მელბურნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 221:
| lang = en
| archiveurl = http://www.webcitation.org/686LC8dWO
| archivedate = 2012-06-01
}}</ref>.
 
== ისტორია ==
მდინარე იარის და პორტ-ფილიპის ირგვლივ არსებული ტერიტორია, რომელზეც დღეისათვის მდებარეობს მელბურნი, ევროპელების მოსვლამდე დასახლებული იყო [[ავსტრალიელი აბორიგენები]]ს [[ვურუნჯერი]]ს ტომის წარმომადგენლებით. მიჩნეულია, რომ აბორიგენები ამ ადგილას ცხოვრობდნენ, სულ ცოტა, 40 000 წელი<ref name="settlement" />. ევროპული კოლონიის აქ დაფუძნების პირველი ცდა წამოიწყეს [[ინგლისი|ინგლისელებმა]] 1803 წელს, როდესაც მათ შექმნეს პატიმრების დასახლება სალივან-ბეის რაიონში, მაგრამ ეს დასახლება მათ მიატოვეს სულ რამდენიმე თვეში<ref name="Britannica">{{cite web
| last = Button
| first = James.
| datepublished = October 4, 2003
| url = http://www.theage.com.au/articles/2003/10/03/1064988393029.html?from=storyrhs
| title = Secrets of a forgotten settlement.
| publisher = The Age
| accessdate = 6 აგვისტო 2008
| lang = en
| archiveurl = http://www.webcitation.org/686L1867l
| archivedate = 2012-06-01
}}</ref>.
 
1835 წლის მაისში და ივნისში ტერიტორია, რომელზეც დღეს მდებარეობს ქალაქის ცენტრალური და ჩრდილოეთი ნაწილი, გამოიკვლია [[პორტ-ფილიპის ასოციაცია|პორტ-ფილიპის ასოციაციის]] ერთ-ერთმა დამაარსებელმა — [[ჯონ ბეტმანი|ჯონ ბეტმანმა]], რომელმაც ვურუნჯერის ტომის რვა ბელადთან დადო შეთანხმება 600 000 აკრის (2400 კმ²) შესყიდვის თაობაზე მიმდებარე მიწებით<ref name="settlement" />. მან დასახლებისათვის შეარჩია მდინარე იარის ჩრდილოეთი ნაპირი და გამოაცხადა, რომ ''«ამ ადგილას აშენდება სოფელი»'', რის შემდგომ დაბრუნდა ქალაქ [[ლონსესტონი|ლონსესტონში]] [[ტასმანია]]ში, რომელსაც მაშინ სახელად ერქვა «[[ვან-დიმენის მიწა]]». მაგრამ, როდესაც პორტ-ფილიპის ასოციაციის მიერ გაგზავნილი დასახლებულები ადგილზე მივიდნენ სოფლის დასაარსებლად, მათ აღმოაჩინეს, რომ აქ უკვე არსებობდა [[ჯონ პასკოუ ფოკნერი]]ს მიერ გაგზავნილი ხალხის ჯგუფის დაარსებული დასახლება, რომლებიც აქ მოვიდნენ გემ ''«ენტერპრაიზით»'' 1835 წლის 30 აგვისტოს. საბოლოოდ, ორივე ჯგუფი შეთანხმდა ტერიტორიის ერთობლივ ათვისებაზე. ჯონ ბეტმანის ავსტრალიელ აბორიგენებთან მიღწეული შეთანხმება, მალი გააუქმა [[ახალი სამხრეთი უელსი]]ს ადმინისტრაციამ, რომელიც იმ დროს მთელი ავსტრალიის კონტინენტურ ტერიტორიას მართავდა<ref name="settlement" />. ეს ნიშნავდა, რომ მიწა გადადიოდა [[დიდი ბრიტანეთი]]ს სამეფო გვირგვინის მფლობელობაში, მაგრამ აქ მცხოვრები ადამიანების უფლება შენარჩუნდა და ხელახლა შექმნილ ქალაქს მიეცა არსებობის უფლება<ref name="settlement" />.
 
