოდარ|ნოდარ ანდღულაძე]], [[სოტკილავა, ზურაბ|ზურაბ სოტკილავა]], [[ბურჭულაძე, პაატა|პაატა ბურჭულაძე]], [[გუგუშვილი, თემურ|თემურ გუგუშვილი]], [[კალმახელიძე, ლიანა|ლიანა კალმახელიძე]], [[მდივანი, ჯემალ|ჯემალ მდივანი]], [[გეწაძე, ელდარ|ელდარ გეწაძე]], ვალერიანო გამგებელი (ესპანეთი), [[ათანელი, ლადო|ლადო ათანელიშვილი (ლადო ათანელი, გერმანია)]], ნაირა გლუნჩაძე (გერმანია), ეთერ ჭყონია (ეთერ ლამორისი, ესპანეთი), იანო ალიბეგაშვილი (იანო თამარი, იტალია), შალვა მუქერია (ავსტრია), რომელიც სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
 
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდნენ ქართველი დირიჟორები: ივანე ფალიაშვილი, [[მიქელაძე, ევგენი|ევგენი მიქელაძე]], [[დიმიტრიადი, ოდისეი|ოდისეი დიმიტრიადი]], [[ფალიაშვილი, ვახტანგ|ვახტანგ ფალიაშვილი]], [[მირცხულავა, დიდიმ|დიდიმ მირცხულავა]], [[ხუროძე, ზაქარია|ზაქარია ხუროძე]], [[კახიძე, ჯანსუღ|ჯანსუღ კახიძე]], [[გივი მუნჯიშვილი]]; რეჟისორები: [[წუწუნავა, ალექსანდრე|ალექსანდრე წუწუნავა]], [[მარჯანიშვილი, კოტე|კოტე მარჯანიშვილი]], [[ახმეტელი, სანდრო|სანდრო ახმეტელი]], [[ტაბლიაშვილი, ვახტანგ|ვახტანგ ტაბლიაშვილი]], [[თუმანიშვილი, მიეხილ|მიხეილ თუმანიშვილი]], [[ლორთქიფანიძე, გიგა|გიგა ლორთქიფანიძე]]; მხატვრები: ვ. სიდამონ-ერისთავი, [[ქობულაძე, სერგო|სერგო ქობულაძე]], [[აბაკელია, თამარ|თამარ აბაკელია]], [[ვირსალაძე, სიმონ|სიმონ(სოლიკო) ვირსალაძე]], [[ასკურავა, ივანე|ივანე ასკურავა]].