ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, removed: {{Link FA|ca}}, {{Link FA|en}}, {{Link FA|es}}, {{Link FA|ru}}, {{Link FA|sl}} using AWB
ხაზი 12:
| commons = Category:Formicidae
}}
'''ჭიანჭველასებრნი''' ({{lang-la|Formicidae}}) — [[მწერები]]ს ოჯახი [[სიფრიფანაფრთიანები|სიფრიფანაფრთიანთა]] რიგისა. „საზოგადოებრივი მწერები“ არიან. ცხოვრობენ რთულ [[ბუდე]]ებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველასებრნის მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ [[ბუდე]]ს საქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.
 
ჭიანჭველასებრთა ზოგი სახეობა „სანიტრის“ როლს ასრულებს — იკვებება [[მატლი|მატლებით]], მკვდარი [[მწერები]]თ. ისეთ სახეობებს კი, რომლებიც [[მცენარე]]ებით, ნაყოფით და კენკრით იკვებებიან, ზიანი მოაქვთ. ჭიანჭველასებრთა ზოგი სახეობა ლანცეტისებრი ორპირას დამატებითი შუალედური მასპინძელია, ზოგი კი ბუგრების, ფსილების, ჭიჭინობელების, ცრუფარიანების თანამგზავრია და მათი ტკბილი ექსკრემენტით იკვებება, იცავს მათ მტრებისაგან, ამით კი ხელს უწყობს მათ გავრცელებას და არაპირდაპირი გზით ზიანს აყენებს [[ტყე]]ებსა და [[ბაღი|ბაღებს]].
 
ტყისა და ველის [[ბიოცენოზი|ბიოცენოზში]] ტყის ქარც ჭიანჭველებს მათი მტაცებლური ბუნების გამო დიდი მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ტყის მავნებლების წინააღმდეგ და ამიტომ ხელოვნურადაც ავრცელებენ, ზრუნავენ როგორც ჭიანჭველასებრთა, ისე მათი ბუდეების დასაცავად. მსოფლიოში ცნობილია ჭიანჭველასებრთა 7000 მ-მდე სახეობა, [[საქართველო]]ში 102 სახეობა და 23 ქვესახეობაა აღნიშნული.
ხაზი 23:
[[კატეგორია:სიფრიფანაფრთიანები]]
 
{{Link FA|ca}}
{{Link FA|en}}
{{Link FA|es}}
{{Link FA|ru}}
{{Link FA|sl}}
{{Link GA|no}}
{{Link GA|sk}}