1836 წელს გუბერნატორმა [[რიჩარდ ბურკი|რიჩარდ ბურკმა]] ქალაქი გამოაცხადა პორტ-ფილიპის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად, რომელიც შედიოდა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიის შემადგენლობაში, ხოლო 1837 წელს დაამტკიცა ქალაქის პირველი გეგმა, ცნობილი ''«[[ჰოდლის გეგმა|ჰოდლის გეგმის]]»'' სახელით. ამავე წლის ბოლოს ქალაქს ეწოდა საბოლოო სახელი — მელბურნი, [[გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი]]ს, [[უილიამ ლემი, მელბურნის მეორე ვიკონტი]]ს პატივსაცემად, ვისი საგვარეულო მამულიც მდებარეობდა სოფელ [[მელბურნი (ინგლისი)|მელბურნში]] ([[დერბიშირი]], [[ინგლისი]]). მელბურნი ქალაქად გამოცხადდა 1847 წლის 25 ივნისს [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|დედოფალ ვიქტორიას]] წყალობის სიგელის გამოქვეყნების შემდეგ<ref name="Lewis">{{წიგნი
|ავტორი = Miles Lewis.
|სათაური = Melbourne the city's history and development
|გამოცემა = მეორე გამოცემა
|წელი = 1995
|ფურცლები = 35
}}</ref>.
 
როდესაც [[ვიქტორია (შტატი)|ვიქტორიის]] შტატმა 1851 წელს მიიღო დამოუკიდებელი კოლონიის სტატუსი, მელბურნი გახდა მისი დედაქალაქი. ვიქტორიის შტატში [[ოქრო]]ს აღმოჩენამ 1850-იან წლებში გამოიწვია ოქროს ციებ-ცხელება და ქალაქმა დაიწყო სწრაფი განვითარება, უზრუნველყოფდა რეგიონს ყველა აუცილებლობით და როგორც ძირითადი პორტი ემსახურებოდა ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთს. 1850-იან და 1860-იან წლებში მელბურნის სწრაფი განვითარების დროს აშენდა ბევრი ყველაზე ცნობილი ქალაქის შენობა, ისეთები როგორებიცაა: [[ვიქტორიის შტატის პარლამენტის შენობა]], [[ვიქტორიის შტატის სახელმწიფო ბიბლიოთეკა]], [[ვიქტორიის შტატის უზენაესი სასამართლო]], [[მელბურნის უნივერსიტეტი]], ცენტრალური ფოსტა, მთავრობის სახლი, ასევე [[წმინდა პავლეს მონასტერი (მელბურნი)|წმინდა პავლეს მონასტერი]] და [[წმინდა პატრიკის მონასტერი (მელბურნი)|წმინდა პატრიკის მონასტერი]]. ქალაქის ცენტრალური კვარტლები კარგად იყო დაგეგმარებული, ქალაქში გაყვანილი იქნა მრავალი ბულვარი და გაკეთდა ბაღები და პარკები. ამ წლებში მელბურნი გახდა ქვეყნის ძირითადი ფინანსური ცენტრი: იქ განთავსდნენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბანკის შტაბ-ბინები. 1861 წელს ქალაქში შეიქმნა ავსტრალიაში პირველი [[საფონდო ბირჟა]].
 
1880-იანი წლებისთვის მელბურნის სწრაფი განვითარება გაგრძელდა. მელბურნი გახდა ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი [[ბრიტანეთის იმპერია]]ში, იმავდროულად ითვლებოდა ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად მსოფლიოში<ref name="Cervero">{{წიგნი
|ავტორი = Robert B. Cervero.
|სათაური = The Transit Metropolis: A Global Inquiry
|გამომცემლობა = Island Press
|წელი = 1998
|ფურცლები = 320
|isbn = 1559635916
}}</ref>. აყვავების ამ წლებში მელბურნმა თავისთან მიიღო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენა სპეციალურად ამ მიზნებისთვის აშენებულ [[სამეფო საგამოფენო დარბაზი|სამეფო საგამოფენო დარბაზში]]. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ესტუმრა ქალაქს 1885 წელს, ქალაქს უწოდა ''«განსაცვიფრებელი მელბურნი»''. ეს ფრაზა შემორჩა, და ქალაქს ამ სახელით მოიხსენიებდნენ მთელი XX საუკუნის განმავლობაში. ქალაქის სწრაფმა მშენებლობამ მოიტანა ბუმი, რომელმაც მიაღწია თავის კულმინაციას 1888 წელს. ამ დროს ფასები უძრავ ქონებაზე მყარდებოდა სამრეწველო განვითარების ოპტიმისტური პროგნოზებით. შედეგად აშენდა მაღალი შენობების, ოფისების, «ყავის სასახლეების», შემოსავლების სახლების დიდი რაოდენობა<ref name="Cannon">{{წიგნი
|ავტორი = Michael Cannon.
|სათაური = The Land Boomers
|ადგილი = New York
|გამომცემლობა = Melbourne University Press, Cambridge University Press
|წელი = 1966
}}</ref>. ქალაქის შემდგომი განვითარების, თანამედროვე მაღალი შენობების მშენებლობის და ასევე ხამძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების გამკაცრების გამო ბევრი ძველი შენობის დანგრევის შედეგად ბევრი მათგანი დღემდე ვერ შენარჩუნდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მელბურნი დღემდე ცნობილია თავისი [[ვიქტორიანული არქიტექტურა|ვიქტორიანული არქიტექტურით]]. ეს პერიოდი ასევე ხასიათდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფართე განვითარებით და, კერძოდ, [[მელბურნის ტრამვაი]]ს ხაზების რადიალური ქსელის განვითარებით<ref name="Lewis" />.
 
