თოხთამიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 58:
მალე [[ოქროს ურდო]]ს ტახტზე უძლიერესი ემირის [[ედიგეი]]ს მეშვეობით დამკვიდრდა [[თემურ-ყუთლუღი]], მან დაამარცხა თოხთამიში, რომელიც ამის შემდეგ ოჯახთან ერთად გაიქცა [[კიევი|კიევში]] [[ლიტვის დიდი მთავარი|ლიტვის დიდ მთავარ]] [[ვიტოვტი|ვიტოვტთან]]. თოხთამიში ვიტოვტმა კარგად მიიღო, რადგან უკანასკნელს სურდა მისი გამოყენება ურდოში თავისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისათვის. ვიტოვტმა დაიწყო მასშტაბური ლაშქრობის მომზადება თათართა წინაღმდეგ, თოხთამიშის ოქროს ურდოს ტახტზე დაბრუნების მიზნით. თოხთამიშმა რამდენიმე ათასკაციანი რაზმით მიიღო მონაწილეობა ლაშქრობაში. [[1399]] წელს ლაშქრობის დროს ვიტოვტმა განალაგა ბანაკი [[მდინარე]] [[ვორსკლა]]ზე, თემურ-ყუთლუღს შეეშინდა მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგისა და ითხოვა ზავი. ამ დროს მდინარესთან მიუსწრო ედიგეიმ თავის ჯართან ერთად. მან ჩაშალა მოლაპარაკება და დაარწმუნა თემურ-ყუთლუღი გაეგრძელებინა ბრძოლა. ედიგეის მეთაურობით ურდოს ჯარმა ვიტოვტს მიაყენა გამანადგურებელი დამარცხება.
 
თოხთამიშმა საბოლოოდ თითქოს დაკარგა პოლიტიკური გავლენა, მაგრამ ბოლო წლებში გადაიხარა სამშვიდობოთსამშვიდობოდ თემურლენგისაკენ, რომელსაც ელჩიც კი გაუგზავნა. ამიტომ ედიგეიმ ამ გამარჯვების შემდეგ არ მოასვენა თოხთამიში და ხანგრძლივი დროის მანძილზე გარდამავალი წარმატებით ებრძოდა მას. [[თემურლენგი]] გარდაიცვალა [[1405]] წელს, თოხთამიში კი ედიგეისთან და [[ჩოკრე-ხანი|ჩოკრესთან]] 16-ე ბრძოლაში საბოლოოდ დაამარცხეს და მოკლეს. [[1406]] წლისათვის არხანგელოქალაქის მემატიანე (შედის [[უსტიუჟის მატიანეთა კრებული|უსტიუჟის მატიანეთა კრებულში]]) გვამცნობს: {{ციტატა|იმავე ზამთარს მეფე [[შადიბეკ-ხანი|ჟენიბეკმა]] მოკლა თახთამიში [[ციმბირი]]ს მიწაზე ტიუმენთან ახლოს თავად კი დაჯდა ურდოში.<ref>[http://imwerden.de/pdf/psrl_tom37_ustyuzhskie_i_vologodskie_letopisi_1982.pdf Архангелогородский летописец // Полное собрание русских летописей / Отв. ред. акад. Б. А. Рыбаков. — Л.: Наука, 1982. — Т. 37. Устюжские и вологодские летописи XVI—XVIII вв. — С. 82. — 227 с. — 5 400 экз.]</ref>}}
 
==რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თოხთამიში“-დან