მცხეთის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი
ხაზი 30:
 
მდინარეებს [[არაგვი|არაგვსა]] და [[ქსანი|ქსანს]] შორის გაწოლილია [[სხალტბის სერი]], რომელიც [[კუესტა|კუესტუსებურია]] და გამორჩეულია თავისი მაღალი ფლატით, რომელიც ნეოგენური კონგლომერატებით არის აგებული.
სხალტბის ქედის სიგრძე 12 კმ-ია, ხოლო სიმაღლე 1091 მ. აქ არის წარმოდგენილი [[ბედლენდი|ბედლენდური]] [[რელიეფი]], რომელიც შემოსილია ქსეროფილური მცენარეულობით.
 
მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ასევე მსხალდიდის, სათიბისა და საბადურის ქედების გარკვეული ნაწილები.
ხაზი 39:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაედინება [[საქართველო]]ს უმნიშვნელოვანესი მდინარე [[მტკვარი]]. სოფელ ძეგვთან მტკვარი შედის ძეგვის კლდეკარში. ძეგვის კლდეკარის გაგრძელებას მცხეთის ქვემოთ წარმოადგენს მუხათგვერდის ხეობა, რომელიც ზემო ავჭალამდე მიდის. ორივე ამ ხეობას ეწოდება მცხეთის ვიწრობი, რომელიც საერთო ჯამში წარმოადგენს მტკვრის გამკვეთ, ვიწრო და კლდოვან ხეობას.
 
მუნიციპალიტეტის ფარგლებში მტკვრის მთავარი შენაკადებია: [[ხეკორძულა]], [[არაგვი]] და [[დიღმისწყალი]].
 
[[არაგვი]] მუნიციპალიტეტს ეკუთვნის სოფელ [[მისაქციელი]]დან ქალაქ [[მცხეთა]]მდე. არაგვი ზემო და შუა დინებაში მთის მდინარეა. მუნიციპალიტეტში შემოსვლის შემდეგ კი ვაკის.
[[მუხრან-საგურამოს ვაკე]]ზე მდინარე იშლება, იტოტება და საკმაოდ ფართო ჭალას აჩენს. განვითარებულია ტერასები. შესართავთან სხალტბისა და საგურამოს ქედებს კვეთს და ისე ჩაედინება მტკვარში.
არაგვის მთავარი შენაკადებია [[ნარეკვავი]] (სიგრძე 47 კმ) და [[თეზამი]] (28 კმ).
 
[[ხეკორძულა]] (სიგრძე 12,8 კმ) იწყება [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ კალთაზე. იკვებება თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წლის დანარჩენ დროს კი წყალმცირობაა. საშუალო წლიური ხარჯი 0,31 მ³/წმ.
 
[[დიღმისწყალი]] (სიგრძე 22 კმ) სათავეს იღებს საწკეპელას ქედზე. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლებით. წყალდიდობა [[გაზაფხული|გაზაფხულზეა]], წყალმცირობა [[ზამთარი|ზამთარში]].
 
მცხეთის მუნიციპალიტეტის დასავლეთ საზღვართან ჩამოედინება მდინარე [[ქსანი]].
ხაზი 74:
 
==== ფლორა ====
[[ტყე]]სა და ბუჩქნარს უკავია მთელი ტერიტორიის მხოლოდ 17 %. თუმცა ფლორა მრავალფეროვანია.
 
[[მუხრან-საგურამოს ვაკე]]ზე არის ჯაგეკლიანი სტეპი ტყის ელემენტებით – [[შავჯაგა]], [[გრაკლა]], [[ძეძვი]], [[ქართული ნუში]], [[ბერსელა]].
ხაზი 80:
სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე გარდა ჯაგეკლიანი სტეპისა არის [[ტყე]]ც: ქვემო ნაწილში მუხნარ-რცხილნარია; მაღალ ადილებში კი წიფლნარი. სხალტბის ქედის სამხრეთ კალთის ტყეში შეჭრილია კოლხური ფლორის მცენარეულობა ([[თაგვისარა]]).
არმაზის ქედის ჩრდილო კალთაზე არიდული ნათელი ტყეა, სადაც უმეტესად ხარობს [[ღვია]].
 
