გიორგი ნიკოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1888]] წელს [[დიდი ჯიხაიში|დიდ ჯიხაიშში]], ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, [[ნიკო ნიკოლაძე|ნიკო ნიკოლაძის]] ოჯახში. დაამთავრა [[პეტერბურგი]]ს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა [[მეტალურგია|მეტალურგიულ]] ქარხნებში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან მ. კურაკოვსა და ი. ბარდინთან. მონაწილეობდა [[დონეცკი]]ს აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში.
 
[[1918]] წელს დაბრუნდა [[საქართველო]]ში. იგი მიიწვიეს [[მრეწველობა|მრეწველობისა]] და [[აჭრობა|ვაჭრობის]] სამინისტროში ინჟინერ–მეტალურგად. მისი ხელმძღვანელობით [[თბილისი|თბილისში]] აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აქ ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო [[ზესტაფონი]]ს ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.
ხაზი 13:
გიორგი ნიკოლაძეს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს [[მათემატიკა]]შიც. [[1927]] წელს შექმნა თეორია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ. ეს თეორია შემდგომ საფუძვლად დაედო მის დისერტაციას, რომელიც მან დაიცვა [[სორბონა|სორბონაში]] [[1928]] წელს, ხოლო [[პარიზი|პარიზში]] ცალკე წიგნად გამოვიდა. ამავე წლიდან [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში]] კითხულობდა სავალდებულო კურსს „ანალიზურ [[გეომეტრია]]სა“ და „დიფერენციალურ [[გეომეტრია]]ში“. ამ დარგში შექმნა პირველი სახელმძღვანელოები. ავტორია ორიგინალური კონსტუქციის გამომთვლელი მანქანის პროექტისა, რამაც თავის დროზე დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
გიორგი ნიკოლაძემ დიდი წვლილი შეიტანა [[საქართველო]]ში [[სპორტი]]ს პოპულარიზაციის საქმეში. იგი არის ქართული ალპინიზმის ფუძემდებლად? დღემდე ითვლება საბჭოთა საბჭოთა კავშირში ალპინიზმის ფუძემდელად [[1908]] წელს წარმატებით გამოვიდა ტანმოვარჯიშეთა შეხვედრაზე [[ბულგარეთი|ბულგარეთში]]. [[1912]] წელს [[პეტერბურგი]]ს გუნდ „სოკოლის“ შემადგენლობაში იყო და მონაწილეობა მიიღო მე–6 მსოფლიო შეკრებაზე [[პრაღა]]ში. [[1913]] წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება [[დონბასი|დონბასში]], ხოლო [[1918]] წელს კი პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება [[თბილისი|თბილისში]]. [[1923]] წლის [[28 აგვისტო]]ს მოაწყო [[ალპინიზმი|ალპინისტური]] ასვლა [[მყინვარწვერი|მყინვარწვერზე]], რამაც დასაბამი მისცა [[სსრკ|საბჭოთა]] ალპინიზმს. [[1924]] წელს დააარსა [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] მთამსვლელობა — მგზავროსნობის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე თვითონ იყო. მონაწილეობდა ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის შედგენაში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში. გიორგი ნიკოლაზე არის ქართულლი სპორტული ტერმინოლოგიის შემქნელი. მისი მიერ შემოთავაზებული ტერმინები "ფეხბურთი", "ხელბურთი", "ჩოგბურთი", "კალათბურთი", "წყალბურთი", ისევე როგორც სპორტული სავარჯიშო ხელსაწყოების - "ორძელი", "დვირი", "ხარიხა" და მრავალი სხვა მყარად დამკვიდრდა ქართული ენის ლექსიკონში.
 
==რესურსები ინტერნეტში==