ანატოლი კარპოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მოჭადრაკე | სახელი = ანატოლი კარპოვი | სურათი...
 
No edit summary
ხაზი 18:
| საიტი =
}}
'''ანატოლი კარპოვი''' (დ. [[23 მაისი]] [[1951]], [[ზლატოუსტი]]) — რუსი მოჭადრაკე, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონი (1975—1985), საერთაშორისო დიდოსტატი (1970), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1974). მსოფლიო სამგზის ჩემპიონი ჭადრაკში მამაკაცთა შორის (1975, 1978, 1981), FIDE-ს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1993, 1996, 1998), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1985 და 1989), საჭადრაკო ოლიმპიადის ექვსგზის გამარჯვებული სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1972, 1974, 1980, 1982, 1986, 1988), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1976, 1983, 1988), რსფსრ ჩემპიონი (1970). საჭადრაკო ოსკარის გხრაგზის მფლობელი (1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1979, 1980, 1981, 1984). ზლატოუსტისა (1979) და ტულის (1998) საპატიო მოქალაქე.
 
1975 წლის 3 აპრილს ფიდემ მატჩის გაუმართავად მიანიჭა ტიტული, ვინაიდან ბობი ფიშერმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ტიტული შეინარჩუნა ვიქტორ კორჩნოისთან მატჩებში: 1978 (16,5:15,5) და 1981 წლებში (11:7). 1985 წელს დამარცხდა გარი კასპაროვთან (11:13), ვისთანაც შემდგომ სამი მატჩ-რევანში წააგო: 1986 (11,5:12,5), 1987 (12:12) და 1990 წლებში (11,5:12,5).