არტურ ზაის-ინკვარტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: sv:Arthur Seyss-Inquart is a good article; cosmetic changes
→‎ბიოგრაფია: clean up, removed: {{Link GA|sv}} using AWB
ხაზი 6:
არტურ ზაის-ინკვარტი დაიბადა [[1892]] წლის [[22 ივლისი|22 ივლისს]] შტანერნში (''დღ. [[ჩეხეთი]]''), გიმნაზიის დირექტორის ოჯახში. [[1907]] წელს ოჯახი [[ვენა]]ში ([[ავსტრია]]) გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან დაამთავრა გიმნაზია და [[1910]] წელს სწავლა განაგრძო [[ვენის უნივერსიტეტი|ვენის უნივერსიტეტში]] იურიდიულ ფაკულტეტზე. [[1914]] წლის აგვისტოდან იგი მონაწილეობას იღებდა [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. [[ტიროლი]]ს საიმპერიო [[ეგერი|ეგერთა]] ({{lang-de|Kaiserjäger}}) ბატალიონთან ერთად იბრძოდა [[რუსეთი|რუსეთში]], [[რუმინეთი|რუმინეთში]] და [[იტალია]]ში. ომში იგი დაიჭრა და დაჯილდოებულ იქნა მამაცობისთვის.
 
[[1917]] წელს არტურ ზაის-ინკვარტმა აიღო იურისტის დიპლომი და [[1921]] წელს საკუთარი საადვოკატო კანტორა გახსნა ვენაში. [[1925]] წელს იგი სათავეში ჩაუდგა „გერმანულ-ავსტრიულ სახალხო კავშირის“ პარტიას და დაიწყო კონტაქტის დამყარება „[[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|NSDAP“]]-თან. [[1933]] წელს [[ავსტრია|ავსტრიის]] [[კანცლერი|კანცლერმა]] [[ენგელბერტ დოლფუსი|ენგელბერტ დოლფუსმა]] იგი თავისი კაბინეტის წევრი გახადა. [[1937]] წელს გერმანელ ნაცისტთა დაჟინებული ზეწოლის შემდეგ არტურ ზაის-ინკვარტი ავსტრიის სახელწიფო სათათბიროში მიიწვიეს.
 
[[1938]] წელს არტურ ზაის-ინკვარტი „[[გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია|NSDAP“]]-ში შევიდა. იმავე წლის [[12 თებერვალი|12 თებერვალს]] [[ადოლფ ჰიტლერი|ჰიტლერი]] ინტერვენციით დაემუქრა ავსტრიის კანცლერ [[შუშნიგი, კურტ ფონ|კურტ ფონ შუშნიგს]], თუ ეს უკანასკნელი არტურ ზაის-ინკვარტს მინისტრის პორტფელს არ მისცემდა. 4 დღის შემდეგ, [[1938]] წლის [[16 თებერვალი|16 თბერვალს]] ზაის-ინკვარტი დაინიშნა „შინაგანი მმართველობის და უშიშროების მინისტრად“. ამით მის განკარგულებაში მოექცა მთელი ავსტრიის პოლიცია. შუშნიგის გადადგომის შემდეგ, [[1938]] წლის [[11 მარტი|11მარტს]] არტურ ზაის-ინკვარტმა კანცლერის პოსტი დაიკავა და 2 დღის შემდეგ, [[13 მარტი|13 მარტს]], პროტესტის ნიშნად გადამდგარი პრეზიდენტის [[ვილჰელმ მიკლასი]]ს თანამდებობაც გადაიბარა.
 
[[1938]] წლის მარტის დასაწყისში [[ვერმახტი]]ს დივიზიებმა გადალახეს ავსტრიის საზღვარი და დაიწყო „[[ავსტრიის ანშლუსი|ანშლუსის“]] პროცესი, რომელიც [[13მარტი|13 მარტს]] ზაის-ინკვარტის ხელმოწერით დასრულდა. ავსრტიამ, როგორც დამოუკუდებელმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. [[16 მარტი|16 მარტს]] ჰიტლერის ბრძანებით არტურ ზაის-ინკვარტი დაინიშნა ახლადშექმნილი „[[ოსტმარკი]]ს“ რაიხსშტატჰალტერად და მიენიჭა „[[SS]]“-ის [[ობერგრუპენფიურერი]]ს წოდება.
ხაზი 23:
 
{{DEFAULTSORT:ზაის-ინკვარტი, ართურ}}
 
[[კატეგორია:გერმანელი იურისტები]]
[[კატეგორია:ავსტრიის კანცლერები]]
Line 29 ⟶ 28:
[[კატეგორია:დაბადებული 1892]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1946]]
 
{{Link GA|sv}}