იოანე პეტრიწი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Kakha Dalier ცვლილებების გაუქმება (№2918472)
No edit summary
ხაზი 10:
ჰუმანიზმის ერთ-ერთი ძირითადი იდეაა ამქვეყნიური სინამდვილის ღირებულების აღიარება, რაც, თავის მხრივ, შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი მიწისა და ზეცის დუალიზმის დაძლევას გულისხმობს. იოანე პეტრიწის, როგორც ფილოსოფოსის, ისტორიული მოწოდება ამ იდეის თეორიული დასაბუთება იყო. ეს ამოცანა მის ფილოსოფიურ ნააზრევში გადაწყვეტილია ანტიკური იდეების, კერძოდ, ნეოპლატონიზმის (პროკლეს) საფუძველზე.
 
არსი, იოანე პეტრიწის მიხედვით, მთლიანობაა, რომლის უმაღლესი საფეხური „ყოველთაგან ზესთ მდებარე“ ღმერთია, ხოლო ყველაზე დაბალი — ხილული სამყარო. უმაღლესი მიზეზისაგან სამყაროა „წარმოარსება“ ნეოპლატონიზმში და იოანე პეტრიწთან ემანაციის (გამომდინარეობის, პეტრიწის ტერმინებით: „არსებითი გზავნაია“, „წარმოობის“, „წარმოქმნის“, „წარმოარსების“) ცნების საფუძველზე ხდება. ემანაცია ხორციელდება შუალედი საფეხურების მეშვეობით. პირველ მიზეზსა და ხილულ სამყაროს შორის მოთავსებულია ღვთაებრივი რიცხვების, გონისა და სულის საფეხურები. პირველმიზეზი ზეარსია, არსებობაზე აღმატებული და „უცნაური“ (შეუცნობელი). მისი განსაზღვრა მხოლოდ მიახლოებით შეიძლება და პრედიკატი, რომელიც მას მიეწერება, არის სიკეთე.
ემანაცია ხორციელდება შუალედი საფეხურების მეშვეობით. პირველ მიზეზსა და ხილულ სამყაროს შორის მოთავსებულია ღვთაებრივი რიცხვების, გონისა და სულის საფეხურები. პირველმიზეზი ზეარსია, არსებობაზე აღმატებული და „უცნაური“ (შეუცნობელი). მისი განსაზღვრა მხოლოდ მიახლოებით შეიძლება და პრედიკატი, რომელიც მას მიეწერება, არის სიკეთე.
 
იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მსოფლმხედველობის მნიშვნელოვანი მხარეა შეხედულება მიზეზობრიობაზე, რომელიც ვრცელდება პირველმიზეზებსა და სამყაროს შორის არსებულ კავშირებზე. კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის ტრიადულია და სამი მიმართების მთლიანობას წარმოადგენს. პირველი მათ შორის იგივეობისა და მსგავსების მიმართებაა. ამ საფეხურზე შედეგი მიზეზშია, იგი არსებობს „თვისსა მიზეზსა შორის“ და განუსხვავებელია მიზეზისაგან. მეორე მიმართება შედეგის გამოყოფაა, მისი განსხვავება, განცალკევება, „სხვად“ ყოფნა“. ამ მიმართებით მოიპოვებს წარმოებული არსი საკუთარ არსებობას. ამგვარად, შედეგი განსხვავებულიცაა მიზეზისაგან და მისი იგივეობრივიც, მსგავსიც. მიზეზსა და შედეგს შორის არსებული დიალექტიკური მიმართების გარკვევის მიზნით იოანე პეტრიწს შემოაქვს ცნება, რომლის მიხედვით, შედეგი მიზეზთან მიმართებაში არის „იგივე სხვა“. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ამგვარი გაგება იძლევა საფუძველს არსის პირველმიზეზში, საწყისში უკუდაბრუნებისათვის, რაც ამთავრებს არსის მთლიანობას და ჰკრავს იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ სისტემას. პირველმიზეზისა და სამყაროს მიმართების პეტრიწისეული გადაწყვეტა მიდის სამყაროს მარადიულობისა და მისი წარმოქმნის აუცილებლობის აღიარებამდე. მესამე საფეხურია ინტუიცია, რომელიც გონის მეშვეობით ხორციელდება. ამ შემთხვევაში შემეცნების საგანი თვით აზროვნებაშია მოცემული და შემეცნება საგნის „მარტივად“, უშუალოს წვდომის შედეგადაა მიჩნეული.
Line 19 ⟶ 18:
 
იოანე პეტრიწმა შექმნა ლიტერატურულ სკოლა, აღზარდა მრავალი მოწაფე, გამოუჩნდნენ მიმდევრებიც. თავისებურია მისი ენა და სტილი. იგი ქმნიდა ახალ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიას, ბერძნულიდან დედანთან ზუსტი მიმართების მიზნით უხვად იყენებდა ქართული ენის ბუნებისათვის შეუფერებელი მიმღეობანი კონსტრუქციების წინადადებებს, რაც ართულებდა მის სამწერლო ენას. იოანე პეტრიწმა დიდი გავლენა მოახდინა ძველი ქართული ფილოსოფიურ აზროვნებაზე, საერო პოეზიასა და საისტორიო მწერლობაზე, განსაკუთრებით კი ანტონ I-ის ლიტერატურულ სკოლაზე.
 
==ლიტერატურა==
* ''ლოლაშვილი ი., ხიდაშელი შ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 191-192, თბ., 1980
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_პეტრიწი“-დან