გიორგი სააკაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.186.215.46-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 42:
 
== ტაშისკარის ბრძოლა ==
{{მთავარი| ტაშისკარის ბრძოლა 1609}}
[[1609]] წლის [[ივნისი|ივნისში]] [[ქართლი|ქართლში]] [[ოსმალები|ოსმალთა]] დიდი არმია შემოიჭრა, ქართული წყაროები მათ ,,თათარხანის ჯარს’’ და ,,მგლის ტყაოსნებს’’ უწოდებენ. ჯარი სათარეშოდ იყო შემოსული და როგორც ჩანს, მტერმა იცოდა მეფის ადგილსამყოფელი. მათი მიზანი იყო ხელთ ეგდოთ ქართლის [[ლუარსაბ II|მეფე ლუარსაბი]], რომელიც ცხირეთში იმყოფებოდა და გაეპარტახებინათ უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა. მტერს მეგზური დასჭირდა – კველთაში ერთი მღვდელი დაიჭირა და მეგზურობა უბრძანა. [[თევდორე მღვდელი|ბერი თევდორე]] უმამაცესი გმირი აღმოჩნდა. მას მყარად ჰქონდა გააზრებული თუ რას ნიშნავდა მეფის დატყვევება, გადაწყვიტა საკუთარი სიცოცხლის ფასად ეხსნა ლუარსაბი და სულ სხვა გზით წაიყვანა ოსმალები, გოსტიბიდან ერთაწმინდის გავლით სოფელ [[ქვენადრი]]საკენ. მტერი დიდი მანძილით დაშორდა ცხირეთს. როდესაც ოსმალები მიუხვდნენ თევდორე ბერს ტყუილს წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_სააკაძე“-დან