სოფიო ამირაჯიბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა წარჩინებული თბილისელი სომხის, ვასილ არღუთინსკის (არღუთაშვილი) ოჯახში. სწავლობდა თბილისში ფავრის პანსიონში. სოფიო ადრე გათხოვდა გენერალ მიხეილ ამირაჯიბზე. ჰყავდა სამი შვილი: ანასტასია, ბარბარე და კონსტანტინე. ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას. რუსულად თარგმნა გრ. ორბელიანის, ვ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, [[აკაკი წერეთელი|ა. წერეთლის]], [[ვაჟა-ფშაველა]]ს, ი. ევდოშვილის, [[დუტუ მეგრელი]]ს, ია ეკალაძისა და სხვა თხზულებანი. ამირაჯიბის თარგმანები იბეჭდებოდა თბილისის იმდროინდელ რუსულ პრესაში ([[კავკაზსკი ვესტნიკი|"კავკაზსკი ვესტნიკი"]], "არგონავტი", "ნოვოე ობოზრენიე", "ტიფლისსკი ლისტოკი") , ცალკე წიგნად კი სათაურით "ქართველი პოეტების ლექსთა კრებული" გამოიცა მოსკოვში [[1909]] წელს.
 
სიცოცხლის უკანასკნელი წლები სოფიო ამირაჯიბმა მოსკოვში გაატარა. მის სახლში არბატზე ხშირად იყრიდნენ თავს ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. მათ შორის, [[პეტრე ჩაიკოვსკი]]ს ძმა მოდესტი, რუსული თეატრის მშვენება [[მარია ერმოლოვა]], ანასტასია ამირაჯიბის პედაგოგი ხატვაში [[ვალენტინ სეროვი]] და სხვები.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
== ლიტერატურა ==