ვერა ბარდაველიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ვერა ვარდენის ასული ბარდაველიძე''' (დ. [[17 სექტემბერი]], [[1899]], [[თბილისი]] გ. [[23 ოქტომბერი]], [[1970]], იქვე) — [[ქართველები|ქართველი]] ეთნოგრაფი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1963). ეთნოგრაფ [[გიორგი ჩიტაია]]ს მეუღლე.
 
==ბიოგრაფია==
1923თბილისის წელსქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა [[თსუ]]-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტისფაკულტეტი, რომლის [[1923]] წელს დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ლენინგრადში, მატერიალური კულტურის აკადემიის ასპირანტურაში (1926-1929). 1931 წლიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამეცნიერო-პედაგიოგიურ მუშაობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, [[ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი|ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი)]], თსუ-ის ეთნოგრაფიის კათედრაზე და შემდგომ ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. 1965 წლიდან იყო ამ ინსტიტუტის საქართველოს ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. დიდი ამაგი დასდო ხალხური საკულტო ძეგლების მეცნიერულ შესწავლას. ბარდაველიძის შრომები მიძღვნილია ქართული ხალხური ადრინდელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემებისადმი (ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართული ხალხური დღეობათა კალენდარი, ხალხური ორნამენტი, საწესო გრაფიკული ხელოვნება და მრავალი სხვა).
 
ბარდაველიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ საწესო გრაფიკულ ხელოვნებას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მრავალრიცხოვანი არქეოლოგიის გრაფიკული მასალის გაშიფვრისა და გააზრებისათვის. საგანგებოდ აღსანიშნავია ბარდაველიძის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში მთიელთა თემის ადრეკლასობრივი საფეხურის სოციალურ-ეკონომიკური ორგანიზაციის (თეოკრატია) ბუნების დადგენა, რითაც საფუძველი გამოაცალა მთაში გვაროვნული წყობის მარადიულობის თეორიას. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი]]თ, მედლებით.
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
 
==ლიტერატურა==
*''გეგეშიძე მ.,'' ვ. ბარდაველიძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის», 1972, ტ. 16-17;
*''თოდუა რ.,'' ვ. ბარდაველიძის შრომების ბიბლიოგრაფია, იქვე;
*''გეგეშიძე მ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 206, თბ., 1977
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
 
{{DEFAULTSORT:ბარდაველიძე, ვერა}}
[[კატეგორია:დიდუბის პანთეონში დაკრძალულები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ეთნოგრაფები]]
[[კატეგორია: ლენინის ორდენის კავალრები]]