[[ლისის ქედი]]ს კალთებზე ვხვდებით ხელოვნური ტყის კორომებს (უმეტესად [[ფიჭვი|ფიჭვს]]).
მდინარე დიღმისწყლის ზემოთში არის ნაძვნარი, არაგვის ნაპირებზე კი არის [[ჭალის ტყე]]ები, სადაც ხარობს დაბლობის მუხა, [[ტირიფი]], [[ვერხვი]] და [[თელა]].
ფლორით მდიდარია ასევე [[საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი|საგურამოს ნაკრძალი]], რომელშიც გამოვლინებულია 50-ზე მეტი სახეობის ხე და ბუჩქი, რომელთაგან აღსანიშნავია [[რცხილა]],[[ წიფელი]], [[თელა]], [[მუხა]], [[პანტა]] და სხვ.
 
==== ფაუნა ====
ხაზი 90:
[[კავკასიური ირემი]], [[შველი]], [[კავკასიური მურა დათვი]], [[მგელი]], [[მელა]], [[ტურა]], [[ფოცხვერი]], [[კურდღელი]], [[მაჩვი]], [[თეთრყელა კვერნა]], [[წავი]], [[ძილგუდა]], [[გარეული ღორი]], [[დედოფალა]] და სხვ.
 
ორნითოფაუნას ქმნის [[მწყერი]], [[გარეული მტრედი]], [[კაკაბი]], [[ყვავი]], [[კაჭკაჭი]], [[ქორი]], [[ხოხობი]] და სხვ.
 
მტკვარში მოიპოვება [[მტკვრის ტობი]], [[მტკვრის წვერა]], [[მურწა]], [[ხრამული]], [[გველანა]] და სხვ.
ხაზი 99:
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: არაშენდა, აღდგომელაანთკარი, ახალდაბა, ახალი ნიჩბისი, ახალსოფელი, ახალუბანი, ბევრეთი, [[ბიწმენდი]], ბურიანი, გალავანი, გოროვანი, ერედა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ზაქარო, ზემო ნიჩბისი, თეზამი, კარსანი, კევლიანი, კოტორაანთკარი, ლამი, ლელობი, ლელუბანი, ლისი, მამკოდა, მისაქციელი, მსხალდიდი, მუხათგვერდი, მუხათწყარო, მუხრანი, მშრალხევი, ნავდარაანთკარი, ნავაზი, ნატახტარი, პატარა ქანდა, საგურამო, სათოვლე, სასხორი, სხალტბა, ტაბარუკი, უფურუთი, ფრეზეთი, ქვემო ლისი, ქვემო ნიჩბისი, ქსანი, ქსოვრისი, შანკევანი, ჩარდახი, ციხისძირი, ცხვარიჭამია, ძალანთხევი, ძალისი, ძეგვი, ძველი ქანდა, წეროვანი, წილკანი, წინამძღვიანთკარი, წიწამური, წოდორეთი, ჭილაანთკარი, ხეკორძი, ჯიღაურა.
 
2007 წელს ქალაქ თბილისს შეუერთდა დაბა [[ზაჰესი (დასახლება)|ზაჰესი]] და სოფლები: [[აგარაკი (თბილისი)|აგარაკი]], [[გლდანი (სოფელი)|გლდანი]], [[დიდგორი (თბილისი)|დიდგორი]], [[დიღომი (სოფელი)|დიღომი]], [[თხინვალი]], [[ზურგოვანა]], [[ძველი ვეძისი]], [[თელოვანი]].<ref>[http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/6/64/Tbilisi_Admin_Map.jpg თბილისის ადმინისტრაციული რუკა]</ref> 2014 წელს მუნიციპალიტეტს გამოაკლდა ქალაქი მცხეთა.<ref name="თვითმმართველი">[https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2244429&lang=ge ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები]</ref>
 
მუნიციპალიტეტის [[თემი|თემებია]]: გალავნის, ლისის, მისაქციელის, ნატახტრის, მუხრანის, ნიჩბისის, საგურამოს, ქსნის, ქსოვრისის, ცხვარიჭამიის, ძეგვის, წეროვნის, წილკნის.
ხაზი 118:
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://mtskheta.org.ge/?m=0 მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდისაიტი]
 
==სქოლიო==