ვარლამ ჟურული: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{მმ*|ჟურული}} '''ვარლამ ნიკოლოზის ძე ჟურული''' (დ. 15 სექტემბერი, 19...
 
ხაზი 3:
 
==ბიოგრაფია==
საშუალო სკოლა დაამთავრა ქუთაისში და შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა [[1935]] წელს. ამავე პერიოდში წარსდგა საზოგადოების წინაშე პოეტური კრებულით „ვარდის ფურცლობა“.
 
ვ. ჟურულის პირველი ნაწარმოებები ჯერ კიდევ [[1924]] წელს გამოქვეყნდა ქარტულ ჟურნალ-გაზეთებში და აქედან მოყოლებული იგი სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ამ კეთილშობილურ საქმეს.
 
თავდაპირველად იყო „ფუტურისტ-ლეფელთა“ ჯგუფის წევრი, მაგრამ მალე დაუახლოვდა პროლეტარული მწერლობის წარმომადგენლებს ეგრეთწოდებულ „ახალთაობელებს“.
 
ოთხი ათეული წლის მოღვაწეობის შედეგია პოეტური კრებულები: „ვარდის ფურცლობა“, „ნარაზენი“, „ჩრდილოეთის დაპყრობა“, „ჩემი გაზაფხული“, „ლირიკა“, „ჩემი მერცხლები“, „ვაზის ცრემლები“ და სხვა. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე. გარდა ამისა მისი მწერლური ნიჭი ქართულ კინოსაც შეეხო. იყო რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარის, სადიქტორო ტექსტის ავტორი. ხშირად იბეჭდებოდა პრესაში, როგორც პუბლიცისტი და აქაც თქვა თავისი სიტყვა.
 
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვარლამ_ჟურული“-დან