რომან ფიფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 12:
1997-2000 წლებში რომან ფიფია იყო ქალაქ სარატოვის საბჭოს წევრი. აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას: გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად ოთხწლიანი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ოჯახებს უფასოდ მიეწოდებოდათ პური. პროგრამის ბიუჯეტმა 23 მილიონ რუბლს გადააჭარბა. 1997-2001 წლებში იკავებდა საფეხბურთო კლუბ [[სოკოლი სარატოვი (საფეხბურთო კლუბი)|„სოკოლის“]] პრეზიდენტის პოსტს. მისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად 60 წლის არსებობის მანძილზე სკ „სოკოლი“ შეუერთდა [[რუსეთის საფეხბურთო პრემიერ-ლიგა|რუსეთის საფეხბურთო უმაღლეს ლიგას]].
 
რომან ფიფია აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. კულტურული და სპორტული ცხოვრების განვითარებისთვის ქართველმა ბიზნესმენმა არაერთი საქველმოქმედო და სოციალური პროექტი განახორციელა. რუსეთში დაფინანსდა [[ვანესა მეი|ვანესა მეის]] საქველმოქმედო კონცერტი, [[თბილისი|თბილისში]] ჩატარდა [[შაკირა|შაკირას]] მსოფლიო დონის წარმოდგენა, რომელიც იყო საშობაო საჩუქარი ქართველი საზოგადოებისთვის.
 
2003 წელს საქართველოში მომხდარი [[ვარდების რევოლუცია|ვარდების რევოლუციის]] შემდეგ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი შეიქმნა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, [[ზურაბ ჟვანია|ზურაბ ჟვანიამ]] უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებს მიმართა, საკუთარ ქვეყანას გვერდში დასდგომოდნენ. რუსეთში მოღვაწეე რომან ფიფიამ ხორბლის დიდი მარაგი გამოუგზავნა საქართველოს და ქვეყანა კრიზისს გადაარჩინა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომან_ფიფია“-დან