ფონეტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|gv}} using AWB
ხაზი 1:
'''ფონეტიკა''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ.]] phōnētikós, "ბგერითი") — [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის სამეტყველო ბგერებს.
 
სამეტყველო ბგერა შეისწავლება სამი თვალსაზრისით:
ხაზი 7:
2. აკუსტიკურად (ბერძნ. akustikós, "სმენითი"), ანუ ბგერი ფიზიკური თვისებების მიხედვით.
 
3. სმენითი შთაბეჭდილების, პერცეფციის ([[ლათინური ენა|ლათ.]] perceptio, "აღქმა") მიხედვით.
 
== ფონეტიკური დამწერლობა ==
ხაზი 26:
2. ზესადგამი მილის ერთ-ერთ წერტილში ხდება არა სრული ხშვა, არამედ საარტიულაციო ორგანოების ერთმანეთთან ძლიერ მიახლოება. მათ შორის რჩება სხვადასახვა ფორმის ნაპრალი, საიდანაც ჰაერნაკადი გამომდინარეობს. ასეთ ბგერებს '''ნაპრალოვნები, სპირანტები''' (ლათ. spirans "ამომსუნთქველი") ანუ '''ფრიკანტები''' (ლათ. fricatio, "ხახუნი") ეწოდება (მაგ. ქართ. ხ, ზ, შ, ჟ, ს, ღ).
 
3. პირის ღრუ დახშულია ენით, ჰაერნაკადი გამომდინარეობს ღრუს ერთ-ერთ ან ერთდროულად ორივე მხარეს. ასეთ ბგერებს '''გვერდითი ბგერები'''ანუ '''ლატერალები''' (ლათ. laterales) ეწოდება (მაგ. ქართ. ლ).
 
4. ჰაერნაკადი იწვევს ერთ-ერთი მოძრავი სამეტყველო ორგანოს თრთოლვას, ვიბრაციას. ასეთ ბგერებს '''მთრთოლი ბგერები''' ანუ '''ვიბრანტები''' ეწოდება (მაგ. ქართ. რ).
 
5. რბილი ხახა დაშვებულია, ჰაერნაკადი ნაწილობრივ გაივლის პირის ღრუში, ნაწილობრივ კი ცხვირის ღრუში. ასე წარმოიქმნება '''ცხვირისმიერი ბგერები''' ანუ '''ნაზალები''' (მაგ. ქართ. მ,ნ).
 
6. ჰაერნაკადი დაუბრკოლებლად ამოედინება ფილტვებიდან და გაივლის პირისა და ცხვირის ღრუებს. პირის ღრუს ფორმა იცვლება ენისა და ბაგეების სხვადასხვა მოძრაობების შესაბამისად. ასე წარმოქმნილ ბგერებს '''ხმოვნები''' ანუ '''ვოკიდები''' (ლათ. vocales) ) ეწოდება (მაგ. ქართ. ა,ე,ი,ო,უ). დანარჩენი ტიპის ბგერები '''თანხმოვნებია''' ანუ '''კონტოიდები''', '''კონსონანტები''' (ლათ. consonantes).
 
ერთნაირი რაგვარობის ბგერებს '''ჰომოგენური''' ბგერები ეწოდება, ხოლო სხვადასხვა რაგვარობის ბგერები ერთმანეთის მიმართ '''ჰეტეროგენულია'''.
ხაზი 40:
* ბგერებს, რომლებიც იწარმოება ქვედა ბაგით, როგორც არტიკულატრით, ეწოდება '''ბაგისმიერი''' ანუ '''ლაბიალური''' (ლათ. labiales) ბგერები. ეს ბგერები:
** '''წყვილბაგისმიერი''' ანუ '''ბილაბიალურია''' (ლათ. bi(s)- "ორ-"), როდესაც არტიკულაციის წერტილია ზედა ბაგე;
** '''კბილბაგისმიერი''', '''დენტოლაბიალური''' (ლათ. dentalis "კბილბაგისმიერი") ანუ '''ლაბიოდენტალურია''', როდესაც არტიკულაციის წერტილია წინა ზედა კბილები.
 
* ენის წვერით წარმოქმნილ ბგერებს '''აპიკალური''' (ლათ. apicales) ბგერები ეწოდება. ისინი შეიძება იყოს '''დენტალური''' ანუ '''კბილისმიერი''', რომლებშიც განარჩევენ:
ხაზი 48:
** '''კაკუმინალურ''' (ლათ. cacumen "მწვერვალი") ნუ '''ცერებრალურ''' (ლათ. cerebrum "ტვინი").
 
* ენის წინა ნაწილით წარმოქმნილ ბგერებს '''წინაენისმიერი''' (ლათ. praelinguales) ანუ '''ფრონტალური''' ([[ფრანგული ენა|ფრ.]] frontales, ლათ. frons "შუბლი") ბგერები ეწოდება, ხოლო არტიკულაციის წერტილის გათვალისწინებით - '''მაგარი ხახისმიერი''' ანუ '''პალატალური''' (ლათ. palatum "ხახა") ბგერები. ამგვარი ბგერები შეიძლება იყოს '''პრეპალატალური''' (ლათ. prae "წინა"), '''მედიოპალატალური''' (ლათ. medio "შუა") ან '''პოსტპალატალური''' (ლათ. post "შემდეგ", "უკანა").
 
* ენის ზურგით ანუ უკანა ენით წარმოქმნილ ბგერებს '''უკანაენისმიერი, დორსალური''' (ლათ. dorsales, dorsum "ზურგი") ანუ '''გუტურალური''' (ლათ. gutturals; guttur "ხახა") ბგერები ეწოდება, ხოლო არტიკულაციის წერტილის გათვალისწინებით - '''ველარული''' (ლათ. velares) ბგერები. განარჩევენ '''პრეველარულ, მედიოველარულ''' და '''პოსტველარულ''' ბგერებს.
 
