მეფის დაბრუნება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: შუამიწეთ → შუახმელეთ (7) using AWB
→‎წიგნი VI: მეფის დაბრუნება: clean up, replaced: ღებულობს → იღებს using AWB
ხაზი 57:
შუახმელეთის საურონის ბატონობისგან თავისუფალია. ფროდოსა და სემს მორდორის ნანგრევებიდან გიგანტური არწივები გადაარჩენენ. საურონის დაცემის შემდეგ მისი ჯარები პანიკაში არიან და თავს გაქცევით შველიან. საურონი ერთი წამით ჩნდება გიგანტური აჩრდილის სახით, რომელიც ცდილობს ადამიანთა ჯარებამდე მიაღწიოს, მაგრამ მისი ძალა ილევა და აჩრდილი ქარს მიაქვს. მისი ქვეშევრდომი ადამიანები შეწყალებულები არიან და შინ ბრუნდებიან.
 
არაგორნი გონდორის მეფე ხდება. მისი მეფედ აღმასვლის პროცესი იწყება მინას ტირითთან. ამ ცერემონიისას ოთხივე ჰობიტი უმაღლესი წოდებებით არის დაჯილდოებული, ბეჭდის ომში დამსახურებათა გამო. ფარამირი სამართავად ითილიენს ღებულობსიღებს. მეფე ელესარი მას გონდორის მოურავობასაც მიანიჭებს. ფარამირი და ეოვინი ქორწინდებიან. არაგორნი ქორწინდება არვენთან, ელრონდის ასულთან.
 
დამშვიდობებათა შემდეგ ჰობიტები ბრუნდებიან შინ. მაგრამ მაზრა განადგურებული ხვდებათ, ხოლო მისი მაცხოვრებლები დამონებულები არიან ლოტო სეკვილ-ბეგინსის მიერ, რომელიც თავის მხრივ ვინმე „შარკის“ მიერ იმართება. შარკი მთლიანად აკონტროლებს მაზრას და ამისათვის იყენებს მის მხარეს გადასულ ადამიანებსა და იზენგარდის ნახევარორკებს. მის მიერ ასევე დაწყებული იქნა ქვეყნის სრულიად უადგილო ინდუსტრიალიზაცია, რომლის ფარგლებშიც ამოჩეხილი იქნა მრავალი ხე. ჰობიტების ოთხეული ადგენს მაზრის გათავისუფლების გეგმას. ისინი ჰობიტების აჯანყებას სათავეში უდგებიან და წყლისპირასთან ბრძოლაში ადამიანებზე იმარჯვებენ.