ერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 63:
==შავი ნაციონალიზმი==
 
მე-18 საუკუნემ ცვლილება შეიტანა ტერმინი "''ნაციის"'' გაგებაში, მისი მნიშვნელობა დავიწროვდა და დაუახლოვდა ერ-სახელმწიფოს ცნებას. ამიერიდან იგი გამოიყენება იმ ჯგუფების მიმართ, რომელთაც გააჩნიათ აღიარებული და სუვერენული მთავრობა და ფიზიკური საზღვრები.<ref>Bauböck, Rainer, and Thomas Faist. Diaspora and Transnationalism: Concepts, Theories and Methods. Amsterdam: Amsterdam UP, 2010. Print.</ref> ნაციებმა დაიწყო განვითარება მე-18 საუკუნის ბოლოსკენ, როგორც მთავრობისა და სოციალური ორგანიზაციის წამყვანმა ფორმამ.<ref>
{{cite book
| last1 = Manning
ხაზი 97:
</ref>
 
ეს ცვლილება განხორციელდა [[ახალი სამყარო|ახალ სამყაროში]], როდესაც აფრიკელები ჩამოიყვანეს იქ დამონებული ხალხების სახით.{{citation needed|date=January 2014}} თეთრი მოსახლეობა ამ უცხოელებს სხვა ერად თვლიდა იმ გაგებით, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იყო კანის ფერსა და წარმომშობ კონტინენტზე. მონების იდენტობა განისაზღვრებოდა მათი კანის ფერით (და "შავი სისხლის" მინარევით მათს გენეტიკაში) და არა იმ ერით, ეთნოსით ან ტომით, საიდანაც ისინი რეალურად მოდიოდნენ. მე-18 საუკუნემდე ტერმინი ''ნაციის'' გამოყენება ძირითადად ტერმინი ''ეთნოსის'' სინონიმური იყო და გულისხმობდა ენით, წარმოშობის რეგიონითა და მსგავსი კულტურული გარემოთი გაერთიანებულ ხალხს ან მოსახლეობის ჯგუფს. [[ემანსიპაცია|ემანსიპაციის]], მონებით ვაჭრობის აკრძალვის და აბოლიციონიზმის[[აბოლიციონიზმი]]ს პროცესების გაღრმავებასთან ერთად ''ნაციის'' კონცეფციამ ცვლილება განიცადა. როდესაც ადრე დამონებულნი თავიანთი უფლებებისათვის იბრძოდნენ, მათ უნდა გაეცნობიერებინათ და განემარტათ, რა სახის უფლებები იყო ეს. მათ სულაც არ სურდათ უკვე კარგად დავიწყებულ აფრიკაში დაბრუნება, მათ მოისურვეს ამერიკის კონტინენტზე დარჩენა და თეთრი მოსახლეობის ტოლფასი უფლებებით სარგებლობა. აი ამ პროცესში ენამ და კულტურულმა მემკვიდრეობამ დაკარგა ''ერის'' მსაზღვრელების ფუნქცია და ძირითადი იდეური დატვირთვა გადავიდა საერთო მთავრობასა და ფიზიკურ საზღვრებზე.<ref>Manning, Patrick. The African Diaspora: A History through Culture. New York: Columbia UP, 2009. Print.</ref>
 
დიასპორებს შიგნით, განსაკუთრებით კი პოლიტიზებული ჯგუფების შიგნით ტერმინი ''ნაცია'' გამოიყენებოდა უკვე აბსტრაქტული მნიშვნელობით, ფიზიკური საზღვრებისა და ენობრივი განსხვავებების მიმართ ტრანსცენდენტური აზრით. ნაციის თუ ერის ამგვარი აღწერა-მნიშვნელობა რადიკალიზებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას შავი ნაციონალიზმი უწოდეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერი“-დან