სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 6:
[[1828]] წლიდან [[1917]] წლის [[ოქტომბრის რევოლუცია]]მდე, თანამედროვე სომხეთის ტერიტორია [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] ნაწილი იყო და ძირითადად [[ერევნის გუბერნია]]ს მოიცავდა. იმპერიის გაუქმების შემდეგ სომხეთმა, ისევე როგორც მისმა მეზობელმა საქართველომ და აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (იხილეთ სტატია [[სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა]])<ref>Richard G. Hovannisian, ''Republic of Armenia''. 4 vols. Berkeley: University of California Press, 1971-1996.</ref>. [[1920]] წლის ნოემბერში XI [[წითელი არმია]] სომხეთში შევიდა. მათ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და 2 დეკემბერს ქვეყანაში ბოლშევიკური მმართველობა გამოცხადდა. [[1921]] წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირსა და [[თურქეთი|თურქეთს]] შორის დაიდო [[ყარსის ხელშეკრულება|ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება]], რომლის ძალითაც თურქეთს დარჩა მნიშვნელოვანი ქართული და სომხური მიწები. სომხეთის მიღმა აღმოჩნდა ძველი ქალაქი [[ანისი]] და [[არარატი]]ს მთა. მის საზღვრების მიღმა დარჩა [[აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|აზერბაიჯანის სსრ-სთან]] სადავო [[ნახიჩევანი]]სა და [[მთიანი ყარაბაღი]]ს რეგიონები<ref>{{cite book |last=Matossian |first=Mary Kilbourne |title=The Impact of Soviet Policies in Armenia |publisher=E.J. Brill |location=Leiden |year=1962 |page=30 |isbn=0-8305-0081-2}}</ref>, თუმცა სომხეთს გადაეცა [[საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|საქართველოს სსრ-სთან]] სადავო [[ლორე]].
 
გასაბჭოებისთანავე [[ჩეკა]]მ დაიწყო მასობრივი ტერორი ანტი-საბჭოურად მიჩნეული ელემენტების წინააღმდეგ. ბოლშევიკურმა პოლიტიკამ 1921 წელს რესპუბლიკაში [[თებერვლის აჯანყება]] გამოწვიაგამოიწვია, რომელსაც [[დაშნაკცუთიუნი|დაშნაკები]] ჩაუდგნენ სათავეში. ამბოხებულებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს და [[ერევანი]]ც გაათავისუფლეს<ref>Payaslian, Simon (2007). The History of Armenia. New York: Palgrave Macmillan. ISBN 978-1-4039-7467-9. – გვ. 170.</ref>, თუმცა საბოლოოდ ქვეყანაში შემოსულმა XI არმიამ აჯანყება მაინც დაამარცხა და 2 აპრილს დედაქალაქიც დაიბრუნა<ref>Chorbajian, Levon; Mutafian, Claude; Donabedian, Patrick (1994). The Caucasian Knot: The History and Geopolitics of Nagorno-Karabagh. Zed Books. ISBN 1-85649-287-7. – გვ. 133.</ref>.
 
[[1922]] წლის 12 მარტიდან [[1936]] 5 დეკემბრამდე სომხეთი საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად [[ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა|ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში]] ერთიანდებოდა, 1936 წელს კი სსრკ-ში ცალკე რესპუბლიკის სახით შევიდა.