ჰიურემ სულთანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link GA|uk}} using AWB
No edit summary
ხაზი 46:
ყირიმელი თათრების მიერ ერთ-ერთი დარბევის დროს გოგონა ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე გაყიდვის შემდეგ აჩუქეს [[სულეიმან I]]-ს, რომელიც იმ პერიოდში იყო ტახტის მემკვიდრე და [[მანისა]]ში ჰქონდა [[ჰარამხანა]]. არ არის გამორიცხული, რომ მას საჩუქარი მიუძღვნეს ტახტზე ასვლის აღსანიშნავად. ჰარამხანაში როქსოლანას უწოდეს ჰიურემი. ამ პერიოდისათვის იგი უნდა ყოფილიყო დაახლოებით 15 წლის.
 
მცირე ხანში მან სულთნის ყურადღება მიიქცია. სულთნის საყვარელმა, [[შეჰზადე მუსტაფა]]ს დედამ [[მაჰიდევრან სულთანი|მაჰიდევრანმა]] მასზე ეჭვიანობაც კი დაიწყო. [[1521]]-[[1531]] წლებში ჰიურემსა და სულთანს შეეძინათ 6 შვილი: [[მეჰმედი (შეჰზადე)|მეჰმედი]], [[მიჰრიმაჰ სულთანი|მიჰრიმაჰი]], აბდულა, [[სელიმ II|სელიმი]], [[შეჰზადე ბაიაზიდი|ბაიაზიდი]] და [[შეჰზადე ჯიჰანგირი|ჯიჰანგირი]]<ref>[Peirce L. P. The Imperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. — New York: Oxford University Press, 1993 გვ. 60</ref>.
 
[[1534]] წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანის დედა [[აიშე ჰაფსა სულთანი]]. მისი გარდაცვალების შემდეგ როქსოლანა ოფიციალურად გახდა სულთნის მეუღლე.
 
ჰიურემ სულთანის ინიციატივით სტამბოლში აშენდა ბევრი მეჩეთი, აბანო, 2 მედრესე და ქალთა საავადმყოფო. [[სურათი:Ayasofya Hürrem Sultan Hamami.JPG|thumb|150px|left|ჰიურემ სულთანის აბანო, 1556/57წწ]] [[აია–სოფიას ტაძარი|აია სოფიასა]] და [[სულთან აჰმედის მეჩეთი|სულთან აჰმედის მეჩეთს]] შორის, [[სულთან აჰმედის პარკი|სულთან აჰმედის პარკში]] მდებარე [[ჰიურემ სულთანის აბანო]] 1556/57 წლებში ჰიურემ სულთანის ბრძანებით შექმნა სულთნის კარის ხუროთმოძღვარმა [[სინანი|სინანმა]]. ერთსართულიანი მოგრძო შენობა ადვილი საცნობია თავისი მოწითალო–სპილოსძვლისფერი ფასადითა და რამდენიმე მცირე გუმბათოვანი სახურავით. აბანო აქტიურად გამოიყენებოდა 1910 წლამდე. შემდეგ ზუსტად ერთი საუკუნის განმავლობაში ჯერ საწყობის, შემდეგ კი ხალიჩების საგამოფენო სივრცის ფუნქციას ასრულებდა. 2010 წელს მას დაუბრუნდა თავისი უწინდელი ფუნქცია.<ref>[Elisabeth Schnurrer: Istanbul. ADAC Reiseführer, ADAC Verlag GmbH, 2010, S. 40</ref>.
 
მასზე შექმნილია უამრავი ლიტერატურული თუ მუსიკალური ნაწარმოები, დადგმულია რამდენიმე სპექტაკლი, გადაღებულია 3 სერიალი : [[როქსოლანა (სერიალი)|„როქსოლანა“]] ([[უკრაინა]], 1996–2003 წლები), [[ჰიურემ სულთანი (სერიალი)|„ჰიურემ სულთანი“]] (უკრაინა 2008 წ.) და „[[დიდებული საუკუნე]]“ ([[თურქეთი]], 2011–2013 წლები)
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიურემ_სულთანი“-დან