პეტრე კობახიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|კობახიძე}} '''პიერ (პეტრე) კალისტრატეს ძე კობახიძე''' (დ. 29 ივ...
 
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
[[1924]] წელს დაამთავრა [[აკაკი ფაღავას სტუდია]] და ნიჭიერი ახალგაზრდა ჩარიცხეს რუსთაველის სახელობის თეატრში, რომელსაც [[კოტე მარჯანიშვილი]] ხელმძღვანელობდა. შემდეგ დიდმა რეჟისორმა თავის მიერ შექმნილ თეატრში მიიწვია და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის წამყვანი მსახიობი იყო.
 
სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა: ურიელი („ურიელი კოსტა“), ფერდინანდი („ვერაგობა და სიყვარული“), არმანი („მარგარიტა გოტიე“), პეტრუჩიო („ჭირვეული ცოლის მორჯულება“), პარატოვი („უმზითვო“), ანტონიუსი („ანტონიუს და კლეოპატრა“), ჩონტა („მოკვეთილი“), იცკა („იცკა რიჟინაშვილი“), ვაშაძე („მისი ვარსკვლავი“, [[სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია]]) და სხვები. ჭეშმარიტად ნიჭიერმა მსახიობმა შესძლო იმავე სცენააზე წარმატებით შეესრულებინა ურიელი დიდი [[უშანგი ჩხეიძე|უშანგი ჩხეიძის]] შემდეგ.
 
პიერ კობახიძე ნაყოფიერად მუშაობდა [[საქართველოს რადიო]]ში — იყო პირველი სპორტული კომენტატორი; ძველი რადიოჩანაწერებიდან დღესაც თანამედროვედ ჟღერს მის მიერ შექმნილი როლები, ქართველ პოეტთა ნაწარმოებების მისეული, პიერისეული, განუმეორებელი შესრულება. პოეზიის სიყვარული მსახიობს ბავშვობიდან დაჰყვა. ქართულ პერიოდიკაში მრავლადაა გაფანტული მისი ლექსები ''პეტრე ხეთელის'' ფსევდონიმით. ხელოვანმა რეჟისურაშიც სცადა ძალა: დადგა გ. ქელბაქიანის „შესაფერი ჯილდო“, კ.კალაძის „ლალი“, მ. ჯაფარიძის „ბეღურა“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო ორი [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_კობახიძე“-დან