ანდეზიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link GA|et}} using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Amygdaloidal andesite.jpg|მინი|250პქ|მარტივი ანდეზიტი (შავად)]]
 
'''ანდეზიტი''' (სახელი ეწოდა [[ანდები]]ს მიხედვით) — [[ვულკანი|ვულკანური]] წარმოშობის საშუალო მჟავიანობის [[ქანი (გეოლოგია)|ქანი]], მუქი რუხი ან მოწითალო ფერისა. მჭიდრო, ზოგჯერ ფოროვანი, პორფირული აგებულებისაა. ძირითადი მასა [[ვულკანური მინა|ვულკანური მინის]], [[პლაგიოკლაზი]]სა და [[პიროქსენი]]ს მიკროლითების ნარევია, პორფირული გამონაყოფებია პლაგიოკლაზი ([[ანდეზინი]]) და ერთი ან რამდენიმე მუქი [[სილიკატი]]: [[ავგიტი]], [[რქატყუარა]], ზოგჯერ [[ჰიპერსტენი]] ან [[ბიოტიტი]]. არჩევენ ორპიროქსენიან, [[ქარსები|ქარსიან]], ჰიპერსტენიან ანდეზიტს და სხვა სახესხვაობებს.
 
ანდეზიტი ფართოდაა გავრცელებული ძველი ან თანამედროვე [[ვულკანიზმი]]ს რაიონებში. [[საქართველო]]ში გვხვდება [[ყაზბეგის მუნიციპალიტეტი|ყაზბეგის მუნიციპალიტეტში]] (ვულკანები: [[მყინვარწვერი]], [[ქაბარჯინა]]), მდინარეების [[დიდი ლიახვი|დიდი]] და [[პატარა ლიახვი]]ს, [[ქსანი|ქსნისა]] და [[არაგვი]]ს სათავეებში ([[ყელის ზეგანი|ყელის ვულკანური ზეგანი]]), [[მესხეთის ქედი|აჭარა-თრიალეთის ქედზე]] ([[ბორჯომი|ბორჯომ]]-[[ბაკურიანი]], [[ციხისჯვარი]], [[გუჯარეთი]]), [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ზეგანზე]] ([[აბულ-სამსარის ქედი|აბულ-სამსარისა]] და [[ჯავახეთის ქედი|ჯავახეთის ქედები]]). ანდეზიტს იყენებენ საშენ და მჟავაგამძლე მასალად.
ხაზი 8:
==ლიტერატურა==
{{ქსე|1|443|}}
 
[[კატეგორია:ვულკანოლოგია]]
{{Link GA|et}}
 
{{მაგმური ქანები}}
 
[[კატეგორია:ვულკანოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანდეზიტი“-დან