აყვავების პერიოდი დასრულდა, როდესაც 1891 წელს ქალაქში დაიწყო ძლიერი ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მიიყვანა ქალაქის ფინანსები სრულ ქაოსამდე<ref name="Cannon" />: ამ პერიოდში მელბურნში დაიკეტა 16 მცირე [[ბანკი]] და საინვესტიციო საზოგადოება, ხოლო 133 კომპანიამ გამოაცხადა საკუთარი ლიკვიდაციის შესახებ. მელბურნის საფინანსო კრიზისი გახდა ბიძგი მთელი ავსტრალიის ეკონომიკური კრიზისის, რომელიც გრძელდებოდა მთელი XIX საუკუნის 90-იანი წლების მანძილზე და ასევე 1893 წლის ავსტრალიის საბანკო კრიზისის დაწყების. ეფექტი, რომელიც დეპრესიამ ქალაქის ეკონომიკას მოუტანა, შესაფასებლად ძნელია. თუმცა ქალაქი აგრძელებდა ნელ-ნელა განვითარებას, კრიზისის შედეგები მას თან სდევდა XX საუკუნის მთელი პირველი ათწლეულის განმავლობაში.
 
1901 წლის 1 იანვარს ავსტრალიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მომენტიდან მელბურნი გამოცხადდა ქვეყნის დროებით [[დედაქალაქი|დედაქალაქად]]. პირველმა [[ავსტრალიის პარლამენტი|ავსტრალიის პარლამენტმა]] თავისი სხდომების ჩატარება დაიწყო [[სამეფო საგამოფენო დარბაზი|სამეფო საგამოფენო დარბაზში]] 1901 წლის 9 მაისიდან. ავსტრალიის მთავრობა გადავიდა [[კანბერა]]ში 1927 წელს, მაგრამ მელბურნში რჩებოდა [[ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორი]]ს რეზიდენცია 1930 წლამდე. ბევრი მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტები რჩებოდა მელბურნში მთელი XX საუკუნის განმავლობაში.
 
