ნიკეის ალყა (1097): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
[[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] იმპერატორმა [[ალექსი I კომნენოსი|ალექსი I კომნენოსმა]] არჩია ჯვაროსნებს არ შეერთებოდა, თუმცა მათ მარშრუტს გაჰყვა და პელაკანუმთან დაბანაკდა. მან აქედან კატარღები გაგზავნა, რომლებსაც ევალებოდათ ხმელეთისათვის შემოევლოთ და ჯვაროსნებს ასკანიუსის ტბის ბლოკადაში დახმარებოდნენ, რომლის მეშვეობითაც ნიკეაში მყოფთათვის საკვების მიწოდება უნდა აღეკვეთათ. ნავები 17 ივნისს, მანუელ ბოტანიატესის მეთაურობით მოვიდნენ. ასევე გაიგზავნა გენერალი ტატიკიოსი 2 000 მეომრით. იმპერატორმა მანუელ ბოტანიატესს ქალაქის მცველებთან ქალაქის გადაცემაზე ჯვაროსნებისაგან ფარული მოლაპარაკების წარმოება დაავალა. ამავდროულად, ტატიკიოსს ებრძანა თავისი მეომრებით იერიში მიეტანა ქალაქის კედლებზე, რათა ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, რომ ქალაქი ბიზანტიელებმა ბრძოლით აიღეს. გეგმა წარმატებით განხორციელდა და 19 ივნისს თურქებმა ქალაქი ბოტანიატესს ჩააბარეს.
 
ჯვაროსნები ძალიან განაწყენდნენ , მას შემდეგ, რაც ბიზანტიელების ნამოქმედარის შესახებ შეიტყვეს, რადგან იმედოვნებდნენ, რომ ქალაქის გაძარცვით დიდ სარგებელს ნახავდნენ. მანუელ ბოტანიატესს ქალაქში ჯვაროსნების მეგზურობა დაევალა. მან მათ ერთდროულად 10 კაცზე მეტის შესვლა აუკრძალა. ქილიჩ-არსლანის ოჯახი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს, შემდეგ კი გამოსასყიდის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს. იმპერატორმა ჯვაროსნებს ცხენები, ფული და სხვა საჩუქრები დაურიგა, თუმცა ისინი მაინც უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქალაქის საკუთარი ძალით აღების შემთხვევაში უფრო მეტს მოიგებდნენ. საბოლოოდ ქალაქი [[ბიზანტიის იმპერია]]ს დაუბრუნდა, ჯვაროსნებმა კი ლაშქრობა განაგრძეს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკეის_ალყა_(1097)“-დან