'''პირისმიერი''' ანუ '''ორალური''' ბგერები წარმოიქმება როცა ხახის ფარდა იმდენად არის აწეული, რომ ცხვირის ღრუ დახშულია და ჰაერნაკადი მხოლოდ პირის ღრუში მიედინება.
 
'''ნაზალური''' ბგერების წარმოქმნის დროს ჰაერნაკადის ნაწილს საშუალება ეძლევა გაიაროს ცხვირის ღრუ.
 
* როდესაც ენის ძირი მოქმედებს ხახის ანუ ფარინქსის (ლათ. pharynx) კედლის მიმართ, წარმოიქმნება '''ხახისმიერი''' ანუ '''ფარინგალური''' (ლათ. pharyngales) ბგერები.
 
* როდესაც სახმო სიმები უახლოვდება ერთმანეთს და ქმნის ნაპრალს წარმოიქმნება '''ხორხისმიერი''' ანუ '''ლარინგალური''' (ლათ. larynx "ხორხი"), იგივე '''ნაპრალოვანი''' ბგერები (მაგ. ქართული ჰ). სახმო სიმების სრული ხშვა-სკდომით მიიღება '''ლარინგალური ხშულ-მსკდომი''' ბგერები.
 
სახმო სიმების ვიბრაციის ქონა-არქონის მიხედვით განარჩევენ '''მჟღერ''' და '''ყრუ''' ბგერებს (მაგ. ქართ. ბ,დ,გ,ზ,ღ მჟღერი ბგერებია, ფ, თ, ქ, ს, ხ კი - ყრუ). ხმოვნები, როგორც წესი მჟღერია, თუმცა ზოგ ენაში ყრუ ხმოვნებიც არსებობს.
ხაზი 74:
* განხშვა - '''ექსპლოზია''' (ფრ. exposion "აფეთქება", "სკდომა").
 
ორ მეზობელ თანხმოვანს შეიძლება დაყოვნების ფაზა საერთო ჰქონდეთ. ასეთია ე.წ. '''ჰარმონიული თანხმოვანთკომპლექსები''' ქართულში, მაგ. ''დგ'', ''თქ'' და სხვ.
 
ექსპლოზიციის მიხედვით ხშულ თანხმოვნებში განასხვავებენ:
ხაზი 86:
ბგერათა პროსოდიული (ლათ. prosōdía „მახვილი“) ანუ სუპრასეგმენტური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია:
 
* '''ბგერათრაოდენობა''' ანუ ბგერათა სიგრძე-სიმოკლე. ერთი და იმავე საარტიკულაციო ორგანოებით წარმოქმნილი ბგერა სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება მეტ-ნაკლებად ხანგრძლივად ჟღერდეს. მაგ. [[იტალიური ენა|იტალიურ]] სიტყვაში fato (“ბედისწერა”) [a] ედარებით გრძელია, [t] - შედარებით მოკლე, ხოლო სიტყვაში fatto („შექმნილი“) კი პირიქით, [a] შედარებით მოკლეა, [t] - გრძელი.
 
* '''მახვილი'''. ბგერითი ელემენტების სიძლიერე-სიმაღლით გამოყოფას მახვილი (ლათ. accentus) ეწოდება. სიძლიერით გამოჩინებისას გვაქვს '''ძლიერი''' ანუ '''დინამიკური''' ('''ინტენსიური, ექსპირატორული''') მახვილი (ინგლ. stress) სიმაღლით გამოჩინებისას კი - '''მუსიკალური''' ანუ '''ტონური''' მახვილი (ინგლ. pitch). ზოგიერთი ენის სიტყვებში მთავარი მახვილი რიგით რომელიმე ფიქსირებულ მარცვალზე მოდის, ზოგში კი სხვადასხვა მარცვლებზე. პირველ შემთხვევაში მახვილს '''ფიქსირებული''' ეწოდება, მეორეში - '''თავისუფალი, არაფიქსირებული'''. ფიქსირებული მახვილის მქონე ენათა ნიმუშია [[ფრანგული ენა]], სადაც მთავარი მახვილი სტყვის ბოლო მარცვალზე მოდის. თავისუფალი მახვილი არის [[რუსული ენა|რუსულში]], [[ინგლისური ენა|ინგლისურში]].
 
== აკუსტიკური ფონეტიკა ==
აკუსტიკური ფონეტიკა შედარებით ახალი დისციპლინაა, რომელიც შეისწავლის სამეტყველო ბგერების ფიზიკურ, აკუსტიკურ თვისებებს.
 
=== ბგერის ფიზიკური მახასიათებლები ===
ხაზი 103:
== პერცეპტიული ფონეტიკა ==
 
პერცეპტიული ფონეტიკა სწავლობს იმას, თუ როგორ აღიქმება სამეტყველო ბგერები ადამიანის სასმენი ორგანოების მიერ , აღწერს სასმენ აპარატს და ბგერათა დეკოდირებას.
 
პერცეპტიული ფონეტიკა ითვალისწინებს იმასაც, რომ ბგერითი მეტყველების აღქმის პროცესში ადამიანები ინფორმაციას იღებენ არა მხოლოდ გამონათქვამების აკუსტიკური მახასიათებლებიდან, არამედ ასევე ენობრივი კონტექსტიდან და საკომუნიკაციო სიტუაციიდან.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 111:
 
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]
 
{{Link FA|gv}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფონეტიკა“-დან