ქალაქი იყო მოკავშირეთა გაერთიანებული [[ჯარი]]ს შტაბ-ბინა ამერიკელი [[გენერალი|გენერლის]] [[დუგლას მაკარტური]]ს მეთაურობით [[წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედების თეატრი|წყნარი ოკეანის საბრძოლო მოქმედების თეატრში]] [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს 1942 წლიდან 1944 წლამდე. ომის პერიოდში მელბურნის მრეწველობამ მიიღო მრავალი სამხედრო შეკვეთები, რამაც ქალაქი გადააქცია ავსტრალიის ძირითად სამრეწველო ცენტრად. ომის შემდეგ ქალაქი აგრძელებდა ზრდას ჩქარი ტემპებით პირველ რიგში [[მოსახლეობის იმიგრაცია|მოსახლეობის იმიგრაციის]] მკვეთრად მომატების, ასევე ქალაქის პრესტიჟის, როგორც 1956 წლის [[ზაფხულის ოლიმპიადა|ზაფხულის ოლიმპიადის]] ორგანიზატორის გამო. შემდგომ ათწლეულებში აქტიურად ვითარდებოდა ავტოსტრადების ქსელი, ხოლო პირადი საავტომობილო პარკის მნიშვნელოვანმა ზრდამ ხელი შეუწყო ქალაქის შემოგარენის განვითარებას. მელბურნის ცენტრალური ნაწილი გახდა უფრო თანამედროვე ქალაქის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მრავალრიცხოვანი პროექტების განხორციელების გამო. XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლო-70-იანი წლების დასაწყისში ეკონომიკური ზრდის დასაწყისი და სამთომოპოვების დარგის განვითარება სასიკეთოდ აისახა ქალაქზე. მელბურნში გადატანილი იქნა ბევრი მსხვილი კომპანიებისა და ასევე [[ავსტრალიის სარეზერვო ბანკი]]ს სათაო ოფისები. ქალაქი რჩებოდა ავსტრალიის ფინანსურ და საქმიან დედაქალაქად 70-იანი წლების ბოლომდე, მაგრამ რის შემდეგაც, ის თანდათან უთმობდა ლიდერის პოზიციებს [[სიდნეი]]ს<ref name="Sydney">{{cite web
| datepublished = December 31, 2003
| url = http://www.smh.com.au/articles/2003/12/30/1072546531264.html?from=storyrhs
| title = Tell Melbourne it's over, we won.
| publisher = Sydney Morning Herald
| accessdate = 6 აგვისტო 2008
| lang = en
| archiveurl = http://www.webcitation.org/686L3G4yL
| archivedate = 2012-06-01
}}</ref>.
 
მელბურნის ეკონომიკამ საკმაოდ იზარალა [[ვიქტორია (შტატი)|ვიქტორიის]] შტატში ეკონომიკის ვარდნის დროს 1989 წელსა და 1992 წელს შორის. ამ პერიოდში შეწყვიტეს საკუთარი არსებობა ქალაქის ბევრმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა. 1992 წელს ხელისუფლებაში მოვიდა სამთავრობო კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა [[ჯეფ კენეტი]]. ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო ქალაქის ეკონომიკის განახლების კამპანია, ამოქმედდა მრავალრიცხოვანი საინვესტიციო პროექტები, დაიწყო მელბურნის განვითარების კამპანია ტურისტული ცენტრის რანგში. ქალაქში ჩატარდა ბევრი საქვეყნოდ ცნობილი ფესტივალები და ღონისძიებები, როგორიცაა [[ფორმულა ერთი]]ს [[ავსტრალიის გრან-პრი]]. ამ პერიოდის მსხვილი პროექტები იყო [[მელბურნის მუზეუმი]]ს, [[ფედერაციის მოედანი (მელბურნი)|ფედერაციის მოედნის]], [[გამოფენების და შეკრებების მელბურნის ცენტრი]]ს, [[კრაუნ-კაზინო]]ს, [[სიტი-ლინკი]]ს (ქალაქის ცენტრში გამავალი ფასიანი შოსე) რეკონსტრუქციის და მშენებლობის სამუშაოები. იმავდროულად მოხდა მელბურნის ინფრასტრუქტურის ზოგიერთი ობიექტის პრივატიზაცია, ელექტრომომარაგების სისტემების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩათვლით, ასევე შეიცვალა ბევრი საზოგადოებრივი სფეროს დაფინანსების სისტემები, მათ შორის, [[ჯანდაცვა|ჯანდაცვის]] და განათლების.
 
1997 წლიდან დაწყებული, მელბურნში შეინიშნება მოსახლეობის და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ზრდა. ქალაქის განვითარებაში, უპირველეს ყოვლისა მრეწველობაში და უძრავი ქონების ბაზარზე, იდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინვესტიციები. [[ავსტრალიის სტატისტიკური ბიურო]]ს 2006 წლის მონაცემების საფუძველზე, მელბურნს 2000 წლიდან უკავია პირველი ადგილი ავსტრალიის მსხვილ ქალაქებს შორის ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის ზრდის მაჩვენებლებით<ref name="population-booms">{{cite web
| datepublished = March 24, 2005
| url = http://www.theage.com.au/news/National/Melbournes-population-booms/2005/03/23/1111525222758.html
| title = Melbourne's population booms.
| publisher = The Age
| accessdate = 6 აგვისტო 2008
| lang = en
| archiveurl = http://www.webcitation.org/686L4p9B0
| archivedate = 2012-06-01
}}</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მელბურნი“-დან