იოსებ ხოძკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53:
დაიბადა [[1800]] წლის 6 დეკემბერს კრივიჩში. სრულიად ახალგაზრდა ჯერ კიდევ 16 წლის იოსებ ხოძკო ცნობილი ასტრონომისა და გეოდეზისტის, პოლკოვნიკ [[კარლ ტენერი]]ს ([[1783]]-[[1860]]) მიერ ვილნოს გუბერნიის ტრიანგულაციისათვის ორგანიზებულ პირველ გეოდეზიურ აზომვებში მონაწილეობდა. [[1830]]-იანი წლების დასაწყისამდე იოსებ ხოძკო კ. ტერნერის თანაშემწე იყო ვილნოს, მინსკისა და კურლანდიის გუბერნიების გეოდეზიური და ასტრონომიული განსაზღვრებების მერიდიანის რკალის გრადუსული გაზომვების ჩატარებაში.
 
მისი მრავალი ექსპედიციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დერპტის ობსერვატორიის იმდროინდელი დირექტორის, აკადემიკოს [[ფრიდრიხ გეორგ ვილჰელმ სტრუვეს]] ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციები. მისი ხელმძღვანელობით [[1816]]-[[1855]] წლებში ჩატარებული ტრიანგულიაციურიტრიანგულაციური აზომვის შედეგები საფუძველად დაედო ეგრეთ წოდებულ [[სტრუვეს გეოდეზიური რკალი|სტრუვეს გეოდეზიურ რკალს]]. ეს დედამიწის მერიდიანის, საკმაოდ დიდი, ათი ქვეყნის (ნორვეგიიდან შავ ზღვამდე) მომცველი ფრაგმენტის 2820 კილომეტრის ზუსტი ტოპოგრაფიული მონაცემებია, რომელიც საფუძვლად დაედო დედამიწის ზუსტი ზომებისა და ფორმის დადგენას, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებისა და ტოპოგრაფიული რუკების შედგენისათვის.
 
[[1847]]-[[1853]] წლამდე იოსებ ხოძკო კავკასიის ტრიანგულიაციის პროექტის ხელმძღვანელად დაინიშნა და თავის ჯგუფთან ერთად, კავკასიის ტრიანგულიაციისტრიანგულაციის საველე სამუშაოებს ატარებდა კავკასიონის შიშველ კლდეებსა თუ თოვლიან მწვერვალებზე. კავკასიის ტრიანგულიაციისტრიანგულაციის პროექტის ნაწილი იყო იოსებ ხოძკოს მიერ [[1850]] წელს დიდ არარატზე, მისი სიმაღლის დასადგენად და ასაგეგმად მოწყობილი ექსპედიციაც, რომელშიც [[არნოლდ მორიცი]]ც მონაწილეობდა.
 
[[არარატი]]ს მთაზე ექსპედიციის კულმინაცია 22 აგვისტოს მისი წევრების მიერ მწვერვალზე დიდი ჯვრის აღმართვა-დამაგრება იყო, რომელზეც ეწერა:
ხაზი 64:
[[1853]] წელს იოსებ ხოძკომ [[გენერალ-მაიორი]]ს წოდება მიიღო. [[1854]] წელს კავკასიაში სატრიანგულიაციო აზომვითი სამუშაოები დაასრულა; განსაზღვრულ იქნა 1386 პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობა და [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სიმაღლე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კავკასიის ზუსტი აგეგმვა და საზღვრების დატანაც.
 
[[1858]] წელს იოსებ ხოძკომ დიდ არარატზე კიდევ ერთი ექსპედიცია მოაწყო, რომლის მიზანიც მხოლოდ გეოდეზიური სამუშაოები იყო. ამავე წელსვე ხოძკო კავკასიის არმიის მთავარი შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების, [[1860]] წლიდან კი ჩრდილოეთ კავკასიის უფროსად დაინიშნა, რომლის დროსაც ურთულეს საველე პირობებში მთიანი [[დაღესტანი]] და მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლა. [[1864]] წლიდან კი დასავლეთ კავკასიონის მთები დაიპყრო. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული საველე სამუშაოების დასრულებამ ხოძკოს საშუალება მისცა კავკასიისა და [[რუსეთი]]ს საკმაოდ დიდი ტერიტორიის ტრიანგულიაციისტრიანგულაციის ერთიანი სურათი მიეღო. შემდგომში მის ნაშრომს დაეყრდნო კავკასიის კარტოგრაფიაც.
 
1868 წელს მიენიჭა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კონსტანტინეს დიდი მედალი. გარდაიცვალა თბილისში [[1881]] წლის 21 თებერვალს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ხოძკო“-დან