ჟაკ-ლუი დავიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.137.135.183-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Labadze Beqa97-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
clean up, removed: {{Link GA|fr}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:David Self Portrait.jpg|thumb|right|'''დავიდი''', ავტოპორტრეტი (1794)]]
 
'''ჟაკ ლუი დავიდი''' ([[ფრანგები|ფრანგ.]] Jacques-Louis David); (*[[30 აგვისტო]] [[1748]], [[პარიზი]]—[[29 დეკემბერი]] [[1825]], [[ბრიუსელი]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] [[მხატვარი]], ფრანგული [[ნეოკლასიციზმი|ნეოკლასიციზმის]] დამაარსებელი. მხატვარმა პროფესიული განათლება [[პარიზი|პარიზის]] ფერმწერისა და ქანდაკების სამეფო აკადემიაში მიირო. [[1774]] წელს მან პირველი პრემია დაიმსახურა კონკურსში. ამან მას საშუალება მისცა ანტიკური ხელოვნების შესასწავლად [[იტალია]]ში გამგზავრებულიყო სახელმწიფო ხარჯით. იტალიაში მოგზაურობამ, მას თვალწინ გადაუშალა [[ანტიკური ხანა|ანტიკური სამყაროს]] სიდიადე და მშვენიერება, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე.
 
დავიდი იზიარებდა განმანათლებლობის შეხედულებებს, რომ ხელოვნება ადამიანში მაღალ მოქალაქეობრივ გრძნობებს უნდა აყალიბებდეს. ეს აზრი მან [[რომის რესპუბლიკა|ძველი რომის რესპუბლიკის]] ისტორიის მაგალითებით გადმოსცა. განმანათლებელთა შეხედულებების თაყვანისმცემელი, თავისუფლების და რესპუბლიკური იდეების მქადაგებელი მხატვარი [[1789]] წლის [[საფრანგეთის რევოლუცია]]ს აღფრთოვანებული შეხვდა. იგი [[რევოლუცია|რევოლუციის]] ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო. ის იყო [[ეროვნული კონვენტი]]ს დეპუტატი. მან მხარი დაუჭირა [[მეფე|მეფის]] სიკვდილით დასჯას. მან მოაწყო და მხატვრულად გააფორმა მრავალი რევოლუციური ზეიმი.
 
რევოლუციის დროს თავისი რესპუბლიკური დემოკრატიული შეხედულებების გამოსახატავად სახელგანთქმულ მხატვარს [[ძველი რომი]]ს ისტორიისათვის მიმართვა აღარ უხდებოდა. მას შესაძლებლობა მიეცა ეს შეხედულებები თანამემანულეთა სახეებში გამოეხატა. იგი მათ პორტრეტებს ასრულებდა, მის წარმოსახვაში ისინი ძველი დროის გმირებს უტოლდებოდნენ. ამგვარ სულისკვეთებით შეიქმნა სურათი “[[მარატის სიკვდილი]]” რევოლუციის მოწინააღმდეგეებმა ავადმყოფ მარატთან შეაგზავნეს მკვლელი, რომელმაც სამკურნალო აბაზანაში მყოფი [[იაკობინები|იაკობინთა]] ბელადი სიცოცხლეს გამოასალმა.
ხაზი 9:
[[1794]] წელს თერმიდორული გადატრიალების დროს [[მაქსიმილიან რობესპიერი|მაქსიმილიან რობესპიერთან]] მეგობრობის გამო იაკობინი დავიდი დააპატიმრეს და მხოლოდ სახელგანთქმული მხატვრის დიდებამ შეუნარჩუნა მას სიცოცხლე. საპყრობილედან გამოსვლის შემდეგ დავიდმა პოლიტიკურ მოღვაწობას თავი დაანება.
 
[[1799]] წელს ხელისუფლების სათავეში მოსულმა [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონმა]] დაიახლოვა დავიდი და პრივილეგირებულ მხატვრად აქცია. დავიდის სურათები ხოტბას ასხამდნენ [[საფრანგეთის კონსულობა|კონსულობის]] და [[საფრანგეთის იმპერია|იმპერიის]] ღირსეშანიშნავ ამბებს. ამდროინდელი სურათებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია . “[[ნაპოეონის გადასვლა სან-ბერნარზე]]” და “[[ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა]]”.
 
იმპერიის დამხობის შემდეგ, [[ბურბონთა რესტავრაცია|რესტავრაციის]] დროს, [[ბურბონი (დინასტია)|ბურბონებისაგან]] დევნილი “მეფის მკვლელი” იაკობინი და ნაპოლეონის კარის მხატვარტი ჟაკ ლუი დავიდი იძულებული შეიქმნა სამშობლოდან გადახვეწილიყო. სიცოცხლის ბოლო წლები მან [[ბრიუსელი|ბრისუსელში]] გაატრარა, სადაც დიდ დროს უთმობდა ახალგაზრდა მხატვრების აღზრდას.
 
== ბიოგრაფია ==
[[1775]]—[[1780]] წლებში სწავლობდა [[რომი|რომის]] ფრანგულ აკადემიაში, სადაც ეცნობოდა [[ანტიკური ხელოვნება|ანტიკურ ხელოვნებას]] და [[რენესანსი|რენესანსის]] ეპოქის ოსტატთა შემოქმედებას. [[1783]] წელს აირჩიეს ფერწერის აკადემიის წევრად. აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში, [[1792]] წელს აირჩეულ იქნა [[კონვენტი|კონვენტის]] წევრად, მიემხრო რევოლუციონერთა [[რადიკალიზმი|რადიკალურ]]-[[ექსტრემიზმი|ექსტრემისტულ]] ფრთას [[მარატი, ჟან პოლ|მარატისა]] და [[რობესპიერი, მაქსიმილიან|რობესპიერის]] ხელმძღვანელობით. [[1794]] წელს რევოლუციონერული ხედვის გამო დაპატიმრებულ იქნა. [[1797]] წელს მოწმე გახდა [[პარიზი|პარიზში]] [[ბონაპარტი, ნაპოლეონ|ნაპოლეონის]] საზეიმო შემოსვლისა და მას მერე მისი მომხრე ხდება. [[1815]] წელს [[ვატერლოოს ბრძოლა|ვატერლოოსთან]] [[ბონაპარტი, ნაპოლეონ|ნაპოლეონის]] ჯარის დარამცხების შემდეგ გაიქცა [[შვეიცარია|შვეიცარიაში]], შემდგომ კი [[ბრიუსელი|ბრიუსელში]], სადაც ცხოვრების ბოლომდე დაჰყო.
 
დაკრძალულია წმინდა გუდულას სასაფლაოზე [[ბრიუსელი|ბრიუსელში]], ხოლო მისი გული კი – [[პარიზი|პარიზის]] [[პერ ლაშეზი|პერ ლაშეზის]] სასაფლაოზე.
ხაზი 41:
 
{{DEFAULTSORT:დავიდი, ჟაკ-ლუი}}
 
[[კატეგორია:ფრანგი მხატვრები]]
[[კატეგორია:ნეოკლასიციზმი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1748]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1825]]
{{Link GA|fr}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჟაკ-ლუი_დავიდი“-დან