სანდრო კანდელაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 79:
| ხელმოწერა ალტ =
| შენიშვნები =
}}'''ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი''' (დ. [[6 ოქტომბერი]] [[1893]], [[ნიჩბისი]], [[მცხეთა]] — გ. [[1859]], [[მცხეთა]]) — ქართველი ფალავანი. გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. ყმაწვილობაში მოჯამაგირედ იყო, შემდეგ მებორნედ მდინარე [[ქსანი|ქსანზე]]. მონაწილეობდა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. დემობილიზაციის შემდეგ [[მცხეთა]]ში მუშაობდა რკინიგზაზე, ზამთრობით კი [[თბილისი|თბილისში]] ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას „ქართველი გოლიათი“ უწოდა. თბილისში, ესიკოვსკის ცირკში, რეგულარული ჭიდაობა 1921 წლიდან დაიწყო. კანდელაკს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის: [[თევდორე კოჟემიაკინი]], [[ივანე ზაიკინი]], [[პაველ ზაგორუიკო]], [[გეორგ ლურიხი]]. აღსანიშნავია ალექსანდრე კანდელაკისა და [[ივანე პოდუბნი]]ს შერკინება. ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს [[ბაქო]]ში 1923 წელს. ერთი შერკინება ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე შერკინებაში კანდელაკმა გაიმარჯვა. 1921-1930 წლებში კანდელაკი უფრო [[კლასიკური ჭიდაობა|კლასიკურ ჭიდაობას]] მისდევდა და, თუმცა კლასიკური ჭიდაობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, დიდი ღონის სწყალობითწყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში: „ხანუმა“ (1926), „ჯანყი გურიაში“ (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ქაჩეთი“ (1936), „მეგობრობა“ (1940), „ქაჯანა“ (1941). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით. 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა კანდელაკის ძეგლი, რომლის მოქანდაკე იყო ავალიშვილი.