ოხრახუში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 76 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q25284
No edit summary
ხაზი 14:
| commons = Category:Petroselinum
}}
'''ოხრახუში''' (Petroselinum), მცენარის გვარი [[ქოლგოსანნი|ქოლგოსანთა]] ოჯახისა. [[ერთწლოვანი მცენარეები|ერთ]] ან [[ორწლოვანი მცენარეები|ორწლოვანი]] ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან. ცნობილია ოხრახუშის 3 სახეობა, კულტურაშია ერთი — [[ბოსტნის ოხრახუში]] (Petroselinum sativum), ორწლოვანია, პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ღეროსა (75 - 150 სმ) და თესლს. ყინვაგამძლეა, თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. თესლი 2-3 °C ტემპერატურაზე ღივდება, ტენს ზომიერად მოითხოვს. ოხრახუში მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებითა და ეთერზეთებით. იყენებენ ნედლად და გამხმარს კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში, მედიცინაში (შარდმდენ საშუალებად). ოხრახუშის 2 სახესხვაობაა [[ძირხვენა ოხრახუში]] და [[ფოთლოვანი ოხრახუში]]. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული [[საქართველო]]ში „ქუთაისურის“ სახელწოდებით.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოხრახუში“-დან