იოსებ ხოძკო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 60:
{{ციტატა|1850 года 6/18 августа в благополучное царствование Императора Николая I, при Кавказском Наместнике Князе Воронцове, вошли на Арарат Начальник триангуляции Полклвник Ходзко, Н.В. Ханыков, П.Н. Александров, Ар.Ф. Мориц, П.к. Услар. П.И. Шароян и 60 нижних чинов.<ref>И.И. Ходзко, О восхождении на вершину Большого Арарата в 1850 году. Тифлис, Типография Главнаго Управления Наместника Кавказскаго.</ref>}}
 
[[1850]] წელს 6 აგვისტოს ი.იოსებ ხოძკო ფერმწერ [[ფეოდორ ბაიკოვი|ფეოდორ ბაიკოვთან]] ერთად [[პატარა არარატი]]ს მთაზეც ავიდა, რომლის დროსაც მხატვარმა დიდი არარატის ფერწერული ტილო შექმნა.
 
[[1853]] წელს იოსებ ხოძკომ [[გენერალ-მაიორი]]ს წოდება მიიღო. [[1854]] წელს იოსებ ხოძკო კავკასიაში სატრიანგულიაციო აზომვითი სამუშაოები დაასრულა; განსაზღვრულ იქნა 1386 პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობა და [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] სიმაღლე., რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა კავკასიის ზუსტი აგეგმვა და საზღვრების დატანაც.
 
[[1858]] წელს ი.იოსებ ხოძკომ დიდ არარატზე კიდევ ერთი ექსპედიცია მოაწყო, რომლის მიზანიც მხოლოდ გეოდეზიური სამუშაოები იყო. ამავე წელსვე ხოძკო კავკასიის არმიის მთავარი შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების, [[1860]] წლიდან კი ჩრდილოეთ კავკასიის უფროსად დაინიშნა, რომლის დროსაც ურთულეს საველე პირობებში მთიანი [[დაღესტანი]] და მიმდებარე ტერიტორიები შეისწავლა. [[1864]] წლიდან კი დასავლეთ კავკასიონის მთები დაიპყრო. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებული საველე სამუშაოების დასრულებამ ხოძკოს საშუალება მისცა კავკასიისა და [[რუსეთი]]ს საკმაოდ დიდი ტერიტორიის ტრიანგულიაციის ერთიანი სურათი მიეღო. შემდგომში მის ნაშრომს დაეყრდნო კავკასიის კარტოგრაფიაც.
 
გარდაიცვალა თბილისში [[1881]] წლის 21 თებერვალს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ხოძკო“-დან